საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მეცნიერება მომავალი თაობისთვის" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტია.

 

 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი“-ში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის  გაიმართა 10 საჯარო ლექცია, რომლის მიზანია მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, „რთული“ სამეცნიერო თემების პოპულარულ ენაზე ახსნა.

 

ზვიად გაბისონია - „ციფრული ერა: ხელოვნური ინტელექტის გავლენა ჩვენს აწმყოსა და მომავალზე“.

 

ლიკა სვანაძე - „სამეცნიერო აღმოჩენები მედიცინაში: ჰიპოკრატედან ტექნოლოგიების ეპოქამდე“.

 

ლილი ხეჩუაშვილი -  „ტვინის ლაბირინთიდან ფსიქიკისკენ: როგორ ყალიბდება ქცევა და ცნობიერება.“

 

ნინო გაჩეჩილაძე - „მიკრობული სამყარო - თანაცხოვრება, ბრძოლა, ადაპტაცია.“

 

მარიამ ციცაგი -  „ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დანახული საქართველო“. 

 

 რუსუდან კაკავა  - „ალქიმიიდან თანამედროვე ქიმიამდე“.

 

არჩილ დურგლიშვილი - „როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო?“

 

ილია თავხელიძე - „მათემატიკა და ბუნების კანონზომიერებანი“

 

რევაზ შანიძე - "ტელესკოპი ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე, რას გვასწავლის ნეიტრინული ფიზიკა?"

 

 ჯაბა სამუშია - ,,თამარ მეფის გარდაცვალების საიდუმლო"