საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

 

ადგილმდებარეობა      -   ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება  -   ფეიროლის უმცროსი სპეციალისტი

სამუშაო საათები          -   სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი აღწერა

 

ფუნქცია/მოვალეობები:

• HR დოკუმენტაციის ადმინისტრირება

• სახელფასო უწყისის მომზადება და ხელფასების დარიცხვა პროგრამაში, ასევე საბანკო გადარიცხვები

• თანამშრომელთა კომპენსაციებთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტების მომზადება

• თანამშრომლებთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირება პროგრამაში

• კლიენტების(მათ შორის უცხოელი კლიენტების) კონსულტირება სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით

• უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მენეჯმენტის მიმართულებით

• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

• სავალდებულოა ექსელის ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

• თავაზიანი და კეთილგანწყობილი

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი

• მოლაპარაკების წარმოების უნარი

• გუნდის მართვის უნარი

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი

• დროის ეფექტურად მართვის უნარი

• ორგანიზებული

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

• დეტალებზე ორიენტირებული

• ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subjectში მიუთითოთ „ფეიროლის უმცროსი სპეციალისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 21.06.2022

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით