საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამდებობა: რეპორტინგის მენეჯერი (სტაჟიორი, შემდეგში ასისტენტი)

სტრუქტურტული ერთეული: ბუღალტრული აღრიცხვის & რეპორტინგის განყოფილება

 

თანამდებობის ზოგადი მიზანი:

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1.1 დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:

1.1.1 განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, რაოდენობრივი ფინანსების მიმართულებით;

1.1.2 მისაღებია: დამამთავრებელი კურსის ან/და მაგისტრატურის სტუდენტი ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით

1.1.3 გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი (მაგრამ, არა აუცილებელი) გამოცდილება;

1.1.4 უნარ-ჩვევები: აუცილებელი მოთხოვნა: MS Excel-ის კარგი ცოდნა; სასურველია: ფინანსური მოდელირების ცოდნა (MS Excel-ში); მონაცემთა ბაზებისა და BI პროგრამების გამოყენების თეორიული ცოდნა ან/და პრაქტიკული უნარები.

1.1.5 უნარ-ჩვევები: დეტალებზე ორიენტირებული, ანალიტიკური აზროვნების უნარი, ლოგიკურად აზროვნების უნარი, საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი, პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

2. რეპორტინგის მენეჯერის (სტაჟიორი, შემდეგში ასისტენტი) ძირითადი ფუნქცია– მოვალეობები:

2.1 ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ყოველთვიური, ყოველკვარტლური, ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება

2.2 კომპანიის ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, ზედამხედველობის სამსახურის მიერ ანგარიშგების დადგენილ ფორმაში ფინანსური ინფორმაციის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება

2.3 დამფუძნებლების მიერ ანგარიშგების დადგენილი ფორმებისათვის ფინანსური ინფორმაციის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება

2.4 დირექტორების მიერ კომპეტენციის ფარგლებში მიცემულ დავალებათა შესრულება

2.5 უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა დაკავშირებული საქმიანობის შესრულება

 

3. ანგარიშგება და ანგარიშგების ფორმები

3.1 სისტემატიური (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური) ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ცენტრის ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე

 

4. ურთიერთმოქმედება

4.1 შიდა ურთიერთკავშირი

4.1.1 იღებს ინფორმაციას: სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან და თანამშრომლებისაგან კომპეტენციის ფარგლებში

4.1.2 გასცემს ინფორმაციას: სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე და თანამშრომლებზე კომპეტენციის ფარგლებში

4.2 გარე ურთიერთკავშირი:

4.2.1 გასცემს ინფორმაციას კომპანიის ფინანსურ დირექტორზე, დირექტორზე და საოპერაციო დირექტორზე შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის სახით, ყოველთვიურად, ყოველ კვარტალურად, ყოველწლიურად

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე  info@tpl.ge