საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიმპოზიუმი, რომელიც ნეიროქირურგიას, ნევროლოგიასა და ნეირომეცნიერებებს მოიცავს

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ული სიმ­პო­ზი­უმი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ფო­რუ­მი მე­დი­ცი­ნის სა­მი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სინ­თეზს — ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ას, ნევ­რო­ლო­გი­ასა და ნე­ირ­ომ­ეც­ნი­ერ­ებ­ებს — მო­იც­ავს. ქარ­თვე­ლი და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის (ამ­ერ­იკ­ის, გერ­მა­ნი­ის, იტ­ალი­ის, რუ­სე­თის) წამ­ყვა­ნი ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის, რე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის წი­ნა­შე თა­ვი­სი ქი­რურ­გი­ული მოღ­ვა­წე­ობ­იდ­ან ყვე­ლა­ზე რთულ კლი­ნი­კურ ქე­ის­ებს წარ­მო­ად­გე­ნენ.

 

სიმ­პო­ზი­უმ­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ინ­იცი­ატ­ივ­ითა და უოლ­ტე­რე დენ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ული სა­ზო­გა­დო­ებ­ის ეგ­იდ­ით 2021 წელს და­არ­სდა. Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia ქარ­თველ ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სტუ­დენ­ტებ­სა და რე­ზი­დენ­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მე­დი­ცი­ნო წრთვნის პროგ­რა­მე­ბის გაც­ნო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს.

 

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სიმ­პო­ზი­უმ­ში ქარ­თვე­ლი სპი­კე­რე­ბის გარ­და უცხო­ელი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბიც იღ­ებ­ენ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას. პირ­ველ სე­სი­აზე ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ის, ნე­ირ­ომ­ეც­ნი­ერ­ებ­ებ­ისა და ნევ­რო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით St. Louis University-ის ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ული დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სო­რის ალ­იმ აბ­დულ რა­უფ­ის, ლუნ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვის პრო­ფე­სო­რის ზა­ალ კო­კაიასა და თსუ-ის პრო­ფე­სო­რის, ნევ­რო­ლო­გის ალ­ექ­სან­დრე ცის­კა­რი­ძის მოხ­სე­ნე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ.

 

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია ნევ­რო­ლო­გი­ითა და ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გა­ერ­თი­ან­ება. ამ ეტ­აპ­ზე, პან­დე­მი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებს ყო­ველ­თვი­ურ­ად, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში ვა­ტა­რებთ. ორ­გა­ნი­ზა­ცია სტუ­დენ­ტებს, ას­ევე, სთა­ვა­ზობს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას Abdulrauf Institute of Neurosurgery-ში, რო­მე­ლიც 2 წლი­ანია, გვაქ­ვს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბიც, რის­თვი­საც აუც­ილ­ებ­ელია ჩვენს კლუბ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბა“, — აცხა­დებს Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ელ­ენე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი.

 

„ელ­ენე მი­უნ­ხე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია და Dandy Germany Neurosurgical Club-თან თა­ნამ­შრო­ლო­ბით კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­იღო, შემ­დეგ გა­დაწყვი­ტა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფი­ლი­ალი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ეფ­უძ­ნე­ბი­ნა, დაგ­ვი­კავ­შირ­და და შე­დე­გი უკ­ვე სა­ხე­ზეა.

 

სიმ­პო­ზი­უმ­ის სა­მიზ­ნე აუდ­იტ­ორია მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი და რე­ზი­დენ­ტე­ბი არი­ან. ზო­გა­დად, ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ას სწავ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მცი­რე დრო ეთ­მო­ბა, ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ის ახ­ალ­ბე­და რე­ზი­დენ­ტე­ბი ხში­რად კლი­ნი­კის ყო­ვედღი­ურ­ობ­ასა და ამ საგ­ნის სპე­ცი­ფი­კას არ იც­ნო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­არ­ჩი­ეთ ის­ეთი სპი­კე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ვი­ცო­დით, რომ სა­ინ­ტე­რე­სო და რთუ­ლი კლი­ნი­კუ­რი ქე­ის­ები აქ­ვთ და შე­უძ­ლი­ათ გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვი­ზი­არ­ონ“, — ამ­ბობს Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ლი­კა სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი.

 

Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ული სიმ­პო­ზი­უმი 21 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, უოლ­ტე­რე დენ­დის ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ული სა­ზო­გა­დო­ებ­ის პრე­ზი­დენ­ტმა, St. Louis University-ის ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ული დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა სა­ლიმ აბ­დულრა­უფ­მა გახ­სნა. მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გმა ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს და­ფუძ­ნე­ბი­სა და პირ­ვე­ლი სიმ­პო­ზი­უმ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა გან­მარ­ტა.

 

„ვფიქ­რობ, რომ ეს თა­ობა სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა გარ­დამ­ქმნე­ლი. მსოფ­ლიო იც­ვლე­ბა და ჩვენ ნამ­დვი­ლად გვინ­და და­ვეხ­მა­როთ ამ თა­ობ­ას, რა­თა მან თა­ვი­სი პო­ტენ­ცი­ალ­ის მაქ­სი­მუ­მი გა­მო­ავ­ლი­ნოს. გვსურს, ამ თა­ობ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გახ­დნენ ნამ­დვი­ლი ლი­დე­რე­ბი, შეძ­ლონ თა­ვი­ან­თი წვლი­ლის შე­ტა­ნა ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს წევ­რე­ბით, მათ ნამ­დვი­ლად აქ­ვთ პო­ტენ­ცი­ალი, რომ გახ­დნენ ლი­დე­რე­ბი და ჩვენც აქ სწო­რედ იმ­ის­თვის ვართ, რომ და­ვეხ­მა­როთ და მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ. გარ­და ამ­ისა, ფო­რუმ­ზე ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ის, ნევ­რო­ლო­გი­ისა და ნე­ირ­ომ­ეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის წამ­ყვან სპე­ცი­ალ­ის­ტებს, ამ სა­მი სფე­როს და­კავ­ში­რე­ბით კი იქ­მნე­ბა ახ­ალი იდე­ები, ახ­ალი კონ­ცეპ­ტე­ბი კვლე­ვე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად და უმ­ჯო­ბეს­დე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­ზე ზრუნ­ვის ხა­რის­ხი“, — აღ­ნიშ­ნავს ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი სა­ლიმ აბ­დულრა­უფი.

