საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

პასუხისმგებლობები:

  • ოპერატორის მიერ გადაცემულ ზარზე დროული რეაგირება და გამოძახების ადგილზე გამოცხადება;
  • კომპანიის მომხმარებელთან შეხვედრა და მათი მოთხოვნების მოსმენა/გაანალიზება;
  • ავტომობილისთვის საჭირო ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება;
  • ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა;
  • ავტომფლობელისთვის რეკომენდაციების გაცემა და დამატებითი მომსახურებების დაორგანიზება/უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

 

მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • მართვის მოწმობა (მექანიკური და ავტომატური კოლოფი) და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
  • ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების ცოდნა;
  • მინიმუმ 6 თვიანი შრომითი გამოცდილება ავტო სერვისების მიმართულებით;
  • ავტო სერვის/შემკეთებელ ცენტრებთან კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge
     

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტო სერვისის ტექნიკური ოპერატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივნისი.  შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/