საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკატერინე ფირცხალავა: სოციალური ფსიქოლოგი ვარ. ჩემი თავი სწორედ ამ საქმეში აღმოვაჩინე და ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ...

გენდერული როლები ქართულ ოჯახში, ნდობა, თვითგახსნა ოჯახში და ოჯახს მიღმა, ქართველ მიგრანტთა ადაპტაცია-ინტეგრაცია, მაჰმადიან მესხთა აკულტურაცია - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა უკვე არაერთი წელია იკვლევს. ფსიქოლოგიაზე, როგორც მომავლის პროფესიაზე, არჩევანი გარემოებებიდან გამომდინარე გააკეთა, თუმცა „შემთხვევითმა“ გადაწყვეტილებამ გაამართლა და საკუთარი თავიც სწორედ სოციალურ ფსიქოლოგიაში, კერძოდ, ადამიანური ურთიერთობების  ფსიქოლოგის შესწავლაში აღმოაჩინა.

პროფესიული განვითარების გზაზე კვლევითი საქმიანობისთვის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო გრანტი აქვს მიღებული, მათ შორის, ცოტა ხნის წინ ეკატერინე ფირცხალავამ გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მეცნიერისთვის მიიღო. სტიპენდიის ფარგლებში თსუ მეცნიერი გერმანიაში, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტში განახორციელებს კვლევას -„ქართველი მიგრანტები გერმანიაში- ჯგუფებს შორის და ჯგუფებს შიგნით ურთიერთობები კონფლიქტები და აღქმები“, რომელიც ეხება იმას თუ „როგორ ინტეგრირედებიან ქართველები ევროპაში, როგორ  ინარჩუნებენ მიგრანტები საკუთარ ეთნიკურ იდენტობას და როგორი ურთიერთობები აქვთ დამხვედრ საზოგადეობასთან “. მანამ, სანამ საკვლევი თემისშესახებ ვრცლად გიამბობდეთ, საუბარი ცოტა უფრო შორიდან, განვლილი პროფესიული გზითა და სამეცნიერო საქმიანობით დავიწყოთ.

ეკა ფირცხალავა ქალაქ ზუგდიდში დაიბადა და გაიზარდა. სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წამოვიდა. სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარებას გეგმავდა, თუმცა იმ წელს სამედიცინოზე მიღება  ზაფხულში არ გამოცხადდა და სექტემებრში, როცა ის უკვე სტუდენტი იყო მხოლოდ მაშინ მიიღო აბიტურეიბტები. სოციოლოგი ნათლიის  რჩევა გაითვალისწინა, რომლისაც ძალიან მადლიერია, და იმ დროს ნაკლებად პოპულარული სპეციალობა - ფსიქოლოგია არჩია, იმ მოტივით, რომ თუ არ მოეწონებოდა იქ სწავლა,  ერთი წლის შემდეგ  მობილობით ბიოლოგიის ფაკულტეტზე  გადასულიყო. მართლაც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია - ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე   ერთი გამოცდით- მათემატიკის ჩაბარებით ჩაირიცხა, თუმცა ერთი წლის გასვლის შემდეგ არც ბიოლოგიურზე და არც რომელიმე სხვა ფაკულტეტზე გადასვლის სურვილი აღარ გასჩენია. დღემდე თვლის, რომ პროფესიულმა არჩევანმა გაამართლა, რადგან ზუსტად იმ საქმეს აკეთებს, რაც ძალიან მოსწონს და  უყვარს.

