საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Levi`s,Lacoste, Tommy Jeans, Gant, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder და სხვა.

 

კომპანია წარმოდგენილია 42 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.


„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბაზებთან მუშაობის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00 სთ ან 09:30 – 18:30 სთ (1 სთ შესვენება).
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1400 ლარის ფარგლებში;
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • არსებული ბაზებთან მუშაობა და პროგრამული სისტემის უზრუნველყოფა ოპტიმალური რეპორტინგის სისტემის აწყობის მიზნით;
  • ბაზაში ასატვირთად პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მომზადება (კატეგორიების, სქესის, სეზონის მინიჭება და სხვა მახასიათებლების მინიჭება).
  • ბრენდების მიხედვით სეზონური შესყიდვების ბაზის წარმოება;
  • გადამღები სტუდიისთვის Dressup.ge-ზე ასატვირთი მოდელების სიების მიწოდება;
  • ფასების ცვლილების/აქციების პროგრამაში ატვირთვა;
  • მაღაზიათა ქსელისთვის ფასების ცვლილებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პროგრამაში მაღაზიათა შორის გადასატანი პროდუქციის იდენტიფიცირება, შესაბამისი ფაილების მომზადება და აღნიშნული პროცესის კოორდინირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მე-3-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • Ms Office-ის ცოდნა (განსაკუთრებით Ms Excel-ის ცოდნა);
  • სასურველია ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საქმის დაგეგმვისა და კოორდინირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კეთილსინდისიერება.

 

კანდიდატთა შერჩევა


გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:  career@dressup.ge 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „ბაზებთან მუშაობის სპეციალისტი“.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებას!