საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 24/05/2022 - 08/06/2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომუნიკაციების, რადიოტექნიკის, ელექტრონიკის,  ფიზიკის, რადიოფიზიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების/მეცნიერებების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ მონაწილეობა სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინრის პოზიციაზე გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში და გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

 

  • თუ სწავლობთ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთ-ერთს;
  • გაინტერესებთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი  დარგი - მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფერო, რომელიც აერთიანებს ტელე და რადიო მაუწყებლობას, ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას, გაინტერესებთ  დარგში არსებული გამოწვევებიც და თვალს ადევნებთ განვითარების ტენდენციებს;
  • გსურთ,  გადადგათ პირველი ნაბიჯებში კარიერაში და დაუკავშიროთ თქვენი პირველი სამუშაო გამოცდილება ორგანიზაციას, რომელიც არის საქართველოში სატელეკომუნიკაციო  დარგის განვითარების განმსაზღვრელი  არქიტექტორი 

 

აუცილებლად უნდა გაეცნოთ ვაკანსიის დეტალებს და სურვილის შემთხვევაში, შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, მოთხოვნილი წესის შესაბამისად:

 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/70963?active=1

 

გახდი კომუნიკაციების კომისიის გუნდის წევრი!