საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ეროვნული საკითხის დისკურსი პოსტ-საბჭოთა საქართველოში საქართველოს პრეზიდენტების ოფიციალური გამოსვლების მაგალითზე“

დგინ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არც ერ­თი პრე­ზი­დენ­ტის ოფ­იცი­ალ­ურ გა­მოს­ვლა­სა და მი­მარ­თვა­ში არ არ­ის ერ­ის გა­გე­ბა მხო­ლოდ ერ­თი კუთხით წარ­მო­ჩე­ნი­ლი და ის უფ­რო ეთ­ნი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­გე­ბის გარ­კვე­ულ ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს!

 

მეც­ნი­ერ­ულ­ად არ დას­ტურ­დე­ბა, რომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის ეპ­ოქა მკაც­რი ეთ­ნო­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა!

 

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე მუ­დამ ხაზს უს­ვამ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ლე­რან­ტიზ­მის ტრა­დი­ცი­ებს და ეთ­ნი­კურ შემ­წყნა­რებ­ლო­ბას!

 

მი­ხე­ილ სა­აკ­აშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კა გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­ის სა­მო­ქა­ლა­ქო დის­კურ­სის და­სამ­კვიდ­რებ­ლად და ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა შედ­გო­მი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის.

 

მსგავ­სი ტენ­დეც­ნი­ები შე­ინ­იშ­ნე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ობ­აშ­იც. ორ­ივე მათ­გა­ნი ყვე­ლა მათ გა­მოს­ვლა­სა და ინ­ტერ­ვი­უში ხაზს უს­ვა­მენ რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის, ისე უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თა­ნას­წორ სა­მო­ქა­ლა­ქო როლს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში.

 

ესაა ის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც იკ­ითხე­ბა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბის სა­ლო­მე დუნ­დუ­ას, თა­მარ ქა­რაიას და ზვი­ად აბ­აშ­იძ­ის ნაშ­რომ­ში: „ერ­ოვ­ნუ­ლი სა­კითხის დის­კურ­სი პოსტ-საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის ოფ­იცი­ალ­ური გა­მოს­ვლე­ბის მა­გა­ლით­ზე“.

 

ნაშ­რო­მი და­იწ­ერა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფა­კულ­ტე­ტო გრან­ტის სა­ფუძ­ველ­ზე. კვლე­ვის შე­დე­გებ­სა და ნაშ­რო­მის სა­მეც­ნი­ერო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე გვსა­უბ­რე­ბა თსუ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მცნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ზვი­ად აბ­აშ­იძე:

 

– ნაშ­რო­მის მი­ზა­ნია წარ­მო­სა­ხოს ერ­ისა და ერ­ოვ­ნუ­ლი სა­კითხის დის­კურ­სის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ. კვლე­ვის ობი­ექ­ტად შე­ირ­ჩა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის ოფ­იცი­ალ­ური გა­მოს­ვლე­ბი, ინ­ტერ­ვიუები და სიტყვე­ბი, სა­დაც კი ის­ინი მო­ცე­მულ სა­კითხს ეხ­ები­ან. ჩვე­ნი აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტე­ბის ოფ­იცი­ალ­ური სიტყვე­ბი და ზე­პი­რი მოხ­სე­ნე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე უფ­რო ნათ­ლად ას­ახ­ავს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ამ თვალ­საზ­რი­სით.

 

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის ეპ­ოქა მკაც­რი ეთ­ნო­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა, რო­მელ­მაც დიდ­წი­ლად შე­უწყო ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ეთ­ნი­კურ გა­უცხო­ებ­ას და ეთ­ნო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას. ხში­რად მას მი­აწ­ერ­ენ დე­ვიზს: „სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის­თვის“, თუმ­ცა, გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული კვლე­ვა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­საზ­რე­ბა მცდა­რია და არ ეყ­რდნო­ბა რა­იმე ფაქ­ტობ­რივ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას. გამ­სა­ხურ­დი­ას არც ერთ ოფ­იცი­ალ­ურ გა­მოს­ვლა­სა თუ ინ­ტერ­ვი­უში სა­ქარ­თვე­ლო არ არ­ის მოხ­სე­ნი­ებ­ული ექ­სკლუ­ზი­ურ­ად ეთ­ნი­კურ ქარ­თველ­თა სამ­შობ­ლოდ, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვან როლს უნ­და თა­მა­შობ­დნენ. გამ­სა­ხურ­დი­ას პე­რი­ოდი – ეს პოსტ-კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ფორ­მე­ბის მხო­ლოდ საწყი­სი იყო, რო­მელ­საც უნ­და და­ეძ­ლია საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ობა. სსრკ-ს ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მემ­კვიდ­რე­ობა კი „ერ­ის“ მკაც­რად ეთ­ნი­კუ­რი გა­გე­ბა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც „ერ­ოვ­ნე­ბას“ და „მო­ქა­ლა­ქე­ობ­ას“ მკვეთ­რად მიჯ­ნავ­და ერ­თმა­ნე­თის­გან. გამ­სა­ხურ­დი­ას დროს იწყე­ბა ამ ფე­ნო­მე­ნის ტრან­სფორ­მა­ცი­ის პრო­ცე­სი. ეს იქ­ედ­ან ჩანს, რომ ეთ­ნი­კურ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ეთ­ნი­კუ­რი არ­აქ­არ­თვე­ლე­ბიც მი­იღ­ებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ობ­ას, რაც მა­შინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი დეკ­ლა­რა­ცი­ით დას­ტურ­დე­ბა. პრო­ცე­სი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ალ­ებ­ამ შე­აჩ­ერა.

