საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პრაქტიკა საქართველოში, უკრაინასა და ესტონეთში

COVID-19-ის საწყის ეტ­აპ­ებ­ზე დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცი­ლე­ბით დი­დი ტალ­ღა ჩი­ნე­თი­დან მო­დი­ოდა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ან­ებ­ით რუ­სულ­მა ნა­რა­ტი­ვებ­მა ჩა­ან­აც­ვლა. სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ინ­ისა და ეს­ტო­ნე­თის შემ­თხვე­ვებ­ში მსგავ­სი იყო ის ინ­ფორ­მა­ცი­ები, რო­მე­ლიც, ზო­გა­დად, მთელ მსოფ­ლი­ოში ვრცელ­დე­ბო­და (5G ან­ტე­ნე­ბი).

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში და უკ­რა­ინ­აში გა­ცი­ლე­ბით დი­დი დრო და რე­სურ­სი და­ეთ­მო რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს. სა­მი­ვე ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ობა თვლის, რომ შე­უძ­ლია ყალ­ბი ამ­ბე­ბის ამ­ოც­ნო­ბა.

 

სა­მი­ვე ქვეყ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ყუ­რადღე­ბო იყო ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის რო­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­შიც, უკ­რა­ინ­აშ­იც და ეს­ტო­ნეთ­შიც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი აქ­ტი­ურ­ად უყ­ურ­ებ­დნენ რუ­სულ ტე­ლე­არ­ხებს, რაც პრობ­ლე­მურს ხდი­და მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და მათ­თვის სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ამ ქვეყ­ნე­ბის ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს ერ­თი და იმ­ავე ერ­ოვ­ნე­ბის ად­ამი­ან­ები არ წარ­მო­ად­გე­ნენ, სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის პირ­ველ­წყა­რო მათ­თვის რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბი იყო და არა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ები.

 

ესაა ის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ დ აპ­ლიტ­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცის დოქ­ტო­რან­ტმა თამ­თა ჩხა­იძ­ემ სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად მი­იღო. კვლე­ვა, რომ­ლის სა­თა­ურია „ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ინ­ასა და ეს­ტო­ნეთ­ში“, გა­მოქ­ვეყ­ნდა კრე­ბულ­ში: „ყალ­ბი ამ­ბე­ბი და დე­ზინ­ფორ­მა­ცია – საფ­რთხე­ები, ბრძო­ლის გზე­ბი, ეთ­იკ­ული და სა­მარ­თლებ­რი­ვი ას­პექ­ტე­ბი“.

 

სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის მი­ზა­ნია, იკ­ვლი­ოს, რო­ფო­რია ყალბ ამ­ბებ­თან ბრძო­ლის პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ინ­ასა და ეს­ტო­ნეთ­ში; რა ში­ნა­არ­სის ყალ­ბი ამ­ბე­ბი ხვდე­ბა ამ ქვეყ­ნე­ბის ონ­ლა­ინ­მე­დი­აში; რო­გორ იც­ვლე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყალბ ამ­ბებ­თან ბრძო­ლის სტრა­ტე­გია და რო­გორ შე­იც­ვა­ლა მე­თო­დე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. კვლე­ვას უნ­და გა­მო­ეკ­ვე­თა დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტი ქვეყ­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი ტენ­დენ­ცი­ები.

 

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ კვლე­ვას რამ­დე­ნი­მე წლი­ანი საკ­ვლე­ვი პე­რი­ოდი აქ­ვს, გარ­კვე­ული ნა­წი­ლი 2020 წლის ან­ალ­იზს ეთ­მო­ბა, რო­ცა პან­დე­მი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­ან­აკ­ლე­ბი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და იმ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბას, რაც დღემ­დე თან სდევს პან­დე­მი­ას.

 

COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვის ამ ნა­წი­ლის მე­თო­დო­ლო­გია მე­ორ­ადი წყა­რო­ებ­ის ან­ალ­იზს ეფ­უძ­ნე­ბო­და. პირ­ვე­ლად­მა კვლე­ვამ პა­სუ­ხი გას­ცა კითხვე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უყ­არა და­მა­ტე­ბით საკ­ვლევ კითხვებს, რომ­ლე­ბიც სხვა მე­თო­დე­ბით ტარ­დე­ბა.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 17/10/2021