საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას -
ანაზღაურებადი სტაჟირება (დასაქმების პერსპექტივით) იურიდიულ დეპარტამენტში.
ვაკანსიის მოქმედების ვადა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
ძირითადი ვალდებულებები:
იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარმართულ სხვადასხვა სამუშაო პროცესებში
ჩართულობა;
ჩართულობა კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევის პროცესში;
ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
კომპანიისა და იურიდიული დეპარტამენტის მიზნებიდან გამომდინარე სხვა
საქმიანობა;
თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული
სხვა ფუნქციების განხორციელება.
მოთხოვნებით:
განათლება: სამართალმცოდნე - განიხილება დამამთავრებელი კურსის
სტუდენტებიც;
სავალდებულოა ინგლისური C1 და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;
სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
გუნდში მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 1
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
ანაზღაურება: 375 ლარი (დარიცხული)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
კონკურენტული სახელფასო სისტემას;
სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს:
https://www.ecovis.com/georgia/