საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამარჯვებული პროექტები დოქტორანტურაში

რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მი­ერ 2021 წლის დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 86 პრო­ექ­ტი­დან 35 პრო­ექ­ტია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტთა მი­ერ წარ­დგე­ნი­ლი. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტთა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობა სა­ერ­თო რა­ოდ­ენ­ობ­ის 40 %-ია, რაც სა­უკ­ეთ­ესო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და გა­ნა­პი­რო­ბებს ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა სამ­კვლევ­რო საქ­მი­ან­ობ­ის ხა­რის­ხის ზრდა­სა და წარ­მა­ტე­ბას.

 

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის, მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის ინ­იცი­ატ­ივ­ით, შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის 2021 წლის დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ბი­უჯ­ეტი გა­ორ­მაგ­და, რის შე­დე­გა­დაც მეტ დოქ­ტო­რან­ტს, მეც­ნი­ერ­ებ­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ნი­ჭი­ერ ახ­ალ­გაზ­რდას მი­ეცა სა­შუ­ალ­ება, გა­აგ­რძე­ლოს სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობა, გააუმჯობესოს სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის ხა­რის­ხი. თავ­და­პირ­ვე­ლად, დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის საგ­რან­ტო კონ­კურ­სის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა 400 000 ლა­რით გა­ნი­საზღვრა, ხო­ლო გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, კონ­კურ­სის ბი­უჯ­ეტ­მა 850 000 ლა­რი შე­ად­გი­ნა.

 

სულ 2021 წლის დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის კონ­კურ­სზე და­რე­გის­ტრირ­და 223 საპ­რო­ექ­ტო გა­ნაცხა­დი. კონ­კურ­სზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად, შე­ფა­სე­ბის ეტ­აპ­ზე გა­და­ვი­და 203 პრო­ექ­ტი. პრო­ექ­ტე­ბი შე­ფას­და და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ექ­სპერ­ტთა ჯგუ­ფე­ბის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის 2014 წლის 30 სექ­ტემ­ბრის №128/ნ ბრძა­ნე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უმ­ებ­ის შე­სა­ბა­მი­სად.

 

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან:

 

