საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მათემატიკოსი თამაზ ვაშაყმაძე თსუ-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

მაია ტო­რა­ძე

 

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ხან­გრძლი­ვი და ნა­ყო­ფი­ერი სა­მეც­ნი­ერო და პე­და­გო­გი­ური საქ­მი­ან­ობ­ის­თვის და მა­თე­მა­ტი­კის დარ­გში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სათ­ვის თსუ-ის პრო­ფე­სო­რი თა­მაზ ვა­შაყ­მა­ძე რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მედ­ლით და­აჯ­ილ­დო­ვა.

 

მეც­ნი­ერი ამ ჯილ­დო­ზე კა­თედ­რამ წა­რად­გი­ნა. ოფ­იცი­ალ­ური წარ­დგი­ნე­ბა რიცხვი­თი ან­ალ­იზ­ის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ ჯე­მალ რო­გა­ვას სა­ხე­ლით გან­ხორ­ცი­ელ­და.

 

„დღემ­დე ვსწავ­ლობ და ვიზ­რდე­ბი. სხვი­სი კრი­ტი­კა ჩე­მი საქ­მე არ არ­ის, ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ — მე რო­გორ გან­ვვი­თარ­დე­ბი და რა შე­მიძ­ლია, რომ გა­ვა­კე­თო ახ­ალი. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში არ­ცერ­თი დღე არ გა­მიც­დე­ნია და 10-ზე მე­ტი სი­ლა­ბუ­სი მაქ­ვს შექ­მნი­ლი. მიყ­ვარს ჩე­მი საქ­მე. ეს ჯილ­დო, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­ის იმ­ის და­დას­ტუ­რე­ბა, თუ ვინ და რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს და, შე­სა­ბა­მი­სად, უნ­ივ­ერ­სი­ტეტს. ჩემ­თვის ამ­აზე დი­დი ჯილ­დო არ არ­სე­ბობს. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ­ის კო­ლო­სა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის, ხო­ლო ოქ­როს მე­და­ლი — აღი­არ­ება იმ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, ვინც აქ სტუ­დენ­ტს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მე ჩე­მი თა­ვი შე­იძ­ლე­ბა უღ­ირ­სა­დაც მი­მაჩ­ნდეს, რად­გან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მე­და­ლი ძა­ლი­ან დი­დი ჯილ­დოა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ცალ­სა­ხად არ­ის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ვცდი­ლობ, ის მა­თე­მა­ტი­კის დარ­გში წარ­მო­ვა­ჩი­ნო და ვაჩ­ვე­ნო, რომ თსუ-ს შე­უძ­ლია ყვე­ლა წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და ქვეყ­ნის გვერ­დით დად­გეს“, — გვითხრა თა­მაზ ვა­შაყ­მა­ძემ.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და სა­ინ­ტე­რე­სოა წარ­დგი­ნე­ბა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც ვკითხუ­ლობთ, რომ პრო­ფე­სო­რი თა­მაზ ვა­შაყ­მა­ძე 1968 წლი­დან დღემ­დე თსუ-ის ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია. ამ­ჟა­მად იგი რიცხვი­თი მე­თო­დე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მთა­ვა­რი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლია. პა­რა­ლე­ლუ­რად იგი ეწ­ევა პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ობ­ას. იყო სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ამ­ჟა­მად თსუ-ის ემ­ერ­იტ­უსი და მიწ­ვე­ული პრო­ფე­სო­რია.

