საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი წიგნი 80-იანი წლების ამერიკასა და რონალდ რეიგანზე

თა­მარ და­დი­ანი

 

სულ მა­ლე ქარ­თვე­ლი მკითხვე­ლი ამ­ერ­იკ­ელ­ებ­ის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ პრე­ზი­დენ­ტზე — რო­ნალდ რე­იგ­ან­ზე კი­დევ ერთ ახ­ალ წიგ­ნს იხ­ილ­ავს, რო­მელ­საც გა­მო­სა­ცე­მად ამ­ზა­დებს ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ას­ოცი­აცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, თსუ-ის ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა.

 

წიგ­ნი გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თვის, ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი­სათ­ვის, აგ­რეთ­ვე სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის.

 

„ხში­რად ვე­კითხე­ბი ჩემს თავს – მე­ნატ­რე­ბა კი ვა­შინ­გტო­ნი? მარ­თა­ლია, პრე­ზი­დენ­ტო­ბის წლებს სი­ამ­ოვ­ნე­ბით ვი­გო­ნებ, მაგ­რამ ჩე­მი საქ­მე არ მე­ნატ­რე­ბა. თუ რა­მე­ზე მწყდე­ბა გუ­ლი, ეს იმ კე­თილ და პა­ტი­ოს­ან ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბაა, ვი­საც ცალ­კე­ულ შტა­ტებ­ში ვხვდე­ბო­დით – შა­ვებს თუ თეთ­რებს, ქრის­ტი­ან­ებს თუ ებ­რა­ელ­ებს, ღა­რი­ბებს თუ მდიდ­რებს, სამ­ხედ­რო­ებს თუ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებს. ამ ად­ამი­ან­ებს ერ­თი მი­ზა­ნი აერ­თი­ან­ებ­დათ – კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ად ემ­სა­ხუ­რათ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ მათ არ­ას­ოდ­ეს და­ვი­ვიწყებთ და მუ­დამ მა­თი მად­ლი­ერ­ნი ვიქ­ნე­ბით“ — ეს სიტყვე­ბი ეკ­უთ­ვნის ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მე-40 პრე­ზი­დენ­ტს რო­ნალდ რე­იგ­ანს, რის თა­ობ­აზ­ეც ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ული წიგ­ნის წი­ნა­სიტყვა­ობ­აში ვკითხუ­ლობთ. მას ორი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ული წიგ­ნი (Where’s the Rest of Me? (1965, updated in 1981) da An American Life (1990) აქ­ვს და­წე­რი­ლი. თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ობ­ის დროს ის აწ­არ­მო­ებ­და დღი­ურ­საც, სა­დაც წერ­და კო­მენ­ტა­რებს, აღ­წერ­და ყო­ველ დღეს და თა­ვის მო­საზ­რე­ბებს მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. დღი­ურ­ები 2007 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და ბეს­ტსე­ლე­რად იქ­ცა.

 

სა­ინ­ტე­რე­სოა — რო­გორ ხე­დავ­დნენ და აფ­ას­ებ­დნენ მას სხვე­ბი, ვინც პრე­ზი­დენ­ტის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ობ­ის შე­სა­ხებ წერ­დნენ წიგ­ნებ­სა და ნაშ­რო­მებს. რო­ნალდ რე­იგ­ანს ამ­ერ­იკ­ელ­ებ­ის მეხ­სი­ერ­ებ­აში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭ­ირ­ავს. პრე­ზი­დენ­ტის პერ­სო­ნის შეს­წავ­ლით ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­იც და­ინ­ტე­რეს­დნენ და მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ერო თუ პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ნაშ­რო­მი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს მის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ობ­ასა და ცხოვ­რე­ბა­ზე. სულ მა­ლე ქარ­თვე­ლი მკითხვე­ლი ამ­ერ­იკ­ელ­ებ­ის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ პრე­ზი­დენ­ტზე კი­დევ ერთ ახ­ალ წიგ­ნს იხ­ილ­ავს, რო­მელ­საც გა­მო­სა­ცე­მად ამ­ზა­დებს ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ას­ოცი­აცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, თსუ-ის ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა.

