საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამდებობის დასახელება        მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება               სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

კონკურსის ტიპი                         ღია კონკურსი

ორგანიზაცია                              საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კატეგორია                                  სოფლის მეურნეობა

განცხადების ბოლო ვადა           01.06.2022

თანამდებობრივი სარგო:           1760 ლარი

ადგილების რაოდენობა              2

სამსახურის ადგილმდებარეობა      თბილისი

სამუშაოს ტიპი                           სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა                   12 თვე

 

ფუნქციები

ა) სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) მემცენარეობის, მეცხოველეობისა და მეთევზეობის დარგებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მათი განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სოფლის მეურნეობაში ცალკეული მიმართულებების განვითარების მიზნით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან და სამინისტროს კონტროლდაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული საქმიანობა;

ვ) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;

თ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება     უმაღლესი განათლება

სამუშაო გამოცდილება        1 წელი

პროფესია                           აგრარული მეცნიერებების ან/და ეკონომიკის მიმართულებით

 

აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@mepa.gov.ge

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული