საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სახელმძღვანელო მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

„ქარ­თვე­ლე­ბი საზღვარ­გა­რეთ“ — ამ სა­ხელ­წო­დე­ბით სულ მა­ლე თსუ-ის პრო­ფე­სო­რის რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ან­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გა­მო­იც­ემა, რო­მე­ლიც აკ­ად­ემ­იკ­ოს მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის და­ბა­დე­ბი­დან 100 წლის­თავს მი­ეძ­ღვნე­ბა. წიგ­ნი თსუ-ის ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო კურ­სი­სათ­ვის არ­ის გან­კუთ­ვნი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­ვე სა­მი წე­ლია თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე იკ­ითხე­ბა არ­ჩე­ვი­თი სა­ბა­კა­ლავ­რო კურ­სი ამ­ავე სა­ხელ­წო­დე­ბით. სა­ლექ­ციო კურ­სი, ძი­რი­თა­დად, გან­კუთ­ვნი­ლია ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ მი­სი არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქ­ვთ სხვა ფა­კულ­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტებ­საც.

 

რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ან­ის თქმით, ამ საგ­ნის შექ­მნა გა­ნა­პი­რო­ბა ობი­ექ­ტურ­მა მო­ცე­მუ­ლო­ბამ – ეთ­ნი­კურ ქარ­თველ­თა დი­დი, მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი და კომ­პაქ­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის არ­სე­ბო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი საზღვრე­ბის მიღ­მა. „ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ყო­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მი­ზა­ნია, იზ­რუ­ნოს ის­ტო­რი­ულ თუ თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ას­პო­რულ ჯგუფ­თა ეთ­ნი­კუ­რი იდ­ენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მეც­ნი­ერ­ულ კვლე­ვა­თა შე­დე­გე­ბი“, — ამ­ბობს მეც­ნი­ერი.

 

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ლექ­ციო კურ­სის მი­ზა­ნია, სტუ­დენ­ტებს გა­აც­ნოს კრე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ეთ­ნი­კურ ქარ­თველ­თა ტრა­დი­ცი­ული ყო­ფის, კულ­ტუ­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სო­ციო-კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ულ ქარ­თულ მხა­რე­ებ­ში, რომ­ლე­ბიც მოქ­ცე­ულია თურ­ქე­თი­სა და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის რეს­პუბ­ლი­კებ­ში (ტაო-კლარ­ჯე­თი, ჰე­რე­თი); აგ­რეთ­ვე, წარ­მო­აჩ­ინ­ოს თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მარ­მა­რი­ლოს ზღვი­სა და შა­ვიზღვის­პი­რე­თის რე­გი­ონ­ებ­ში კომ­პაქ­ტუ­რად მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ ქარ­თველ­თა გან­სახ­ლე­ბის არე­ალი და მა­თი ეთ­ნი­კუ­რი კულ­ტუ­რა. სა­ლექ­ციო კურ­სის ბო­ლო ნა­წი­ლი ეთ­მო­ბა ირ­ან­ის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში კომ­პაქ­ტუ­რად მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ ქარ­თველ­თა (ფე­რე­იდ­ნელ­თა) ტრა­დი­ცი­ულ ყო­ფა­სა და კულ­ტუ­რას, აგ­რეთ­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­თა­რე­ბას.

 

„ყო­ველ კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­თან მი­მარ­თე­ბით წარ­მო­ჩე­ნი­ლია ქარ­თველ­თა და­სახ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ის­ტო­რია, ქარ­თველ­თა გან­სახ­ლე­ბის არე­ალი ლო­კა­ლურ გა­რე­მო­ში, ეთ­ნი­კუ­რი იდ­ენ­ტო­ბის პრობ­ლე­მა, ტრა­დი­ცი­ული და­სახ­ლე­ბის ტი­პი, ტრა­დი­ცი­ული კულ­ტუ­რულ-სა­მე­ურ­ნეო ტი­პი (მე­ურ­ნე­ობ­ის ძი­რი­თა­დი დარ­გე­ბი: მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა და მე­სა­ქონ­ლე­ობა, მე­ურ­ნე­ობ­ის დამ­ხმა­რე დარ­გე­ბი: მე­ფუტ­კრე­ობა, მე­თევ­ზე­ობა, მო­ნა­დი­რე­ობა და ხე­ლოს­ნო­ბის ფორ­მე­ბი), ტრა­დი­ცი­ული საცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბა­ნი, სა­ოჯ­ახო ყო­ფა, ნა­თე­სა­ობ­ის სის­ტე­მა, ქორ­წი­ნე­ბი­სა და დაკ­რძალ­ვის წე­სე­ბი, ან­თრო­პო­ნი­მუ­ლი მო­დე­ლი, ხალ­ხუ­რი დღე­ობა-დღე­სას­წა­ულ­ები, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, ეთ­ნო­მუ­სი­კა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ობა, ენ­ობ­რი­ვი სი­ტუ­აცია, ში­და მიგ­რა­ცი­ის მარ­შრუ­ტე­ბი, ტრა­დი­ცი­ისა და ნო­ვა­ცი­ის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი. ყო­ვე­ლი სა­ლექ­ციო თე­მის და­სას­რულს წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­მეც­ნი­ერო წყა­რო­ებ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, აგ­რეთ­ვე, და­მა­ტე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის სი­აც“.

 

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს რე­დაქ­ტო­რია პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლი, რე­ცენ­ზენ­ტე­ბი: პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, პრო­ფე­სო­რი ჯა­ბა სა­მუ­შია, ეთ­ნო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი, სტი­ლის რე­დაქ­ტო­რი — ეთ­ნო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი ეკა ჭკუ­ას­ელი.

თარიღი: 31/03/2022