საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რას ვსაქმიანობთ ჩვენ?

  • მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვუსრულებთ საბანკო ოპერაციებს.

 

ვის ვეძებთ?

  • ყველას - განურჩევლად წინა სამუშაო გამოცდილებისა, სპეციალობისა და ენების ცოდნისა.

 

თუ შენ:

  • გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;
  • თავს კომფორტულად გრძნობ სწრაფ, ცვალებად, მრავალფეროვან გარემოში;
  • ხარ კომუნიკაბელური, ღია, კეთილგანწყობილი ადამიანი;
  • დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
  • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება და კარგი მეხსიერება;
  • საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
  • გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა, სტაბილური სამსახური და განვითარება;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;
  • მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს.

 

რა ეტაპებს გაივლი შერჩევის პროცესში?

  • რეზიუმეს საფუძველზე შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან
  • პირველადი სატელეფონო გასაუბრება
  • ინდივიდუალური გასაუბრება – კომპეტენციებისა დადგენა / შეფასება;
  • საბოლოო გასაუბრება დეპარტამენტის დირექტორთან.

 

გამოგვიგზავნე რეზიუმე და დაიწყე შენი კარიერა საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 ივნისი, 2022