საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესორმა KM3NeT პროექტი, საერთაშორისო თანამშრომლობის სახელით, საერთაშორისო ფორუმზე (EPS HEP 2021) წარადგინა

ივლისის ბოლო კვირას (26-30/7/2021) ზაფხულის კონფერენციების სეზონის ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო ფორუმი ჩატარდა - ევროპის ფიზიკოსთა საზოგადოების მაღალი ენერგიებს ფიზიკის კონფერენცია (EPS HEP 2021). წლევანდელ  კონფერენციას, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, უმასპინძლა გერმანიის ნაწილაკებისა და ასტრონაწილების ფიზიკის ცენტრმა (DESY)ჰამბურგში. კოვიდ პანდემიის გამო კონფერენცია ვირტუალურ რეჟიმში, zoom-პლატფორმის საშუალებით ჩატარდა. გერმანელი კოლეგების „მასპინძლობამ“ ვირტუალური პლატფორმის ორგანიზება და კონფერენციის წარმატებით ჩატარება უზრუნველყო. კონფერენციას 1900-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.        

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო გასული ორი წლის მანძილზე ნაწილაკების და ასტრონაწილაკების ფიზიკაში მიღებული შედეგები და განხილული იყო საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების სტატუსი და პერსპექტივები.  მათ შორის პროექტები ATLAS და KM3NeT,  რომლებშიც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობენ. კონფერენციაზემოხსენება KM3NeT პროექტის შესახებ, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის სახელით,წარადგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა  რევაზ შანიძემ.  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი KM3NeT პროექტს 2018 წელს შეუერთდა. უნივერსიტეტის მეცნიერებს, დოქტორანტებს და მაგისტრანტებსმნიშვნელოვანი წვლილი შეაქვსამ პროექტის განხორციელებაში.  ასეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო ფორუმზე KM3NeTპროექტის წარდგენა თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ, ქართველ მეცნიერთა წარმატების და საერთაშორისო აღიარების ნათელი მაგალითია. 

შეგახსენებთ, რომ KM3NeT ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტია, რომელში ცდღეს 15 ქვეყნის სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და უნივერსიტეტები მონაწილეობენ.

თანამშრომლობის მიზანია ხმელთაშუა ზღვის ფსკერზენეიტრინული დეტექტორების განლაგება, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კვლევების ჩატარება ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში. KM3NeT რთული და ძვირადღირებული სამეცნიერო პროექტია, რომლის განხორციელება რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ KM3NeT ზღვაში განლაგებულ საკვლევ-ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომლის დახმარებით მულტიდისციპლინარული კვლევების ჩატარება იქნება შესაძლებელი ზღვის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში (მაგალითად ოკეანოლოგია, ზღვის ბიოლოგია, სეისმოლოგია).

თარიღი: 06/08/2021