საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვებისა და რეალიზაციის ბუღალტრული აღრიცხვა/კონტროლის პროგრამაში მუშაობა;
** სასაქონლო მარაგების აღრიცხვა;
** შესყიდვის აქტებისა და ზედნადებების მიღება, პროგრამულ მონაცემებთან შედარება, აღნიშნულის კონტროლი და მონიტორინგი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება (რომელიმე ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ბუღალტერიის მიმართულებით;
** სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა;
** მნიშვნელოვანია, MS Excel-ის კარგად ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2022 წლის 15 ივნისამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "უმცროსი ბუღალტერი".

გრინვეი - არა დისკრიმინაციას

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.