საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა როლს თამაშობს გეოგრაფიული თავისებურებები არჩევნების შედეგებზე?

მაია ტო­რა­ძე

 

რა როლს თა­მა­შობს გე­ოგ­რა­ფი­ული თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე? — ამ კითხვა­ზე უპ­ას­უხ­ებს თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მიზ­ნობ­რი­ვი სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი, რომ­ლის საკ­ვლე­ვი ობი­ექ­ტიც სა­ქარ­თვე­ლოს 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბია. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მკვლევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა კვლე­ვის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით სწავ­ლო­ბენ — რა­ტო­მაა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სხვა­დახ­ვა ქა­ლაქს, მხა­რე­სა და თუ გე­ოგ­რა­ფი­ულ და­სახ­ლე­ბას შო­რის. კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­დე­ბა ის ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს ხმის მი­ცე­მის შე­დე­გებ­ზე.

 

„არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლი­ტო­ლო­გი­ური და სო­ცი­ოლ­ოგი­ური დას­კვნე­ბი, მაგ­რამ ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გე­ოგ­რა­ფი­ული მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბიც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა მხა­რეს, ქა­ლაქ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა აქ­ვს, რომ­ლის გა­მოც ამ­ომ­რჩე­ველ­თა ქცე­ვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის ამ­ომ­რჩე­ვე­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ქუ­თა­ის­ელი ამ­ომ­რჩევ­ლის­გან, კა­ხე­თის სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბი გან­სხვავ­დე­ბა სხვა მხა­რე­ებ­ის შე­დე­გე­ბის­გან და ამ­აში, სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, გე­ოგ­რა­ფი­ულ ფაქ­ტო­რებ­საც აქ­ვს თა­ვი­სი ად­გი­ლი. სწო­რედ ეს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში“, – გვითხრა პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი გოგ­სა­ძემ.

 

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში ჩარ­თუ­ლია თსუ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის 3 პრო­ფე­სო­რი და 4 სტუ­დენ­ტი, რო­მელ­თა­გან ერ­თი დოქ­ტო­რან­ტია. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ეც­ემ­ათ — პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­იტ­ან­ონ სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე.

 

შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­იმ­არ­თე­ბა 2022 წლის გა­ზაფხულ­ზე. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალ­ში.

 

თარიღი: 17/10/2021