 

ამ დრო­ის­თვის უოლ­ტერ ე. დენ­დის ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ული სა­ზო­გა­დო­ება 35 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას აერ­თი­ან­ებს, ერ­თმა­ნეთ­თან აკ­ავ­ში­რებს ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ის, ნევ­რო­ლო­გი­ისა და ნე­ირ­ომ­ეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტებს, სტუ­დენ­ტებს და რე­ზი­დენ­ტებს. ქმნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დის­კუ­სიო პლატ­ფორ­მას. ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი — ნევ­რო­ლო­გი ალ­ექ­სან­დრე ცის­კა­რი­ძე და ლუნ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის და აღ­დგე­ნი­თი ნევ­რო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზა­ალ კო­კაია Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს და­ფუძ­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად აფ­ას­ებ­ენ.

 

„სიმ­პო­ზი­უმ­ის უპ­ირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი სწავ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ის ძი­რი­თა­დად გან­კუთ­ვნი­ლია სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რა­ზეც მეტყვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ სიმ­პო­ზი­უმ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ ახ­ალ­გაზ­რდა ექ­იმ­ები, რე­ზი­დენ­ტე­ბი, გა­მოც­დი­ლი მე­დი­კო­სე­ბი. დის­კუ­სი­ები და ცოდ­ნის მი­მოც­ვლა არ­ის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ეს ღო­ნის­ძი­ება ტარ­დე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, კავ­კა­სი­ის უძ­ვე­ლეს უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. ჩე­მი მოხ­სე­ნე­ბა ეხ­ებ­ოდა ინ­სულ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­კითხებს, მი­მო­ვი­ხი­ლე ამ მე­ტად სე­რი­ოზ­ულ და მძი­მე და­ავ­ად­ებ­ას­თან ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი. ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა გა­მო­ვი­და. სიმ­პო­ზი­უმი უოლ­ტერ ე. დენ­დის ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ული სა­ზო­გა­დო­ებ­ის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ებ­ის გა­მარ­თვის თვალ­საზ­რი­სით“, — აღ­ნიშ­ნა ალ­ექ­სან­დრე ცის­კა­რი­ძემ.

 

„სიმ­პო­ზი­უმი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ვინც გა­დაწყვი­ტა ან ფიქ­რობს გახ­დეს ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი — ძა­ლი­ან რთუ­ლი, მაგ­რამ, ამ­ავე დროს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტი. სტუ­დენ­ტებს ეძ­ლე­ვათ შან­სი მო­უს­მი­ნონ ამ დარ­გის პრაქ­ტი­კოს სპე­ცი­ალ­ის­ტებს და მეც­ნი­ერ­ებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და უშუ­ალ­ოდ მათ­გან შე­იტყონ ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ის და, ზო­გა­დად, ტვი­ნის პა­თო­ლო­გი­ებ­ის მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, გა­ნი­ხი­ლონ იშ­ვი­ათი შემ­თხვე­ვე­ბი და ას­ევე გა­ეც­ნონ იმ უახ­ლეს მე­თო­დებს და მკურ­ნა­ლო­ბის გზებს, რომ­ლე­ბიც ბევრ შემ­თხვე­ვა­ში სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჯერ არც კი არ­ის შე­სუ­ლი. რაც შე­ეხ­ება ჩემს ლექ­ცი­ას, მოხ­სე­ნე­ბა ეხ­ებ­ოდა ტვი­ნის იმ­უნ­ურ სის­ტე­მას — თუ რო­გორ რე­აგ­ირ­ებს ტვი­ნი სხვა­დას­ხვა და­ზი­ან­ებ­აზე და და­ავ­ად­ებ­აზე და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ ტვინ­ში მიმ­დი­ნა­რე იმ­უნ­ური რე­აქ­ცი­ები და­ავ­ად­ებ­ის სამ­კურ­ნა­ლოდ და დაქ­ვე­ით­ებ­ული ფუნ­ქცი­ებ­ის ეფ­ექ­ტუ­რად აღ­სად­გე­ნად“, — გა­ნაცხა­და ზა­ალ კო­კაიამ.

 

Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კითხვას ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გმა სა­ლიმ აბ­დულრა­უფ­მა სა­მი სიტყვით უპ­ას­უხა: „ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია“. ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას ეტ­აპ­ობ­რი­ვად და­იწყებს.

 

უოლ­ტერ ე. დენ­დის ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ული სა­ზო­გა­დო­ება ამ­ერ­იკ­აში 2011 წლის 19 ნო­ემ­ბერს და­არ­სდა და ნე­ირ­ოქ­ირ­ურ­გი­ის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნებ­ლის სა­ხელს (უოლ­ტერ ე. დენ­დი 1886-1946 წწ.) ატ­არ­ებს.

 

თარიღი: 23/10/2021