 

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი კვლე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ორი კა­ნონ­ზო­მი­ერ­ება:

 

  1. უწყვე­ტი გა­რე­მოს უნ­ივ­ერ­სა­ლო­ბის შე­სა­ხებ: რა­იმე ძა­ლას ან მოვ­ლე­ნას, დამ­ზე­რილს ან აღ­მო­ჩე­ნილს რო­მე­ლი­მე სე­პა­რა­ტულ ნივ­თი­ერ­ებ­აში აქ­ვს უნ­ივ­ერ­სა­ლუ­რი ხა­სი­ათი — იგი სა­ერ­თოა უწყვე­ტი გა­რე­მოს ნე­ბის­მი­ერი ფორ­მი­სათ­ვის;
  2. და­ზუს­ტე­ბულ იქ­ნა დარ­სი-პას­კა­ლის კა­ნო­ნი იმ აზ­რით, რომ იგი არ არ­ის სა­მარ­თლი­ანი ფო­რო-დრე­კა­დი გა­რე­მო­სათ­ვის, რად­გან ხორ­ცი­ელ­დე­ბა მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლის ტი­პის გა­დაგ­ვა­რე­ბა. ჩვენ მი­ერ შე­მო­ტა­ნი­ლი ახ­ალი ფა­ზი­კუ­რი მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი აზ­უს­ტებს დარ­სი-პას­კა­ლის კა­ნონს.

 

თა­მაზ ვა­შაყ­მა­ძე არ­ის 15-ზე მე­ტი და­ცუ­ლი სა­კან­დი­და­ტო და სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მეც­ნი­ერ-კონ­სულ­ტან­ტი. ხუთ წელ­ზე მე­ტია, თსუ-ის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად, ხელ­მძღვა­ნე­ლობს და უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბა მოს­წავ­ლე­თათ­ვის სკო­ლას „ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ცოდ­ნი­სა­კენ“, სა­დაც მომ­ზად­და და პრაქ­ტი­კა გაიარა 400-მდე ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა ახ­ალ­გაზ­რდამ მა­თე­მა­ტი­კა­სა და მო­მიჯ­ნა­ვე დარ­გებ­ში.

 

იგი გახ­ლავთ 200-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ის, მათ შო­რის, 10-მდე მო­ნოგ­რა­ფი­ისა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და 180-ზე მე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო და რეს­პუბ­ლი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მის მუ­შა­ობ­აში, წა­კითხუ­ლი აქ­ვს 130-ზე მე­ტი სექ­ცი­ური და 30-ზე მე­ტი პლე­ნა­რუ­ლი მოხ­სე­ნე­ბა. იყო ორ ათე­ულ­ზე მე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის და კონ­გრე­სის ორ­გკო­მი­ტე­ტის წევ­რი, არ­ის ოთხი ჟურ­ნა­ლის, მათ შო­რის, „Journal of Applied Functional Analysis“ (აშშ, მემ­ფი­სი) რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რი, იყო 1998-2003 წწ. თსუ-ის შრო­მე­ბის სე­რი­ით „გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კა და კომ­პი­უტ­ერ­ული მეც­ნი­ერ­ებ­ანი“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი. გახ­ლავთ რი­გი სა­მეც­ნი­ერო (მათ შო­რის, თსუ დი­დი საბ­ჭოს) და სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭო­ებ­ის წევ­რი.

 

თა­მაზ ვა­შაყ­მა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და არა­ერთ სა­მე­ცი­ერო-კვლე­ვით პრო­ექ­ტში. იგი და­ჯილ­დო­ებ­ულია პრე­ზი­დენ­ტის ბრწყინ­ვა­ლე­ბი­სა და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბით, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა (1977, 2009) და თსუ-ის მედ­ლე­ბით; სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი ილია ვე­კუ­ას პრე­მი­ით; თურ­ქე­თის მა­თე­მა­ტი­კოს­თა სა­ზო­გა­დო­ებ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ით უცხო­ელი მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი­სათ­ვის: „მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­თე­მა­ტი­კის სამ­სა­ხურ­ში“.

 

იგი დღემ­დე აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ კვლე­ვით და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ან­ობ­ას, რაც წი­ნა­პი­რო­ბაა იმ­ისა, რომ შე­საძ­ლოა სულ მა­ლე ახ­ალი და მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვე­ბით, მიგ­ნე­ბე­ბი­თა თუ დას­კვნე­ბით წარ­სდგეს სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის წი­ნა­შე.

თარიღი: 20/06/2022