„სოციალური ფსიქოლოგი ვარ. სოციალური ფსიქოლოგია ადამიანური ურთიერთობების ფსიქოლოგიას სწავლობს. ჩემი თავი სწორედ ამ საქმეში აღმოვაჩინე და ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან იმ საქმეს ვემსახურები, რომელიც უზომოდ მიყვარს. არასდროს მინანია ეს გადაწყვეტილება და ამაში დიდი წვლილი ჩემს ფაკულტეტსაც მიუძღვის, რადგან სწორედ აქ მაგრძნობინეს, რომ ვარ პიროვნება, რომელსაც თვითრეალიზაციის მოთხოვნილება მუდმივად უნდა ჰქონდეს და ამაში ხელს არავინ უშლის. როგორი დამოკიდებულებაც დამხვდა ამ ფაკულტეტზე იმის გაგრძელებას ვცდილობ მეც, ახალგზარდებთან ურთიერთობაში, ჩემი მსაწავლებელბის  კოლეგა რომ გავხდი ძალიან ბედნიერი ვარ.   მქონია შანსი წავსულიყავი უნივერსიტეტიდან სხვაგან, მაგრამ ეს ვერ შევძელი. მომწონს სტუდენტებთან ურთიერთობა, პარალელურად ვარ მკვლევარი და ეს მეხმარება ის ცოდნა, რასაც სტუდენტებს ვუზიარებ, სიღრმისეულად მქონდეს შესწავლილი,“ - ამბობს ეკატერინე ფირცხალავა.

თსუ მეცნიერის სადოქტორო დისერტაცია ოჯახის ფსიქოლოგიას ეხებოდა და იმ დიდი პროექტის ნაწილი იყო, რომელიც მისი ხელმძღვანელის  პროფესორ  ნანა სუმბაძის ხელმძღვანელობით   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლეიდენის (ნიდერლანდები) და ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელა. დისერტაციის ფარგლებში ეკა ფირცხალავა იკვლევდა - რამდენად შეესაბამება  ნუკლეარულ ოჯახებში ოჯახის წევრების ურთიერთ აღქმა,  როგორ ენდობიან ერთმანეთს ადამიანები და რა კავშრი აქვს ამ პროცესს თვითგახსნასთან. როგორც თსუ მეცნიერი ამბობს, ნებისმიერი ურთიერთობა ნდობაზე  აგებული.

„ნდობის ფაქტორი იმ პერიოდის ჩემს კვლევებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ეს იქნება სიყვარული, მეგობრობა, მშობლებთან ურთიერთობა, დედმამიშვილობა თუ სხვა. ნდობის  ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია, რადგან სწორედ ეს განაპირობებს თვითგახსნას,“ - მიიჩნევს თსუ მეცნიერი.

ოჯახის ფსიქოლოგიის გარდა, ეკატერინე ფირცხალავამ 2012 წელს კარნეგის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში აშშ-ში პენსილვანიის შტატში მცხოვრები მაჰმადიან მესხთა აკულტურაციის საკითხი შეისწავლა,  2014 წელს  ღია საზოგადოების კვლევითი სტიპენდიით ილინოისის შტატში განაგრძო კვლევა,  მოგვიანებით კი იგივე კვლევა საქართველოშიც ჩაატარა. აკულტურაცია სხვა ქვეყანაში ადაპტაციისა და ინტეგრაციის შემდეგი საფეხურია, რომლის დროსაც  ითავისებ იმ ქვეყნის წესჩვეულებებს სადაც ცხოვრობ.თუმცა, როგორც აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, მაჰმადიანი მესხების შემთხვევაში ეს პროცესი სრულყოფილად ჯერჯერობით მაინც არ მიმდინარეობს. რაც შეეხება იმავე კვლევას საქართველოს მაგალიზე- როგორც თსუ მეცნიერი ამბობს, საქართველოში ეს პროცესი კიდევ უფრო რთულად მიმდინარეობს.