 

„ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­აში და ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ოდი (1980-1989) საკ­მა­ოდ მწი­რა­დაა გან­ხი­ლუ­ლი, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ობ­აზე ნაშ­რო­მებს, სტა­ტი­ებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ებს მრა­ვალ ქარ­თულ გა­მო­ცე­მა­ში შევ­ხვდე­ბით. 2005 წელს ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუტ­მა, ჩე­მი ინ­იცი­ატ­ივ­ით, რო­ნალდ რე­იგ­ან­ის ხსოვ­ნი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ატ­არა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­სა­ლე­ბი შემ­დგომ კრე­ბუ­ლის სა­ხით გა­მოქ­ვეყ­ნდა, რომ­ლის რე­დაქ­ტო­რიც მე ვი­ყა­ვი. წიგ­ნი, რო­მელ­საც მკითხვე­ლი მა­ლე იხ­ილ­ავს, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია იწ­ერ­ება და იგი რო­ნალდ რე­იგ­ან­ის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ობ­ის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­სა და მოვ­ლე­ნებს ეხ­ება. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ური, დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ზე, ამ გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც ვი­სა­უბ­რებ და ქარ­თველ მკითხველს ამ­ერ­იკ­ელი პრე­ზი­დენ­ტის ჩე­მე­ულ ხედ­ვა­სა და შე­ფა­სე­ბას წარ­ვუდ­გენ“, — აცხა­დებს ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა.

 

რა აქ­ცენ­ტე­ბია წიგ­ნში დას­მუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მოღ­ვა­წე­ობ­ასა და ცხოვ­რე­ბა­ზე?

 

„1980-იანი წლე­ბი ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­აში შე­ვი­და — რო­გორც რო­ნალდ რე­იგ­ან­ის კონ­სერ­ვა­ტი­ული რე­ვო­ლუ­ცი­ის ერა. თა­ვად რე­იგ­ან­მა თა­ვის საქ­მი­ან­ობ­ის და­საწყისს, საკ­მა­ოდ პრე­ტენ­ზი­ულ­ად, „ამ­ერ­იკ­ის ახ­ალი და­საწყი­სი’’ უწ­ოდა. მარ­თლაც, ეს საკ­მა­ოდ უჩ­ვე­ულო ათ­წლე­ული იყო, რო­დე­საც ამ­ერ­იკა გონს მო­დი­ოდა 1970-იანი წლე­ბის სო­ცი­ალ­ური, ეკ­ონ­ომ­იკ­ური, სა­ერ­თა­შო­რი­სო წა­რუ­მე­ტებ­ლო­ბე­ბი­სა და უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლის მე­რე. დი­დი დეპ­რე­სი­ის შემ­დეგ, ამ­ერ­იკ­ას თა­ვი ასე ცუ­დად არ უგ­რძვნია. ქვე­ყა­ნა­ში უიმ­ედ­ობა და სუ­ლი­ერი და­ცე­მის გან­წყო­ბი­ლე­ბა სუ­ფევ­და. არ­ას­ტან­დარ­ტულ სი­ტუ­აცი­ას ას­ევე არ­ას­ტან­დარ­ტუ­ლი გა­დაწყვე­ტა სჭირ­დე­ბო­და. სწო­რედ ამ­ან გა­ნა­პი­რო­ბა ის საკ­მა­ოდ ძველ კონ­სერ­ვა­ტი­ულ ფა­სე­ულ­ობ­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ახ­ლე­ბუ­რი იმ­პრო­ვი­ზა­ცია — თა­ვი­სე­ბუ­რი კონ­სერ­ვა­ტი­ული „ახ­ალი კურ­სი’’, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას შექ­მნი­ლი ჩი­ხი­დან გა­მო­იყ­ვან­და. ამ ახ­ალი გზის ძი­ებ­ის­ას მო­ევ­ლი­ნა ამ­ერ­იკ­ას ის ფე­ნო­მე­ნი, რა­საც რო­ნალდ რე­იგ­ანი ჰქვია. ამ პი­როვ­ნე­ბამ უს­აზღვრო რწმე­ნით, ზოგ­ჯერ თით­ქოს გა­უმ­არ­თლე­ბე­ლი მე­თო­დე­ბით მო­ახ­ერ­ხა ქვეყ­ნის აღ­ორ­ძი­ნე­ბა, მის­თვის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გან­ცდის დაბ­რუ­ნე­ბა რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ას­ევე, მის გა­რე­თაც. თუმ­ცა მრა­ვა­ლი ად­ამი­ანი კა­ტე­გო­რი­ულ­ად არ ეთ­ან­ხმე­ბა რე­იგ­ან­ის საქ­მი­ან­ობ­ის ას­ეთ შე­ფა­სე­ბას. ქვეყ­ნის აღ­ორ­ძი­ნე­ბა რთუ­ლი და მტკივ­ნე­ული პრო­ცე­სი იყო, მაგ­რამ სწო­რედ „რე­იგ­ან­ის რე­ვო­ლუ­ცი­ამ“ მო­ახ­ერ­ხა ამ ამ­ოც­ან­ის გა­დაწყვე­ტა. ამ პრო­ცესს მრა­ვა­ლი ხარ­ვე­ზი ახ­ლდა და მრა­ვა­ლი არ­აპ­ოპ­ულ­არ­ული გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბაც გახ­და სა­ჭი­რო. ამ­იტ­ომ­აც რე­იგ­ანს უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის გარ­და მრა­ვა­ლი მომ­დუ­რა­ვი ჰყავ­და და დღე­საც ჰყავს. ბუ­ნებ­რი­ვია, მარ­ტო რე­იგ­ანი არ ქმნი­და ამ რე­ვო­ლუ­ცი­ას. მას ძალ­ზე ღირ­სე­ული თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ები ჰყავ­და. იყ­ვნენ ად­ამი­ან­ები, რო­მელ­თაც ახ­ალი ეკ­ონ­ომ­იკ­ური მო­დე­ლე­ბი შე­იმ­უშ­ავ­ეს, მა­გა­ლი­თად, იგ­ივე ლა­ფე­რი, თა­ვი­სი თე­ორი­ით და მრა­ვა­ლი სხვა. მაგ­რამ რო­გორც ნა­პო­ლე­ონი ამ­ბობ­და, მთა­ვა­რი ის კი არ არ­ის — თუ ვის რა გე­ნი­ალ­ური აზ­რე­ბი მოს­დის თავ­ში, არ­ამ­ედ ის, ვინც თა­ვის თავ­ზე იღ­ებს ამ აზ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გა­ტა­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. თუ ნა­პო­ლე­ონი ორ­ივ­ეს აკ­ეთ­ებ­და, რე­იგ­ანი უფ­რო მე­ორ­ეში იყო ძლი­ერი. თუ რა­იმე იდე­ას იწ­ამ­ებ­და, ბო­ლომ­დე ცდი­ლობ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­ტა­რე­ბას. რე­იგ­ანი ამ მხრივ მარ­თლაც გა­მორ­ჩე­ული პო­ლი­ტი­კო­სი იყო.

