საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული ტრენინგისა და განმავითარებელი პროგრამების ლიდერი კომპანია UCMAS Georgia აცხადებს ვაკანსიას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი კომპანიის ხედვაა 4-14 წლამდე ბავშვებში ლიდერობისა და ძლიერი პიროვნული უნარების განვითარება. ჩვენი მიდგომა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდებს მასწავლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით:

  • მენტალური არითმეტიკის პროგრამის მასწავლებელი
  • მინი-ინჟინერიის პროგრამის მასწავლებელი
  • რობოტიკის პროგრამის მასწავლებელი

 

დაინტერესებულ პირს შეუძლია 1 ან მეტი მიმართულებით იმუშაოს.

 

უფლება-მოვალეობები:

  • პროგრამის ოფიციალური სასწავლო პროგრამის შესაბამისად საგაკვეთილო პროცესის წარმართვა;
  • მოსწავლეებისთვის მენტალური არითმეტიკის პროგრამის ჯეროვნად სწავლება, როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ ფორმატში; ასე საგაკვეთილო პროცესის წარმართვა, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ პლატფორმაზე;
  • მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროებისამებრ, რეკომენდაციის გაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე (B1) ფლობა სავალდებულოა, რადგან სასწავლო მასალები და საერთაშორისო შეხვედრები წარიმართება ინგლისურ ენაზე;

 

სამუშაო პირობები:

  • განაკვეთი ნახევარი ან სრული, შეთანხმდება კანდიდატთან წინასწარ;
  • ხელფასი სამუშაო საათების მიხედვით- 500 ლარიდან ნახევარ განაკვეთზე, 1200 ლარამდე სრული განაკვეთით.


დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ info@smartman.ge