საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

IT კომპანია LAB Technologies აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მიმართულებით ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ ამბიციურ და მიზანდასახულ ახალგაზრდას, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

ანაზღაურება: 800-1000 ლარი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის ახალი ორგანიზაციების მოძიებაში მონაწილეობის მიღება და მათთან ბიზნეს ურთიერთობის დამყარება;
  • ორგანიზაციებთან გაცნობითი სახის შეხვედრების დაორგანიზება;
  • ორგანიზაციისთვის გუნდის წევრების წარდგენა/გაცნობა;
  • მიღებული მონაცემების დამუშავება და პროგრამული ასახვა;
  • პროექტების მიმდინარეობისას საჭიროებიდან გამომდინარე დამატებითი ფიზიკური  ან/და დისტანციური შეხვედრების დაგეგმვა;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ფორუმებში, სემინარებში, ვებინარებში, გასვლით ღონისძიებებში და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი გაცნობა და განვითარებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი მუშაობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ B2 დონე;
  • მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების MS office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • საქმიანი მოლაპარაკების/მიმოწერის წარმოების უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის კარგი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სწრაფად განვითარების საშუალებას;
  • პარასკევი- დისტანციური სამუშაო დღე.

 

ჩვენს შესახებ:

IT კომპანია LAB მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან  და სთავაზობს თავის მომხმარებლებს  IT გადაწყვეტილებებს:

  • ინფრასტრუქტურულ და ქსელურ გადაწყვეტილებებს;
  • პროგრამული უზრუნველყოფა;
  • კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს;
  • PS მიმართულებას;

 

კომპანია „ლაბ“ წარმოადგენს მრავალ საერთაშორისო ბრენდს საქართველოში. ჩვენი მომხმარებლები არიან სახარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ბრენდები:

CISCO, DellEMC, HP Inc., Lenovo, NetApp, Hewlett Packard Enterprise, Palo Alto, Aruba, Nakivo, Extreme Networks and etc.

 

ჩვენი ოფისი:

მისამართი: თბილისში, ნოდარ ბოხუას 6

საიტი: www.lab.ge

ტელ: 032 229 06 09

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივნისისა და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ექაუნთ მენეჯერი“