 

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 1980-იანი წლე­ბი ის პე­რი­ოდია, რო­ცა ამ­ერ­იკ­ის პრე­ზი­დენ­ტს ეს­რო­ლეს, რო­ცა პირ­ვე­ლად აირ­ჩი­ეს ქა­ლი (სან­დრა დეი ო’კო­ნო­რი) უმ­აღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს წევ­რად, რო­ცა გან­ხორ­ცი­ელ­და გა­და­სა­ხა­დის ყვე­ლა­ზე დი­დი შემ­ცი­რე­ბა 1920-იანი წლე­ბის შემ­დეგ, რო­ცა პირ­ვე­ლი შავ­კა­ნი­ანი ას­ტრო­ნავ­ტი ლე­იტ­ენ­ანტ პოლ­კოვ­ნი­კი გუიონ ს. ბლა­ფორ­დი კოს­მოს­ში გაფ­რინ­და 1983 წელს, რო­ცა ჩი­კა­გოს მე­რად შავ­კა­ნი­ანს ირ­ჩე­ვენ. ეს ის პე­რი­ოდია, რო­დე­საც გან­გა­ში ატყდა ამ­ერ­იკ­ის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ეს ყო­ვე­ლი­ვე იმ­დე­ნად ცუ­დი იყო, რომ საფ­რთხეს უქ­მნი­და ერ­ის მო­მა­ვალს. გა­მოკ­ვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 1983 წელს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 23 მი­ლი­ონი ფუნ­ქცი­ონ­ალ­ურ­ად წე­რა-კითხვის უც­ოდ­ინ­არი იყო და კი­დევ ბევ­რი სხვა. ამ ათ­წლე­ულ­ში კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ მოხ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სახ­ლებ, რა­თა მკითხველ­მა და­ნარ­ჩე­ნი 400 გვერ­დიც წა­იკ­ითხოს... ეს წიგ­ნი მას­შტა­ბუ­რი, დი­დი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის შე­დე­გია, რო­მე­ლიც 80-იანი წლე­ბის ამ­ერ­იკ­ას და მი­სი პრე­ზი­დენ­ტის მოღ­ვა­წე­ობ­ასა და ცხოვ­რე­ბას აც­ოცხლებს...

