საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მთაწმინდის პანთეონი - მეხსიერების ადგილი და იდენტობის სიმბოლო

ვინ არი­ან დაკ­რძა­ლულ­ნი მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში და რა ის­ტო­რი­ებს გვახ­სე­ნებს მეხ­სი­ერ­ება? — ამ თე­მა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია — „მთაწ­მინ­დის პან­თე­ონი — მეხ­სი­ერ­ებ­ის ად­გი­ლი და იდ­ენ­ტო­ბის სიმ­ბო­ლო“ თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის კულ­ტუ­რის კვლე­ვა­თა სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სორს ნი­ნო ჩი­ქო­ვანს ეკ­უთ­ვნის, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალ­ში „Caucasus Survey“ გა­მოქ­ვეყ­ნდა. ეს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­მო­ცე­მა აქ­ვეყ­ნებს ნაშ­რო­მებს კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რის კვლე­ვე­ბის, პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის, სო­ცი­ოლ­ოგი­ის, ან­თრო­პო­ლო­გი­ის და სხვა სფე­რო­ებ­იდ­ან. ნაშ­რო­მი შეს­რულ­და შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის პრო­ექ­ტის „ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ონ­ალ­ური იდ­ენ­ტო­ბა და მეხ­სი­ერ­ებ­ის ად­გი­ლე­ბი: წარ­სუ­ლის კონ­სტრუ­ირ­ებ­ის დო­მი­ნან­ტუ­რი და ალ­ტერ­ნა­ტი­ული პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“ – ფარ­გლებ­ში, რო­მელ­შიც მუ­შა­ობ­დნენ მკვლევ­რე­ბი ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კულ­ტუ­რის კვლე­ვა­თა სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტი­დან.

 

ნაშ­რო­მის ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ნი­ნო ჩი­ქო­ვა­ნი:

 

– ნაშ­რო­მის მი­ზა­ნი იყო მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ის, რო­გორც ქარ­თუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის სიმ­ბო­ლოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და მი­სი ტრან­სფორ­მა­ცი­ის შეს­წავ­ლა კულ­ტუ­რის მეც­ნი­ერ­ებ­ათა პერ­სპექ­ტი­ვი­დან, კო­ლექ­ტი­ური მეხ­სი­ერ­ებ­ისა და იდ­ენ­ტო­ბის კვლე­ვის კუთხით.

 

პან­თე­ონ­ის შექ­მნის იდეა, რო­მე­ლიც ქარ­თველ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა წრე­ში მე-19 სა­უკ­უნ­ის ბო­ლოს გაჩ­ნდა, იმ­ავე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რა­საც საფ­რან­გეთ­ში, სა­იდ­ან­აც იგი ის­ეს­ხეს: ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­მტკი­ცე­ბას. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი პან­თე­ონ­ის შექ­მნის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმ­ავე პე­რი­ოდ­ში გა­და­იდ­გა და მათ შე­დე­გად მოჰ­ყვა მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი სა­საფ­ლა­ოს გარ­დაქ­მნა დი­დი ქარ­თვე­ლე­ბის გან­სას­ვე­ნებ­ლად, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ იდ­ენ­ტო­ბას გა­ნა­სა­ხი­ერ­ებ­დნენ. მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია დი­მიტ­რი ყი­ფი­ან­ის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, აკ­აკი წე­რეთ­ლის დაკ­რძალ­ვა მთაწ­მინ­და­ზე. თუმ­ცა პან­თე­ონი ოფ­იცი­ალ­ურ­ად მხო­ლოდ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, 1929 წელს და­არ­სდა და მას სა­ფუძ­ვლად ახ­ალი რე­ალ­ობ­ის შე­სა­ბა­მი­სი მიზ­ნე­ბი და­ედო. ამ წელს აღ­ინ­იშ­ნე­ბო­და ალ­ექ­სან­დრე გრი­ბო­ედ­ოვ­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის 100 წლის­თა­ვი, პან­თე­ონ­იც რუ­სეთ­თან მჭიდ­როდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს კო­ლექ­ტი­ური იდ­ენ­ტო­ბის სიმ­ბო­ლოდ უნ­და ქცე­ულ­იყო და საბ­ჭო­თა ერ­ოვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის მიზ­ნებს მომ­სა­ხუ­რე­ბო­და. იგი მწერ­ლე­ბის, პო­ეტ­ებ­ის, კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის, მსა­ხი­ობ­ებ­ის და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მუ­და­მო სამ­ყოფ­ლად იქ­ცა, რომ­ლე­ბიც აღი­არ­ებ­ული იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ და გა­ნა­სა­ხი­ერ­ებ­დნენ, ერ­თი მხრივ, ხალ­ხთა ძმო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის იდე­ას, მე­ორე მხრივ კი ეთ­ნი­კუ­რი სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლე­ბას. პან­თე­ონ­ის­თვის არ­ას­დროს აუვ­ლია გვერ­დი პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რას. მა­გა­ლი­თად, 1935-1950 წლებ­ში აქ და­იკ­რძალ­ნენ ცნო­ბი­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბი სი­მონ ჯუ­ღე­ლი, სი­ლი­ბის­ტრო თოდ­რია, ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძე და მი­ხა ცხა­კაია, აგ­რეთ­ვე სტა­ლი­ნის დე­და ეკ­ატ­ერ­ინე გე­ლა­ძე-ჯუ­ღაშ­ვი­ლი.

