საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დაკალიბრება/დამოწმების ლაბორატორიის თანამშრომელის მიმართ მოთხოვნები:

 

  • განათლება – სასურველია ტექნიკური განხრით;
  • მუშაობის გამოცდილება – გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.

პირადი თვისებები:

  • კომუნიკაბელური;
  • უკონფლიქტო;
  • განვითარებაზე და ახალი საკითხების ათვისებაზე ორიენტირებული;
  • წესრიგის მოყვარული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

 

ძირითადი მოვალეობები:
სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით. შესაბამისი ჩანაწერების წარმოება. ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა;


სამუშაო: სრული განაკვეთი.


სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.


მართვის მოწმობა – გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა, ვინაიდან გასვლითი სამუშაოების დროს მოგიწევთ კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტის გამოყენება.


ანაზღაურება: დამოკიდებულია იმ მიმართულებებზე, რომელთა დაკალიბრებას აითვისებს/ჩაიბარებს კანდიდატი. ამ ეტაპზე არსებული თანამშრომლების საშუალო ანაზღაურება (მიმართულებების და შესრულებული სამუშაოების მოცულობა/რაოდენობის მიხედვით) გაცილებით მაღალია საქრთველოში დადგენილ საშუალო ანაზღაურების ნიშნულზე.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com .


გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით.