საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი წიგნი საქართველოს უახლეს ისტორიაზე

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

გა­მო­იცა თსუ-ის პრო­ფე­სო­რის, ის­ტო­რი­კოს დი­მიტ­რი შვე­ლი­ძის წიგ­ნი — „სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია (1917-2021)", რო­მელ­შიც მთა­ვა­რი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა ის­ტო­რი­აში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სი­ყალ­ბე­ებ­ის, ფალ­სი­ფი­კა­ცი­ებ­ის გა­მოვ­ლე­ნა-უარ­ყო­ფას და ამ გზით რე­ალ­ური სუ­რა­თის აღ­დგე­ნას.

 

წიგ­ნის ავ­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წიგ­ნში გან­ხი­ლუ­ლი ვრცე­ლი ის­ტო­რი­ული პე­რი­ოდი მო­იც­ავს მრა­ვა­ლი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ხა­სი­ათ­ის მოვ­ლე­ნებს, რაც ხში­რად ხდე­ბა კა­მა­თის, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ობ­ის სა­გა­ნი. „ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, ობი­ექ­ტურ რე­ალ­ობ­ას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რი მი­ახ­ლო­ებ­ის პრინ­ცი­პით გან­მე­ხი­ლა და შე­მე­ფა­სე­ბი­ნა მოვ­ლე­ნე­ბი, ის­ტო­რი­ის ეპ­იზ­ოდ­ები თუ პი­როვ­ნე­ბა­თა ნაღ­ვა­წი“, — ამ­ბობს დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე.

 

მეც­ნი­ერ­ის თქმით, შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ ნაშ­რო­მის რამ­დე­ნი­მე მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი: ნაშ­რო­მის ში­ნა­არ­სი ცალ­კე­ულ თა­ვე­ბად და­ყო­ფი­ლია, შე­სა­ბა­მი­სი ის­ტო­რი­ული პე­რი­ოდ­ის მთა­ვა­რი და წამ­ყვა­ნი ის­ტო­რი­ული პრო­ტა­გო­ნის­ტე­ბის, ამ შემ­თხვე­ვა­ში — ქვეყ­ნის მე­თა­ურ­ებ­ის მმარ­თვე­ლო­ბის მი­ხედ­ვით (სტა­ლი­ნი, მჟა­ვა­ნა­ძე, შე­ვარ­დნა­ძე, პა­ტი­აშ­ვი­ლი...). მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­საზღვრეს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ძი­რი­თა­დი ტენ­დენ­ცი­ები, რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი პა­ტა­რა რეს­პუბ­ლი­კის რე­ალ­ობ­აში. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი წარ­მმარ­თველ როლს ას­რუ­ლებ­დნენ და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში (ჟორ­და­ნია, გამ­სა­ხურ­დია, შე­ვარ­დნა­ძე, სა­აკ­აშ­ვი­ლი).

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნაშ­რომ­ში სა­გან­გე­ბო ად­გი­ლი ეთ­მო­ბა ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ბევრ სა­ჩო­თი­რო სა­კითხს, რო­მე­ლიც ახ­სნილ-გად­მო­ცე­მუ­ლია, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, არ­ატ­რა­დი­ცი­ულ­ად, სა­ზო­გა­დო­ებ­აში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად. მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქ­ვს ის­ეთი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა: სო­ცი­ალ­ური წო­ნას­წო­რო­ბის რე­ალ­ობა და სო­ცი­ალ­ური პრი­ორ­იტ­ეტ­ები საბ­ჭო­თა ეპ­ოქ­აში; ქარ­თვე­ლე­ბი მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ში; ერ­ოვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი და მა­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ხა­რის­ხი; ის­ტო­რი­ულ პი­როვ­ნე­ბა­თა შე­ფა­სე­ბე­ბი და სხვ. მთა­ვა­რი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა ის­ტო­რი­აში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სი­ყალ­ბე­ებ­ის, ფალ­სი­ფი­კა­ცი­ებ­ის გა­მოვ­ლე­ნა-უარ­ყო­ფას და ამ გზით რე­ალ­ური სუ­რა­თის აღ­დგე­ნას. ნაშ­რომ­ში წი­ნაა წა­მო­წე­ული მოვ­ლე­ნა­თა შე­ფა­სე­ბის პრინ­ცი­პი და უგ­ულ­ვე­ბელ­ყო­ფი­ლია ე.წ. მოვ­ლე­ნის ნე­იტ­რა­ლუ­რი აღ­წე­რის და „მი­უმ­ხრობ­ლო­ბის" მე­თო­დი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თით­ქოს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლომ უნ­და მშრა­ლად აღ­წე­როს, ხო­ლო მსწავ­ლელ­მა თვი­თონ შე­აფ­ას­ოს მოვ­ლე­ნა. წარ­მო­ჩე­ნი­ლია ზო­გი­ერ­თი ის­ეთი თე­მა, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად შუქ­დე­ბო­და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მა­გა­ლი­თად, ამა თუ იმ პე­რი­ოდ­ის­ათ­ვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი კულ­ტუ­რუ­ლი თუ მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რე­ბი, პო­პუ­ლა­რუ­ლი და როკ-მუ­სი­კა, ნა­წარ­მო­ებ­ები და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და ა.შ.

 

წიგ­ნი გან­კუთ­ვნი­ლია უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მკითხველ­თა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის.

 

თარიღი: 17/10/2021