 

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბის ბო­ლო წლე­ბი პან­თე­ონ­ში უჩ­ვე­ულო და მო­ულ­ოდ­ნე­ლი ფაქ­ტით აღ­ინ­იშ­ნა: 1987 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ილი­ას და­ბა­დე­ბის 150 წლის­თავს აღ­ნიშ­ნავ­დნენ, მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძის საფ­ლა­ვი ააფ­ეთ­ქეს, რო­მე­ლიც ილი­ას პირ­და­პირ, მის­გან სულ რამ­დე­ნი­მე მეტ­რის და­შო­რე­ბით გა­ნის­ვე­ნებ­და და რომ­ლის სა­ხელს, სხვა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­თან ერ­თად, ილი­ას მკვლე­ლო­ბას უკ­ავ­ში­რებ­დნენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ­ჯო­ბი­ნა, მომ­ხდა­რი არ გა­ეხ­მა­ურ­ებ­ინა და საფ­ლა­ვი მე­ორე დღეს­ვე აღ­ად­გი­ნა. თუმ­ცა 1989 წლის ბო­ლოს ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძი­სა და კი­დევ ორი ცნო­ბი­ლი ბოლ­შე­ვი­კის — სი­ლი­ბის­ტრო თოდ­რი­ას და მი­ხა ცხა­კაიას — ნეშ­ტე­ბი მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­იდ­ან ხუ­და­დო­ვის ტყე-პარ­კთან არ­სე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ონ­ერ­თა საძ­მო სა­საფ­ლა­ოზე გა­და­ას­ვე­ნეს, შემ­დეგ კი ნა­თე­სა­ვებ­მა ის­ინი საგ­ვა­რე­ულო სა­საფ­ლაოებზე დაკ­რძა­ლეს. ამ ფაქ­ტმა სა­თა­ვე და­უდო პრო­ცესს, რო­მელ­საც მკვლევ­რე­ბი აქ­ტი­ურ და­ვიწყე­ბას ან წარ­სულ­თან ან­გა­რიშ­სწო­რე­ბას უწ­ოდ­ებ­ენ. იმ­ავე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მთაწ­მინ­და­ზე დაკ­რძა­ლეს მე­რაბ კოს­ტა­ვა — ერ­ოვ­ნულ-გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ობ­ის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­იღ­უპა. ეს იყო პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ახ­ალი, არ­ას­აბ­ჭო­თა მეხ­სი­ერ­ებ­ისა და ახ­ალი იდ­ენ­ტო­ბის შექ­მნის გზა­ზე.

 

და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში ბი­ნა და­იდ­ეს პი­როვ­ნე­ბებ­მა, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლას უკ­ავ­შირ­დე­ბო­და და რომ­ლე­ბიც ახ­ალი ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბი­სა და მეხ­სი­ერ­ებ­ის ცენ­ტრა­ლურ ფი­გუ­რე­ბად უნ­და ქცე­ულ­იყ­ვნენ: ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი (2000 წელს გა­და­ას­ვე­ნეს დი­დუ­ბის პან­თე­ონ­იდ­ან); ქა­იხ­ოს­რო ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი (2005 წელს გა­და­ას­ვე­ნეს ლე­ვი­ლი­დან), სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია (2007 წელს გა­და­ას­ვე­ნეს გროზ­ნო­დან), გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე (2021 წელს გა­და­ას­ვე­ნეს საფ­რან­გე­თი­დან). 2011 წელს მთაწ­მინ­და­ზე გა­იხ­სნა 1937-1938 წლებ­ში საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის მი­ერ რეპ­რე­სი­რე­ბულ მწე­რალ­თა და ხე­ლო­ვან­თა სიმ­ბო­ლუ­რი საფ­ლა­ვი-მე­მო­რი­ალი, რაც მიზ­ნად ის­ახ­ავ­და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ას საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის ტრავ­მუ­ლი მეხ­სი­ერ­ებ­ის გარ­შე­მო. პან­თე­ონ­ის და­ხურ­ვის ოფ­იცი­ალ­ური გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, გრძელ­დე­ბა იქ ცნო­ბილ მწე­რალ­თა და შე­მოქ­მედ­თა დაკ­რძალ­ვა.

 

მთაწ­მინ­დის გარ­და თბი­ლის­ში სხვა რამ­დე­ნი­მე პან­თე­ონ­იც შე­იქ­მნა. მთაწ­მინ­დის პან­თე­ონი მათ შო­რის პირ­ვე­ლია — ქრო­ნო­ლო­გი­ურ­ად­აც და მნიშ­ვნე­ლო­ბი­თაც, მას სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა მი­ენ­იჭა და დღემ­დე ცნო­ბი­ლია, რო­გორც მეხ­სი­ერ­ებ­ის ად­გი­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის სიმ­ბო­ლო.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 17/10/2021