საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ღია კონკურსის მიზანია სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვაკანტური დიპლომატიური თანამდებობებისა და დიპლომატიური სამსახურის რეზერვის შევსება შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობებზე ან ჩაირიცხონ დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.


კონკურსი ცხადდება სამინისტროს ცენტრალური აპარატის შემდეგ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობებზე:

  • ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველოს III მდივანი 
  • დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის სამმართველოს III მდივანი 
  • ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველოს ატაშე 
  • დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციებთან მუშაობის სამმართველოს ატაშე 
  • საკონსულო დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს ატაშე 
  • მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს ატაშე 
  • საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის III მდივანი  
  • საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს ატაშე 
  • საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ანალიზის სამმართველოს I მდივანი  

 

კანდიდატები, რომლებიც კონკურსის ყველა ეტაპს წარმატებით გაივლიან, მაგრამ არ დაინიშნებიან ვაკანტურ თანამდებობაზე, ჩაირიცხებიან  დიპლომატიური სამსახურის რეზერვში; რეზერვში ჩარიცხულ პირებს უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ,  სამინისტროს სისტემაში გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა შერჩევაში,  კვალიფიკაციის შესაბამისად. 

აღსანიშავია, რომ დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა 5 წელია. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადებში მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 
 
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ვაკანტური თანამდებობების, კონკურსის ვადებისა და პროცედურების, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: https://www.hr.gov.ge/

განაცხადების მიღება მიმდინარეობს   2022 წლის 24 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: https://www.hr.gov.ge/