„აშშ-ში  ახლაზგარდა მუსლიმი მესხები ძალიან კარგი ინგლისურით ლაპარაკობენ, გარეთ თავშალს არ ატარებენ, რადგან თვალშისაცემი არ იყვნენ, თუმცა სახლში ზუსტად ისე იქცევიან, როგორც მათი წინაპრები - დედამთილი რასაც ამბობს, იმას ასრულებენ, მამამთილს თვალებში უყურებენ, ხელფასი სახლში მოაქვთ და ერთად აგროვებენ. შესაძლებელია ეს დროსთან ერთდ შეიცვალოს საინტერსოა ახლა როგორ არის? რაც შეეხება საქართველოს მაგალითს, ცხადია, აშშ-ს ვერ შეადარებ. იქ მეტი რელიგიური თავისუფლებაა, ჩვენთან კი  ადგილობრივი ქართველი მაინც არ აღიარებს ქართველად, იმიტომ, რომ მუსლიმია  და ქართულად არ ლაპარაკობს. თუმცა ახლგზარდები უკვე ვებრად კარგად საუბრობენ ქართულად, აკულტურაციის პროცესი ჩვენთან  რთულად მიმდინარეობს.  როგორც აკულტურაციის მკვლევარები  თვლიან აკულტურაცია  მხოლოდ მესამე თაობაში იჩენს თავს  ,“ - აღნიშნავს მეცნიერი.

„გენდერული როლების ცვლილება ოჯახებში პოსტ საბჭოთა საქართველოში“ ეკატერინე  ფირცხალავას ერთ-ერთი საკვლევი თემა იყო ჰაინრიხ ბიულოს სამხრეთ კავაკსიის რეგიონალური ბიუროს კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში, თსუ მეცნიერი ქართულ ოჯახში ქალის როლს იკვლევდა. როგორც კვლევამ აჩვენა, „ისტორიულ წარსულში ქართველი ქალი დაჩაგრული არ იყო, რადგან მას ოჯახი ფინანსურად იმდენად უზრუნველყოფდა, რომ ქმარი, ასე ვთქვათ, ვერ ერეოდა“. საბჭოთა პერიოდში სიტუაცია შეიცვალა, უკვე მოგვიანებით საბჭოტა კაშირის დაშლის შემდეგ  კი ქალის როლი კიდევ უფრო შეიცვალა, რაც ქალის მიერ ოჯახში ფინანსური ბერკეტის ხელში აღებამ განაპირობა. მეცნიერის თქმით, თუ იქამდე კაცს ინსტრუმენტალური როლი ჰქონდა, ხოლო ქალს ემოციური, უეცრად ქალი აღმოჩნდა ოჯახში ფინანსურად საყრდენი, თუმცა ამ ცვალებადობას იმ პერიოდში ტრადიციული  დამოკიდებულება, რომ ოჯახში კაცი მეტად მნიშვნელოვანია, არ შეუცვლია.

„მიუხედავად იმისა, რომ პოსტ-საბჭოთა საქართველო ქალებმა გადაარჩინეს, კულტურული ასპექტი, რომ ოჯახში კაცი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები, იმ პერიოდის საქართველოში შენარჩუნებული იყო. დღეს ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება და ეგალიტარული ურთიერთობისაკენ  მიდის , განსაკუთრებით ახლაგზარდებში. ერთი პერიოდი ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ქალზე ძალადობა წლებთან ერთად უფრო გაიზარდა. მაგრამ, უბრალოდ ახლა ხმამაღლა დაიწყეს ქალებმა ამ ყველაფერზე ლაპარაკი, რადგან  დრეს უკვე მათი დამცავი მექანიზმი არსებობს. ამ ცვლილებებს კი განაპირობებს გარემო სოციალური პირობები, განათლება და ეკონომიკა. მე პროგრესის მომხრე ვარ, ზუსტად ვიცი განათლებას პროგრესი მოაქვს, ნელა, მაგრამ, აუცილებლად მოიტანს,“ - აღნიშნავს ეკატერინე ფირცხალავა.

