საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფარმაკოლოგია - პრაქტიკული სახელმძღვანელო

თა­მარ და­დი­ანი

 

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი სულ მა­ლე ფარ­მა­კო­ლო­გი­ას მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში აღი­არ­ებ­ული წიგ­ნით ის­წავ­ლი­ან, რო­მე­ლიც პე­ტერ ბე­ნე­ტის, მო­რის ბრა­უნ­ისა და პან­კაჯ შარ­მას თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით გა­მო­იცა (გა­მომ­ცე­მე­ლი Elsevier Ltd). სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო — „ფარ­მა­კო­ლო­გია“ — ქარ­თულ ენ­აზე უკ­ვე თარ­გმნი­ლია, რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლია და და­კა­ბა­დო­ნე­ბის სტა­დი­აში გახ­ლავთ. ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ბა­ზი­სუ­რი და კლი­ნი­კუ­რი ფარ­მა­კო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი თა­მარ კე­ზე­ლი და იმ­ავე კა­თედ­რის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი მა­რი­ამ ჭი­პაშ­ვი­ლი.

 

წიგ­ნში ფარ­მა­კო­ლო­გი­ის ზო­გა­დი პრინ­ცი­პე­ბი (ფარ­მა­კო­დი­ნა­მი­კა და ფარ­მა­კო­კი­ნე­ტი­კა) უკ­ვე არა თე­ორი­ული, არ­ამ­ედ პრაქ­ტი­კუ­ლი კუთხით არ­ის გან­ხი­ლუ­ლი. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ზო­გად ნა­წილ­ში მო­ცე­მუ­ლია წამ­ლე­ბის კვლე­ვის ფა­ზე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში წამ­ლე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, მკურ­ნა­ლო­ბის გა­იდ­ლა­ინ­ები და პრო­ტო­კო­ლე­ბი, წამ­ლე­ბის კლა­სი­ფი­ცი­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის უს­აფ­რთხო­ება და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უდო პრობ­ლე­მე­ბი, მა­თი პრე­ვენ­ცი­ისა და აღ­მოფხვრის გზე­ბი და ა.შ. კერ­ძო ნა­წი­ლი კი მო­იც­ავს სხვა­დას­ხვა ტი­პის ტკი­ვი­ლის მარ­თვას, ინ­ფექ­ცი­ებ­ის, ან­თე­ბა­დი და აუტო­იმ­უნ­ური და­ავ­ად­ებ­ებ­ის, კა­ნის, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის, ცნს-ის (ნევ­რო­ლო­გი­ური და ფსი­ქი­ატ­რი­ული), გულ­სის­ხლძარ­ღვთა, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი, შარდ-სას­ქე­სო და სა­სუნ­თქი სის­ტე­მე­ბის და­ავ­ად­ებ­ებ­ის, სიმ­სივ­ნე­ებ­ის მკურ­ნა­ლო­ბის ზო­გად პრინ­ცი­პებს, მათ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წამ­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და პა­ცი­ენ­ტთა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის (ბავ­შვე­ბი, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი, ორ­სუ­ლი, მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლი, თირ­კმე­ლე­ბი­სა და ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, ალ­ერ­გი­ული გან­წყო­ბა) ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ მკურ­ნა­ლო­ბას.

 

„მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ოლ­ოგი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად ყო­ველ­წლი­ურ­ად იც­ვლე­ბა და იხ­ვე­წე­ბა წამ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და ფარ­მა­კო­კი­ნე­ტი­კის ცოდ­ნა, ჩნდე­ბა ახ­ალი წამ­ლე­ბი და ახ­ალი მო­ნა­ცე­მე­ბი ძველ წამ­ლებ­ზე, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ფარ­მა­კო­ლო­გია ძალ­ზე დი­ნა­მი­ურია. მოგ­ვიძ­ველ­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ები ქარ­თულ ენ­აზე და ამ­იტ­ომ ჩვენ ვე­ცა­დეთ გა­დაგ­ვე­თარ­გმნა სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­არ­ებ­ული ფარ­მა­კო­ლო­გი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის ბო­ლო გა­მო­ცე­მე­ბი. მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის ძი­რი­თა­დი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა ბერ­ტრამ გ. კატ­ზუნ­გის „ბა­ზი­სუ­რი და კლი­ნი­კუ­რი ფარ­მა­კო­ლო­გია“ (ქარ­თულ ენ­აზე), ხო­ლო დამ­ხმა­რე ძი­რი­თა­დი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ქარ­თულ ენ­აზე გახ­ლავთ კა­რენ ვა­ლე­ნის, რი­ჩარდ ფინ­კე­ლი­სა და თო­მას ა. პა­ნა­ვე­ლი­ლის „ფარ­მა­კო­ლო­გია“ ლი­პინ­კო­ტის ილ­უს­ტრი­რე­ბუ­ლი სე­რი­იდ­ან. კლი­ნი­კუ­რი ფარ­მა­კო­ლო­გია შე­და­რე­ბით ახ­ალი დარ­გია და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ქარ­თულ ენ­აზე არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ჩვენ აქ­აც ვი­სარ­გებ­ლეთ იგ­ივე პრინ­ცი­პით და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც უკ­ვე გა­და­თარ­გმნი­ლია, რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლია და და­კა­ბა­დო­ნე­ბის სტა­დი­აშია გახ­ლავთ პე­ტერ ბე­ნე­ტის, მო­რის ბრა­უნ­ისა და პან­კაჯ შარ­მას „კლი­ნი­კუ­რი ფარ­მა­კო­ლო­გია“ (გა­მომ­ცე­მე­ლი Elsevier Ltd.) და ის გან­კუთ­ვნი­ლია მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის. ეს წიგ­ნი ცდე­ბა მხო­ლოდ მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ჩარ­ჩო­ებს. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ის სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის მრა­ვა­ლი ექ­იმ­ის მა­გი­დის წიგ­ნა­დაც გა­და­იქ­ცე­ვა, რად­გან მის გვერ­დებ­ზე შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ცე­ნე­ბულ მრა­ვალ კითხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მო­ძი­ება“, — აღ­ნიშ­ნა წიგ­ნის მთარ­გმნელ­მა და სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა თა­მარ კე­ზელ­მა.

 

თარიღი: 17/10/2021