საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს ჰიდროსკანდ არის შვედური Hydroscand Group-ს წარმომადგენლობა საქართველოში. ჰიდროსკანდი დაკავებულია ჰიდრავლიკური მილების აწყობა-რეალიზაციით. კომპანია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2011 წლიდან. დღეის მდგომარეობით გახსნილია ჰიდროსკანდის ათი მაღაზია საქართველოს მასშტაბით.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ე. ანდრონიკაშვილის N149

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-დან – 18:00 საათამდე)

 

მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
  • აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • სასურველია 1C-თან მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბუღალტრო დოკუმენტაციის და პირველადი დოკუმენტების წარმოება, კონტროლი;
  • დოკუმენტაციის მოეწსრიგება, დაფაილება;
  • სააღრიცხვო პროგრამაში ბუღალტრული ოპერაციების გატარება;
  • საბანკო გადარიცხვების წარმოება;
  • Rs.ge-ს პორტალთან მუშაობა; ანგარიშ-ფაქტურების გაგზავნა, მიღებული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება;

 

დაინტერესების შემთხვევაში ველით თქვენს CV-ს მეილზე: recruitment@hrhub.ge