საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეგეტა მოტორსი აცხადებს კონკურსს გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და სერვისის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. როგორც სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით.

 

თუ გსურთ, დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი, ისწავლოთ თეგეტა აკადემიაში და გარანტირებულად დასაქმდეთ თეგეტა მოტორსში.

 

თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ადამიანებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.

 

სასწავლო პროცესის აღწერა:

ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ თვენახევრიან სასწავლო კურსს, რომლის განმავლობაშიც შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან თეგეტა მოტორის თბილისის ფილიალებში.

 

სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისში, 13 ივნისიდან 1 აგვისტომდე და სრულად დაფინანსდება თეგეტა მოტორსის მიერ.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზუმე 1 ივნისამდე შემდეგ მისამართზე : S.Sazuashvili@Tegetamotors.ge

 

„Subject“-ის ველში მიუთითეთ - „დასაქმების პროგრამა“

 

გისურვებთ წარმატებებს!