საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს პროექტების ასისტენტის სპეციალისტის პოზიციაზე - ექვსი თვის ვადით.


აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი (უპირატესობა მიენიჭება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს);
ბ) ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B-2 დონეზე;
გ) სასურველია ჰქონდეს პროექტის წერის და განხორციელების გამოცდილება;
დ) სასურველია ჰქონდეს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება;
ე) საოფისე პროგრამის ბაზისური ცოდნა

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :
ა) ორგანიზებულობა;
ბ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) გუნდურად მუშაობის უნარი;
დ) ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
ე) მაღალი პასუხისმგებლობა;
ვ) დეტალებზე ორიენტირებულობა

სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შეასრულება :
ა) სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) სტუდენტური სერვისების განვითარების მხრივ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) სტუდენტთა კარიერის გამნავითარებელი და დასაქმების ხელშემწყობი პროექტების შემუშავება
დ) სტუდენტური სერვისების განმავითარებელი პროექტების შემუშავება;
ე) ცენტრის ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება;

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისუფლება) - ცნობის წარმოდგენა სპეციალისტის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში;

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2022 წლის 7 ივნისიდან 2022 წლის 13 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის სპეციალისტი“.

შრომის ანაზღაურება თვეში 700 ლარი საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით.