საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივებზე თსუ-ში VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თსუ-ის ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია — ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა პერ­სპექ­ტი­ვე­ბი — ამ დრო­ის­თვის ერ­თა­დერ­თი პლატ­ფორ­მაა, სა­დაც ქარ­თვე­ლი და ოსი მეც­ნი­ერ­ები ორ­ივე ეთ­ნო­სის­თვის აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებს უცხო­ელ მკვლევ­რებ­თან ერ­თად აან­ალ­იზ­ებ­ენ. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ფე­რენ­ცი­ას, სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის გარ­და, გარ­კვე­ული სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის დატ­ვირ­თვა აქ­ვს. ამ­ას­თა­ნა­ვე, მეც­ნი­ერ­ულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბი ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ სწო­რი ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, რაც მიმ­დი­ნა­რე სა­ინ­ფორ­მა­ციო ომ­ის პი­რო­ბებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ფორ­მი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს.

 

„მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კონ­ფე­რენ­ცია აუც­ილ­ებ­ელია არა მხო­ლოდ სა­მეც­ნი­ერო თვალ­საზ­რი­სით, არ­ამ­ედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის­თვის. ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც, რომ მას­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან მეც­ნი­ერ­ები მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუთხი­დან“, — გა­ნაცხდა თსუ-ის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა.

 

ქარ­თვე­ლო და ოსი მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მხარს უჭ­ერს სა­ხელ­მწი­ფოც. ამ­ის თა­ობ­აზე კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნი­სას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპ­არ­ატ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ისა­უბ­რეს.

 

„კონ­ფე­რენ­ცია კი­დევ ერ­თი დას­ტუ­რია ჩვე­ნი მზა­ობ­ისა, რომ სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი და სა­გა­ნამ­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით ხელს ვუწ­ვდით ოს კო­ლე­გებს და კი­დევ ერ­თხელ ვუ­დას­ტუ­რებთ სურ­ვილს — ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ სა­ერ­თო სა­მეც­ნი­ერო პრო­ექ­ტე­ბის ერ­თად გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში, ას­ევე კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ის და­გეგ­მვა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ეს კონ­ფე­რენ­ცია თა­ვის წვლილს შე­იტ­ანს ამ ორი ერ­ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა­სა და გაღ­რმა­ვე­ბა­ში“, — აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნუ­ნუ მიც­კე­ვიჩ­მა.

 

„იმ ბა­რი­ერ­ებ­ის გარ­ღვე­ვა, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთ­თან გვა­შო­რებს, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერ­თი გზით და ეს არ­ის ად­ამი­ან­ური, კულ­ტუ­რუ­ლი, სა­მეც­ნი­ერო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტო­რი, რომ სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კის დო­ნე­ზე აქ­ვს აყ­ვა­ნი­ლი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის დაც­ვა და ამ სა­კითხს ეხ­ება ჩვე­ნი 10 წლი­ანი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აზე მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ეთ­ნო­სე­ბის კულ­ტუ­რის გაძ­ლი­ერ­ება-პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, — გა­ნაცხა­და შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლია გი­გა­ურ­მა.

 

ქარ­თვე­ლი, ოსი და, ას­ევე, აფხა­ზი მკვლევ­რე­ბის სა­მეც­ნი­ერო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დი ორ ახ­ალ მიზ­ნობ­რივ კონ­კურ­სს ახ­ორ­ცი­ელ­ებს.

 

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არ­ამ­ედ, ზო­გა­დად, კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე მო­მუ­შა­ვე მეც­ნი­ერ­ებ­ის ხელ­შეწყო­ბა. კავ­კა­სი­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ უკ­ვე გვაქ­ვს დი­დი პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც ჩრი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ. სა­მეც­ნი­ერო დი­ალ­ოგი — ეს არ­ის ხი­დი, რო­მე­ლიც ერ­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბას უწყობს ხელს“, — აღ­ნიშ­ნა შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა ჯა­ბა სა­მუ­ში­ამ.

 

 

ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა — მეც­ნი­ერ­ებ­ის ხედ­ვა

 

ქარ­თულ-ოს­ური სა­მეც­ნი­ერო დი­ალ­ოგ­ის უწყვე­ტო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ხში­რი შეხ­ვედ­რე­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ზე თან­ხმდე­ბა ოს მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლიც. ამ პო­ზი­ცი­ას იზი­არ­ებს ვლა­დი­კავ­კა­ზის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­ად­ემი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი ვლა­დი­მერ ბე­სო­ლო­ვი: „ჩვენ სა­უკ­უნე­ებ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მშვი­დო­ბი­ან­ად თა­ნავ­ცხოვ­რობ­დით. დღეს გარ­კვე­ული პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის გა­მო არ­სე­ბობს კონ­ფლიქ­ტი, თუმ­ცა ჩვენ აუც­ილ­ებ­ლად უნ­და გა­ვაგ­რძე­ლოთ მშვი­დო­ბი­ანი ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობა გვი­ყუ­რებს და ჩვე­ნი ქცე­ვი­დან იღ­ებს მა­გა­ლითს“, — აღ­ნიშ­ნა აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა.

 

სა­მეც­ნი­ერო დი­ალ­ოგ­ში ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა-ინ­ფორ­მი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ნა­ირა ბე­პი­ევ­მაც გან­მარ­ტა.

 

„ჩვენ გვინ­და ჩვენს ქარ­თველ­სა და ოს ახ­ალ­გაზ­რდებს და­ვა­ნა­ხოთ, რომ ჩვენ წარ­სულ­ში შეგ­ვეძ­ლო ერ­თმა­ნეთ­თან მშვი­დო­ბი­ანი სა­უბ­არი. ამ კონ­ფე­რენ­ცი­აზე ვაჩ­ვე­ნეთ, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ახ­ლაც ერ­თმა­ნე­თის გვერ­დი-გვერდ ჯდო­მა და სე­რი­ოზ­ული მსჯე­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ზე, კულ­ტუ­რა­ზე, ის­ტო­რი­აზე, ენ­აზე, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ფოლ­კლორ­ზე და სხვა სა­კითხებ­ზე.

 

ჩვე­ნი კონ­ფე­რენ­ცია არ იყო პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი, მეც­ნი­ერ­ები უმ­თავ­რე­სად აპ­ოლ­იტ­იკ­ურ თე­მებს იხ­ილ­ავ­დნენ, რამ­დე­ნა­დაც დღეს ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ვი­სა­უბ­როთ იმ თე­მებ­ზე, რო­მე­ლიც გვა­ერ­თი­ან­ებს, თვით ის­ეთი თე­მე­ბის გან­ხილ­ვის დრო­საც კი, რო­გო­რი­ცაა ის­ტო­რი­ული თე­მა­ტი­კა — საკ­მაო სიფ­რთხი­ლით ვე­ხე­ბო­დით ამ სა­კითხს. ჩვენ, ამ ორი ერ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ძა­ლი­ან ბევ­რი გვაქ­ვს პო­ზი­ტი­ური გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი. მსჯე­ლო­ბე­ბი ეხ­ებ­ოდა იმ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბი­სა და ოს­ებ­ის ურ­თი­ერ­თთა­ნაცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვია“, — აღ­ნიშ­ნა ნა­ირა ბე­პი­ევ­მა.

 

არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მეც­ნი­ერო დი­ალ­ოგი კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა მკვლევ­რებ­მაც შე­აფ­ას­ეს.

 

„მე აუც­ილ­ებ­ლად მი­მაჩ­ნია ოს­ური ენ­ის შემ­დგო­მი კვლე­ვა, ის­ევე, რო­გორც იმ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის გან­ვრცო­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვენს კავ­შირს ოს­ებ­თან, რო­მე­ლიც ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია ჩვენს ტე­რი­ტო­რი­აზე მცხოვ­რებ ახ­ლო­ბელ ერ­ად და რო­მელ­საც მო­ნა­წი­ლე­ობა აქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის ემ­ერ­იტ­უს პრო­ფე­სორ­მა მზე­ქა­ლა შა­ნი­ძემ.

 

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ას­ეთი კონ­ფე­რენ­ცი­ები ხელს შე­უწყობს ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ქარ­თველ, ოს და აზ­რე­ბა­იჯ­ან­ელ ერ­ებს შო­რის. ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი და სა­მეც­ნი­ერო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა­ზე, ნდო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე“, — აღ­ნიშ­ნა აზ­ერ­ბე­იჯ­ან­ელ­მა ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის დოქ­ტორ­მა ხა­დი­ჯა ას­ად­ოვ­ამ.

 

„ქარ­თულ-ოს­ურ კულ­ტუ­რებს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღრმა ის­ტო­რი­ული კავ­ში­რე­ბი აქ­ვთ, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ გან­ვი­თა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღეს, თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი და ოს­ებ­იც ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგა­ნან“, — გა­ნაცხა­და ტუ­რი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ვი­ტო­რიო სპრინ­გფილდ ტო­მე­ლერ­მა, რო­მე­ლიც, ამ­ავე დროს, კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის წევ­რია.

 

 

ახ­ალი კვლე­ვე­ბი

 

VII სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ში კავ­კა­სი­ისა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი­დან 110-ზე მე­ტი მეც­ნი­ერი იყო ჩარ­თუ­ლი. მკვლევ­რებ­მა ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის, ფოლ­კლო­რის, ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რი­სა და ოს­ური ენ­ის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ჭრილ­ში მი­მო­იხ­ილ­ეს.

 

ფო­რუ­მი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს იოანე იალ­ღუ­ზი­ძე-გა­ბა­რა­ევს (1770-1830) მი­ეძ­ღვნა, რო­მელ­საც ქარ­თულ-ოს­ურ სა­მეც­ნი­ერო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი აქ­ვს შე­ტა­ნი­ლი:

 

  • იოანე იალ­ღუ­ზი­ძე იყო ქარ­თუ­ლი გრა­ფი­კის სა­ფუძ­ველ­ზე ოს­ური ან­ბა­ნის შემ­ქმნე­ლი და პირ­ვე­ლი ოს­ური ხელ­ნა­წე­რის (1802 წ.) ავ­ტო­რი; სა­სუ­ლი­ერო წიგ­ნე­ბის მთარ­გმნე­ლი — ქარ­თუ­ლი­დან ოს­ურ ენ­აზე თარ­გმნა ოთხთა­ვი, რო­მე­ლიც და­ცუ­ლია სა­მი ხელ­ნაწ­რის სა­ხით: თბი­ლის­ში, პე­ტერ­ბურ­გსა და მოს­კოვ­ში. იოანე იალ­ღუ­ზი­ძემ 4-ჯერ გა­და­წე­რა სულ­ხან სა­ბას „სიტყვის კო­ნა“, მი­სი გა­და­წე­რი­ლია შო­თა რუს­თა­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ოს­ანი“, რო­მე­ლიც პა­რი­ზის ნა­ცი­ონ­ალ­ურ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში ინ­ახ­ება. იალ­ღუ­ზი­ძე ქარ­თულ ენ­აზე წერ­და ლექ­სებს. მი­სი პო­ემა „იალ­ღუ­ზი­ანი“ ქარ­თუ­ლი­დან ოს­ურ ენ­აზე ოს­მა პო­ეტ­მა გი­ორ­გი ბეს­თა­უთ­მა თარ­გმნა.

 

ვრცლად იოანე იალ­ღუ­ზი­ძე-გა­ბა­რა­ევ­ის საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბა სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­აზე პრო­ფე­სორ­მა ნაიარა ბე­პი­ევ­მა წა­რად­გი­ნა, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის შე­მოქ­მე­დე­ბის მა­გა­ლით­ზე ურ­თი­ერ­თგა­გე­ბი­სა და ნდო­ბის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბე­ბის სა­კითხი კი გერ­მა­ნი­ის რა­ინ-ერ­ფტის მწე­რალ­თა გა­ერ­თი­ან­ებ­ის წევ­რმა გერტ რო­ბერტ გრი­უნ­ერ­ტმა გა­ან­ალ­იზა.

 

„იალ­ღუ­ზი­ძე-გა­ბა­რა­ევი მი­მარ­თავს სა­ზო­გა­დო­ებ­ას, შე­ახ­სე­ნებს მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ხელს უწყობს დი­ალ­ოგს ნე­ბის­მი­ერ დროს, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მიზ­ნით — ემ­პი­რი­ული, ეთ­იკ­ური, ემ­ოცი­ური, პრაგ­მა­ტუ­ლი, ჰუ­მა­ნუ­რი და პროგ­ნო­ზუ­ლი დას­კვნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ება, მეშ­ვი­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე — „ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“ — კი­დევ ერ­თხელ ად­ას­ტუ­რებს, რომ კე­თი­ლი ნე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ძა­ლის­ხმე­ვა არ­ას­წო­რი იდე­ოლ­ოგი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი და ბი­ოლ­ოგი­ურ-სო­ცი­ალ­ური პან­დე­მი­ის დრო­საც კი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგას“, — აღ­ნიშ­ნა გერტ რო­ბერტ გრი­უნ­ერ­ტმა.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე ქარ­თვე­ლო­ლოგ­მა ბერ­ნარდ უტი­ემ იოანე იალ­ღუ­ზი­ძე-გა­ბა­რა­ევ­ის დღემ­დე შე­უს­წავ­ლე­ლი სა­მი წიგ­ნი წარ­მო­ად­გი­ნა, რომ­ლე­ბიც თე­იმ­ურ­აზ მე­ფეს მა­რი ბრო­სე­სათ­ვს გა­უგ­ზავ­ნია და ამ დრო­ის­თვის პა­რი­ზის ნა­ცი­ონ­ალ­ურ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში ინ­ახ­ება.

 

„მო­მა­ვალ წელს პა­რიზ­ში აღ­ვნიშ­ნავთ „აზი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის'' (Societe asiatique) და­არ­სე­ბის 200 წლის­თავს. ამ სა­ზო­გა­დო­ებ­ამ და­იწყო ევ­რო­პა­ში კავ­კა­სი­ური კვლე­ვე­ბის შეს­წავ­ლა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. მა­რი ბრო­სეს ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და თე­იმ­ურ­აზ ბა­ტო­ნიშ­ვილ­თან, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ებ­ას სხვა წიგ­ნებ­თან და ხელ­ნა­წე­რებ­თან ერ­თად იოანე იალ­ღუ­ზი­ძის მოს­კოვ­ში 1820 წელს და­ბეჭ­დი­ლი ოს­ურ ენ­აზე ნა­თარ­გმნი ქარ­თუ­ლი წიგ­ნი გა­უგ­ზავ­ნა“, — აღ­ნიშ­ნა პრო­ფე­სორ­მა ბერ­ნარდ უტი­ემ.

 

ფო­რუმ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი მოხ­სე­ნე­ბე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­საც მო­იც­ავ­და. მკვლევ­რებ­მა ოს­ური ენ­ის სწავ­ლე­ბის სა­კითხი თა­ნა­მედ­რო­ვე და ის­ტო­რი­ულ ჭრილ­ში გააანალიზეს. მომ­ხსე­ნებ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სა­კითხი აქ­ტუ­ალ­ურია, რად­გან ოს ხალ­ხთან დი­ალ­ოგ­ისა და ნდო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­აზე მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რად ოსი მო­სახ­ლე­ობ­ის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვაა, მათ შო­რის არ­ის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მშობ­ლი­ურ ენ­აზე. ამ დრო­ის­თვის ოს­ური ენა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­აზე რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბა. მათ შო­რის არ­ის ლა­გო­დე­ხი­სა და ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სოფ. არ­ეშ­ფერ­ნის, ფო­ნა­სა და წიწ­კე­ნა­ან­თსე­რის სოფ­ლე­ბი, ას­ევე, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბე­ბი კას­პი­სა და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე ოს­ური ენ­ის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი თსუ-ის ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორ­მა ნი­ნო პო­პი­აშ­ვილ­მა გა­მო­იკ­ვლია.

 