  1. მთი­ანი ყა­რა­ბა­ხის კონ­ფლიქ­ტის გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ული უმ­ცი­რე­სო­ბის ქარ­თულ სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ზე;
  2. მეტყვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის ნე­ირ­ოფ­სი­ქო­ლო­გი­ური და ნე­ოლ­ინ­გვის­ტუ­რი ან­ალ­იზი;
  3. ლინ­გვის­ტუ­რი კვლე­ვე­ბის პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბი ქარ­თვე­ლურ ენ­ათა ან­და­ზებ­ში;
  4. ად­რებ­რინ­ჯა­ოს ხა­ნის კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო სამ­ცხის მთი­ან­ეთ­ში: დაზ­ვერ­ვე­ბი ად­იგ­ენ­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში;
  5. სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი 1918–1921 წლებ­ში;
  6. ორ­ოზ­მა­ნი, ახ­ალი ად­რეპ­ლე­ის­ტო­ცე­ნუ­რი არ­ქე­ოლ­ოგი­ური ძეგ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში;
  7. სა­ხე­ლე­ბი­სა და ზმნე­ბის ომ­ონ­იმ­ური მო­დე­ლე­ბი;
  8. ატ­მოს­ფე­რუ­ლი მიუონების და ნე­იტ­რი­ნო­ებ­ის აღ­დგე­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პი­უტ­ერ­ული მე­თო­დე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით KM3NeT ექ­სპე­რი­მენ­ტში;
  9. მყა­რი ორ­გა­ნუ­ლი პო­ლი­მე­რუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის­გან ალ­ტერ­ნა­ტი­ული სორ­ბენ­ტე­ბის მი­ღე­ბის უნ­არ­ჩე­ნო პრო­ცე­სის შე­მუ­შა­ვე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით;
  10. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­აში ინ­ოვ­აცი­ებ­ის ხელ­შემ­წყო­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის ან­ალ­იზი მე­ოთხე ინ­დურ­სტი­ული რე­ვო­ლუ­ცი­ის ფონ­ზე და მი­სი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში;
  11. ტუ­რიზ­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ჯაჭ­ვის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სივ­რცით-ტე­რი­ტო­რი­ული მოწყო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზე;
  12. ჰო­მე­რო­სის „ოდ­ისე­ას“ ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში;
  13. მო­ნა­წი­ლე­ობ­ითი და­გეგ­მა­რე­ბი­სა და სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებ­ში (თბი­ლი­სი, ქუ­თა­ისი, ბა­თუ­მი);
  14. ბი­ლინ­გვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სუბ­მერ­სი­ული პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის ეფ­ექ­ტუ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში;
  15. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მის პრო­ცეს­ში, ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და ეფ­ექ­ტუ­რო­ბა (შე­და­რე­ბი­თი ან­ალ­იზი);
  16. თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის პო­ლი­ტი­კის ზე­გავ­ლე­ნა მო­წე­ვის გავ­რცე­ლე­ბა­ზე, სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ურ უთ­ან­ას­წო­რო­ბა­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური კე­თილ­დღე­ობ­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში;
  17. „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ რე­ცეფ­ცია შუ­ასა­უკ­უნე­ებ­იდ­ან პოს­ტმო­დერ­ნიზ­მამ­დე;
  18. მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა თბი­ლის­ში – სივ­რცე-დრო­ითი ან­ალ­იზი და ციფ­რუ­ლი კარ­ტოგ­რა­ფი­რე­ბა;
  19. ქა­ლის სტა­ტუ­სი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში (1936–1953);
  20. შრო­მით მიგ­რან­ტთა სა­მო­ქა­ლა­ქო და სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური ინ­ტეგ­რა­ცი­ის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში;
  21. გა­რე­მოს დაც­ვის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი ჰიდ­რო­ტექ­ნი­კუ­რი ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და ექ­სპლუ­ატ­აცი­ის ეტ­აპ­ზე – კუ­მუ­ლა­ცი­ური ზე­მოქ­მე­დე­ბა, ეკ­ოლ­ოგი­ური ხარ­ჯი;
  22. ექ­სის­ტენ­ცი­ალ­იზ­მის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობა და მი­სი რეფ­ლექ­სია ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში (ო.ჭი­ლა­ძე, ჯ. ქარ­ჩხა­ძე, გ.ჩო­ხე­ლი);
  23. გუ­ჯა­რე­თი-ხაჩ­კო­ვის მად­ნი­ანი ვე­ლის პეტ­რო­ლო­გია და გა­მად­ნე­ბის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტო­რე­ბი;
  24. ლი­თი­ური Yersinia enterocolitica-ს ფა­გის ტოქ­სი­კუ­რი ცი­ლე­ბის კვლე­ვა, რო­გორც ახ­ალი ან­ტი­ბი­ოტ­იკ­ის სა­მიზ­ნე მო­ლე­კუ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ინ­ოვ­აცი­ური სტრა­ტე­გია;
  25. სა­ხელ­მწი­ფო ვა­ლის მდგრა­დო­ბის გავ­ლე­ნა მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გა­რე­მო­ზე – სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზე;
  26. ცე­ლუ­ლო­ზა­შემ­ცვე­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ად­სორ­ბენ­ტე­ბი წყლის გა­საწ­მენ­დად;
  27. დე­ონ­ტუ­რი მო­და­ლუ­რი სე­მან­ტი­კა და მი­სი გა­მო­ხატ­ვის ენ­ობ­რი­ვი სა­შუ­ალ­ებ­ები ძველ ქარ­თულ ენ­აში;
  28. მეტყვე­ლე­ბის ფსი­ქო­ლინ­გვის­ტუ­რი ას­პექ­ტე­ბი და ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ბავ­შვთა მეტყვე­ლე­ბის სის­ტე­მუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის კვლე­ვა;
  29. სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სტრა­ტე­გი­ული მე­ნეჯ­მენ­ტის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს სა­კითხებ­ში;
  30. ევ­რო­პუ­ლი ნა­ტუ­რა­ლიზ­მის გავ­ლე­ნა მე-19 სა­უკ­უნ­ის და­სას­რუ­ლი­სა და მე-20 სა­უკ­უნ­ის და­საწყი­სის ქარ­თულ ნო­ვე­ლის­ტი­კა­ზე;
  31. B.fragilis — მი­მართ აქ­ტი­ური ბაქ­ტე­რი­ოფ­აგ­ის იმ­უნ­ოგ­ენ­ობ­ისა და ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ული თვი­სე­ბე­ბის შეს­წავ­ლა უჯ­რე­დულ კულ­ტუ­რებ­ზე;
  32. მთის წმ.გი­ორ­გის მო­ნას­ტე­რი (ის­ტო­რი­ულ-წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ითი გა­მოკ­ვლე­ვა);
  33. XI-XIII სა­უკ­უნე­ებ­ში ომ­ის პრო­ვი­დენ­ცი­ალ­ური აღ­ქმა ქარ­თველ და ჯვა­რო­სან ის­ტო­რი­კო­სებ­თან;
  34. გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცი­ებ­ისა და სიმ­სივ­ნეს­თან ას­ოც­ირ­ებ­ული მაკ­რო­ფა­გე­ბის რო­ლის შეს­წავ­ლა კო­ლო­რექ­ტუ­რი კი­ბოს მე­ტას­ტა­ზე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში;
  35. ჰე­ლი­კო­ბაქ­ტე­რი­ებ­ის რო­ლი ნაღ­ვლის გზე­ბის პა­თო­ლო­გი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში: ნაღ­ვლის ბუშ­ტის ჰის­ტო­პა­თო­ლო­გი­ური და ცი­ტო-და ქე­მო­კი­ნე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის ან­ალ­იზი ჰე­ლი­კო­ბაქ­ტე­რი­ებ­ით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას და მის გა­რე­შე.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

 

თარიღი: 17/10/2021