საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია „inexPHONE”-ის ერთ-ერთ მიმართულებას, იურიდიული პირებისთვის მათი საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. რაც გულისხმობს, დამკვეთის ყველა საკომუნიკაციო საშუალების (ცხელი ხაზი, ელექტრონული ფოსტა, სოციალური მედია და ა.შ) ე.წ. Outsource მომსახურებაზე გატანასა და „inexPHONE”-ის მხრიდან მათ ხარისხიან მხარდაჭერას.

 

ამ დროისთვის inexPHONE მომსახურებას უწევს კლინიკას Raymann. სწორედ კლინიკა რეიმანის ქოლ ცენტრის გუნში ვეძებთ, ქოლ ცენტრის ოპერატორს.  რომელიც შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლინიკის ცხელ ხაზზე შემომავალ ზარებზე დროული  და ამომწურავი პასუხის გაცემა;
  • კლინიკის შიდა საკომუნიკაციო პლატფორმებში ინფორმაციის დადგენილი წესის შესაბამისად ასახვა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან სატელეფონო/წერილობით უკუკავშირი;
  • საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული საკონტაქტო ინფორმაციის საფუძველზე, მომხმარებლის სხვა დეპარტამენტთან/კომპეტენტურ პირთან გადამისამართება;
  • საქმიანობიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის/მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება.

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

 

შერჩევის ეტაპები:

  • გასაუბრება;
  • ტრენინგი (ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი).

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N1

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში გაწერილი

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge   სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ქოლ ცენტრის ოპერატორი“.

 

„inexPHONE“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის.

 

გისურვებთ წარმატებას!