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ რე­გი­ონ­ებ­ში კომ­პაქ­ტუ­რად ცხოვ­რო­ბენ ოს­ები და შე­რე­ული, ქარ­თულ-ოს­ური ოჯ­ახ­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ჩვე­ნი კვლე­ვი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო გან­საზღვრუ­ლი­ყო, თუ რა სტა­ტუ­სი აქ­ვს ოს­ურ ენ­ას, რა მე­თო­დე­ბით ის­წავ­ლე­ბა და რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბა ოს­ური ენ­ის სწავ­ლე­ბა სკო­ლებ­ში. ამ მიზ­ნით შევ­ქმე­ნით პე­და­გო­გე­ბის ფო­კუს ჯგუ­ფი და ჩა­ვა­ტა­რეთ ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუები. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ოს­ური ენ­ის სწავ­ლე­ბა კა­ხე­თის რე­გი­ონ­ისა და ქარ­თლის რე­გი­ონ­ის სკო­ლებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ლა­გო­დე­ხი­სა და ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ოს­ური ენ­ის სწავ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს ეგ­იდ­ით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხო­ლო კას­პი­სა და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში — დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბებ­ში — სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეგ­იდ­ით. გან­სხვავ­დე­ბა სწავ­ლე­ბის სა­ათ­ობ­რი­ვი ბა­დეც“, — გა­ნაცხა­და ნი­ნო პო­პი­აშ­ვილ­მა.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე ას­ევე გა­ნი­ხი­ლეს საბ­ჭო­თა ენ­ობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ენ­ობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა თი­ნა­თინ ბოლ­ქვა­ძემ იმ­უშ­ავა, მკვლე­ვარ­მა მოხ­სე­ნე­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მიზ­ნე­ბი და და­სა­ხუ­ლი ამ­ოც­ან­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის მე­თო­დე­ბი გან­მარ­ტა: „საბ­ჭო­თა ენ­ობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ენ­ობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ ცვა­ლე­ბა­დი იყო, მაგ­რამ არ იც­ვლე­ბო­და ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი — სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მცხოვ­რე­ბი გამ­ხდა­რი­ყო საბ­ჭო­თა ხალ­ხის გა­ნუ­ყო­ფე­ლი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. ეს მი­ზა­ნი კი გუ­ლის­ხმობ­და რუ­სუ­ლი ენ­ის სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­ას სკო­ლებ­სა და უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. ამ­ავე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ურ­ბა­ნი­ზა­ცია და ინ­დუს­ტრი­ალ­იზ­აცია, რო­მე­ლიც ხელს უწყობ­და საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის გა­და­ად­გი­ლე­ბა­სა და და­სახ­ლე­ბას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ალ­ება იყო რუ­სუ­ლი ენა, რო­მე­ლიც გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლებ­და წარ­მო­ებ­ის და­გეგ­მვა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­აში“, — აღ­ნიშ­ნა მკვლე­ვარ­მა.

 

გან­სხვა­ვე­ბით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ის­გან, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის მი­მართ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ოდ­ში: „1918 წელს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩვე­ული ტო­ლე­რან­ტო­ბით მო­ეკ­იდა ერ­ოვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა სა­კითხს, მათ­თვის გარ­კვე­ული პრო­პორ­ცი­ულ­ობ­ით გა­მო­იყო ად­გი­ლე­ბი უმ­აღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში, მათ­ვე ქვეყ­ნის უმ­აღ­ლეს ტრი­ბუ­ნა­ზე მი­ეც­ათ სა­კუ­თარ ენ­აზე სიტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა. ქარ­თველ­თა გვერ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ საბ­ჭო­ში შე­ვიდ­ნენ: რუ­სი, ებ­რა­ელი, აფხა­ზი, ოსი, სო­მე­ხი, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი და სხვა ერ­ოვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 26 ად­გი­ლი­დან ორი ად­გი­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო ოს­თათ­ვის“, — აღ­ნიშ­ნა გო­რის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ალ­ექ­სან­დრე მღებ­რიშ­ვილ­მა.

 

VII სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს, სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპ­არ­ატ­ის, სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით გა­იმ­არ­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­ის შე­ფა­სე­ბი­სას პრო­ფე­სორ­მა ნა­ირა ბე­პი­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „ეს მხარ­და­ჭე­რა დი­დი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მი გახ­ლდათ კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბი­სათ­ვის“.

 

„მინ­და, ყვე­ლას დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დი ას­ეთი თა­ნად­გო­მი­სათ­ვის. უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სოა ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც კონ­ფე­რენ­ცი­აზე ხაზ­გას­მით აღ­ინ­იშ­ნა: არ არ­სე­ბობს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მტრო­ბა, შუღ­ლი, ჩვენ ერ­თნი ვართ, ჩვენ სამ­შვი­დო­ბო ურ­თი­ერ­თო­ბებს ვამ­ჯო­ბი­ნებთ ურ­თი­ეთ­რთშუღ­ლსა და და­პი­რის­პი­რე­ბას. აღ­ინ­იშ­ნა, რომ დი­დია ამ საქ­მე­ში ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წვლი­ლი, რო­მელ­მაც დღემ­დე შვი­დი ას­ეთი სა­ინ­ტე­რე­სო ფო­რუ­მი ჩა­ატ­არა“, — გა­ნაცხა­და პრო­ფე­სორ­მა.

 

VII სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში — 13-14 ოქ­ტომ­ბერს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

 

თარიღი: 19/10/2021