 

შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბას მო­უხ­და ახ­ალი ძა­ლით და­ეწყო სსრკ-დან გად­მო­ყო­ლი­ლი ერ­ოვ­ნუ­ლი სა­კითხის ტრან­სფორ­მი­რე­ბა, რაც პას­პორ­ტე­ბი­დან „ერ­ოვ­ნუ­ლი“ გრა­ფის ამ­ოღ­ებ­ით და მხო­ლოდ „მო­ქა­ლა­ქე­ობ­ის“ და­ტო­ვე­ბით დას­რულ­და. რა­იმე სხვა ხელ­შე­სა­ხე­ბი პო­ლი­ტი­კა მის დროს არ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულა ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, თუმ­ცა ფორ­მა­ლურ დო­ნე­ზე არც მა­თი შე­მა­ვიწ­რო­ვე­ბე­ლი რა­იმე დის­კურ­სი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, იგი მუ­დამ ხაზს უს­ვამ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ლე­რან­ტიზ­მის ტრა­დი­ცი­ებს და ეთ­ნი­კურ შემ­წყნა­რებ­ლო­ბას.

 

მი­ხე­ილ სა­აკ­აშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კა გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­ის სა­მო­ქა­ლა­ქო დის­კურ­სის და­სამ­კვიდ­რებ­ლად და ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა შედ­გო­მი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი წარ­მა­ტე­ბით და­ინ­ერ­გა (მაგ. 1+4 უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ბა­რე­ბის სის­ტე­მა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თვის), თუმ­ცა პრობ­ლე­მა­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­და­უჭ­რე­ლი დარ­ჩა. სა­აკ­აშ­ვი­ლი­სე­ული დის­კურ­სიც ერ­თგვა­რი ნა­ზა­ვია ერ­ის სა­მო­ქა­ლა­ქო და ეთ­ნი­კუ­რი გა­გე­ბე­ბი­სა (მაგ: ერ­თი მხრივ, ფი­ცი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლავ­თან, ახ­ალი სა­ხელ­მწი­ფო, ქრის­ტი­ან­ული სიმ­ბო­ლი­კით დატ­ვირ­თუ­ლი დრო­შის და გერ­ბის მი­ღე­ბა და, მე­ორე მხრივ, ტო­ლე­რან­ტო­ბის და უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის მი­ღე­ბა და კი­დევ სხვა მრა­ვა­ლი).

 

მსგავ­სი ტენ­დეც­ნი­ები შე­ინ­იშ­ნე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ობ­აშ­იც. ორ­ივე მათ­გა­ნი ყვე­ლა მათ გა­მოს­ვლა­სა და ინ­ტერ­ვი­უში ხაზს უს­ვა­მენ რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის, ისე უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თა­ნას­წორ სა­მო­ქა­ლა­ქო როლს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში, აქ­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან ყუ­რადღე­ბას უთ­მო­ბენ ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის როლ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში. თუმ­ცა, უნ­და ით­ქვას, რომ, მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის ნა­ხევ­რად საპ­რე­ზი­დენ­ტო­დან სა­პარ­ლა­მენ­ტო­ზე გა­დას­ვლის გა­მო, ბო­ლო ორი პრე­ზი­დენ­ტის გავ­ლე­ნა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე მე­ტად შე­სუს­ტე­ბუ­ლია და მა­თი ფორ­მა­ლუ­რი გა­მოს­ვლე­ბი და დის­კურ­სი შე­და­რე­ბით მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვა­ნი გახ­და, მა­თი ად­გი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­მა და­იკ­ავ­ეს.

 

კვლე­ვის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არც ერ­თი პრე­ზი­დენ­ტის ოფ­იცი­ალ­ურ გა­მოს­ვლა­სა და მი­მარ­თვა­ში არ არ­ის ერ­ის გა­გე­ბა მხო­ლოდ ერ­თი კუთხით წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ის უფ­რო ეთ­ნი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­გე­ბის გარ­კვე­ულ ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს და ვი­თა­რე­ბის­და მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს, ერ­თი მხრივ, გარ­კვე­ული ხარ­კია მო­სახ­ლე­ობ­აში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერ­ის ეთ­ნო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სად­მი და, მე­ორე მხრივ, მცდე­ლო­ბა – ერი უფ­რო სა­მო­ქა­ლა­ქო ერ­თო­ბის გა­გე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რა­თა და­შორ­დეს საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ას და ხე­ლი შე­ეწყოს და­სავ­ლუ­რი ტი­პის ერი-სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 17/10/2021