 

წი­ნა წიგ­ნებ­ში, სა­დაც 1920-იანი და 1950-იანი წლე­ბის ამ­ერ­იკ­ის ას­ახ­ვას ვცდი­ლობ­დი, თა­ნა­ტო­ლი მას­შტა­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ: შე­და­რე­ბით სა­შუ­ალ­ონი -1920-იან წლებ­ში, ხო­ლო უფ­რო გა­მორ­ჩე­ულ­ნი — 1950-იან­ებ­ში. ამ ორ­ივე ათ­წლე­ულ­ში აქ­ტი­ური კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა დუღ­და და პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს ღირ­სე­ული კონ­კუ­რენ­ტე­ბი გა­უჩ­ნდათ კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­თა სა­ხით, იქ­ნე­ბო­და ეს მწე­რა­ლი სკოტ ფიც­ჯე­რალ­დი, ცნო­ბი­ლი ჯაზ მუ­სი­კო­სი ლუ­ის ამ­სტრონ­გი თუ ორ­მოც­და­ათი­ან­ებ­ის უმ­შვე­ნი­ერ­ესი მსა­ხი­ობი მერ­ლინ მონ­რო. ბუ­ნებ­რი­ვია, 1980-იან წლებ­შიც იყ­ვნენ დი­დი გავ­ლე­ნის და მას­შტა­ბის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ამ­ერ­იკ­ული კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მაგ­რამ ამ ათ­წლე­ულ­ში, ვგო­ნებ, ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი რო­ნალდ რე­იგ­ან­ის გრან­დი­ოზ­ულ­მა ფი­გუ­რამ გა­და­ფა­რა. იმ­ის თქმა, რომ 1980-იანი წლე­ბი რე­იგ­ან­ის გა­რე­შე ვერ შედ­გე­ბო­და, სი­მარ­თლეა, მაგ­რამ უფ­რო სწო­რი იქ­ნე­ბო­და — გვეთ­ქვა, რომ თა­ვად 80-იანი წლე­ბი ვერ შედ­გე­ბო­და რე­იგ­ან­ის გა­რე­შე. თა­ვად რე­იგ­ანი იყო 1980-იანი წლე­ბი — თა­ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი­თა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბით, რა­მაც არა მარ­ტო ამ­ერ­იკა, არ­ამ­ედ, მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად, მსოფ­ლი­ოც შეც­ვა­ლა! რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს გაზ­ვი­ად­ებ­ას ჰგავს, მაგ­რამ სწო­რედ ამ პრო­ცე­სის ტყუ­ილ-მარ­თა­ლის ას­ახ­ვის მცდე­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე 400 გვერ­დი­ანი ნაშ­რო­მი“, — ამ­ბობს ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა.

 

წიგ­ნი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია პრე­ზი­დენტ რე­იგ­ან­ის ცხოვ­რე­ბის, მოღ­ვა­წე­ობ­ის მეც­ნი­ერ­ული კვლე­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის. ამ­ავე დროს, წიგ­ნს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პუბ­ლი­ცის­ტუ­რი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, დღეს, რო­დე­საც იდე­ოლ­ოგი­ური და პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა კონ­სერ­ვა­ტიზ­მსა (რომ­ლის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო სწო­რედ რე­იგ­ანია) და ლი­ბე­რა­ლიზ­მს შო­რის თა­ვად შტა­ტებ­ში უაღ­რე­სად და­ძა­ბულ სტა­დი­აშია, ის­ევე, რო­გორც მთელს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში.

თარიღი: 17/10/2021