რამდენად ახერხებენ ქართველი მიგრანტები იდენტობის შენარჩუნებას საზღვარგარეთ, როგორი ურთიერთობა აქვთ სხვა ქართველ მიგრანტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, როგორია  მათ მიერ სამშობლოს აღქმა - ბოლო წლებია ეკატერინე ფირცხალავა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მიგრანტების პირველ და მეორე თაობას იკვლევს. კვლევები ძირითადად აშშ-ში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში სხვადასხვა კვლვითი სტიპენდიების ფარგლებში აქვს ჩატარებული და შედეგებმა ბევრი საინტერესო მიგნება აჩვენა. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე ქართველების ნაწილის აღქმაში საქართველოში ცხოვრება ძალიან რთულია,  დღესაც ისეთია, როგორიც იმ დროს, როდესაც ისინი წავიდნენ საზღვარგარეთ ამოტომაც ისინი აქ არიან და არა საქართველოში.ამ ფაქტს თსუ მეცნიერი ასე ხსნის: „მათთვის ქვეყნიდან წასვლა თითქოს „სამშობლოს ღალატად“ აღიქმება და ამ გზით რაღაცნაირად თითქოს თავს იმართლებენ. რომ მათი სხვა ქვეყანაში დარჩენის მიზეზებისთვის არგუმენტები ძლიერი იყოს,“ ამასთან ერთად, კვლევის საინტერესო მიგნებაა ისიც, რომ იდენტობის შენარჩუნებას ყველა მათგანი ცდილობს, საკუთარი შვილების „ ნამდვილ ქართველებად“  ცდილობს აღზარდოს, რაც ძირითადად ქართული ენის სწავლებაში და ქართული ხალხური ცეკვების სწავლებაში გამოიხატება, ასევე ყველა მათგანს სურს მოხუცებულობის ასაკში ქვეყანაში დაბრუნდეს და საკუთარ მიწაზე დაიკრძალოს. როგორც ეკა ფირცხალავა აღნიშნავს, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი მიგრანტების აღქმები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია, თუმცა ყველა ქართველი მიგრანტის აღქმაში გარემო, სადაც ის ცხოვრობს, კეთილგანწყობილად არის დახატული.

„საინტერესოაის, რაც კვლევის პროცესში აღმოვაჩინე და რაც თითქმის ყველა ქართველი მიგრანტისთვის საერთოა, იყო ის, რომ  როდესაც ვეკითხებოდი რითი განსხვავდები ადგილობრივი მოსახლეობისგან ან სხვა ქართველისგან, სხვა ქართველთან განსხვავების არწერა  უფრო მტკივნეული იყო. უცხო ეროვნების ადამიანზე ლაპარაკი მარტივია მათთვის, ქართველზე საუბარი კი უჭირს. აქ ხაზი ყოველთვის უსვამდნენ ევროპაში ქართველების კრიმინალურ გამოცდილებებს და აღნიშნავდნენ, რომ  თვითონ ისინი პატიოსანი შრომით გამოიმუშავებენ ფულს და ამით განსხვავდებიან სხვა ქართველებისგან. გარდა ამისა, პორტუგალიაში და საფრანგეთში მცხოვრები ქართველები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივები მათ ტოლად და სწორად არ თვლიან და მათი თქმითვე, თუ იგრძნობენ რომ ქართველმა ოდნავ მაინც გადაასწრო მათ, უფრო წარმატებული აღმოჩნდა არ მოსწონთ და ამას გამოხატავენ კიდევაც. მიუხედავად ამისა, მაინც მოსწონთ იქაურიგარემო, და იქ ცხოვრება“ - ამბობს ეკატერინე ფირცხალავა.

თსუ მეცნიერს პროფესიულ გზაზე არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევითი გრანტი აქვს მიღებული, ცოტა ხნის წინ კი გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მეცნიერისთვის მოიპოვა და 2021 წლის ივლისიდან გერმანიაში, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტში განახორციელებს კვლევას. კვლევის პრეზენტაცია გერმანიაში ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში გაიმართება. პარალელურად კი სურს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში კვლევაზე დაფუძნებული სწავლების გერმანული მოდელი დანერგოს და,ამასთან ერთად, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი სამაგისტრო პროგრამის „გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“, რომელსაც კოლეგებთან ერთად ხელმძღვანელობს, განვითარებასაც შეუწყოს ხელი.

თარიღი: 25/06/2021