საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს ფინანსურ მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში.

 

გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

 

ძირითადი სამუშაო:

● ბიუჯეტის დაგეგმვა და რეპორტინგი

● გასული პერიოდის ფინანსური ანგარიშგების მომზადება და რეპორტინგი სტანდარტების შესაბამისად.

● ბიუჯეტის შესრულების ანალიზი და კონტროლი

● ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის მოკლევადიანი ვერსიის შექმნა და კონტროლი

● საბუღალტრო ჩანაწერების სიზუსტისა და სისრულის კონტროლი

● მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება

● დებიტორების და კრედიტორების კონტროლი

● უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

● უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით

● მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

● ფინანსური ანალიზისა და რეპორტების შედგენის გამოცდილება

● საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა

● ფინანსების ან ფინანსური აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

● საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

 

პირობები:

● სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;

● ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციის შესაბამისად

● ჯანმრთელობის დაზღვევა- გაუმჯობესებული პაკეტი, რომელსაც თანადაფინანსების გარეშე, კომპანია სრულად ანაზღაურებს.

 

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Financial Manager