საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ – წიგნი, რომელიც ყველასთვის დაიწერა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო-პო­პუ­ლა­რულ სა­გა­მომ­ცემ­ლო სივ­რცე­ში პირ­ვე­ლად გა­მო­იცა წიგ­ნი, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო გა­მოს­ვლის მნიშ­ვნე­ლო­ბას აან­ალ­იზ­ებს და სა­ზო­გა­დო­ებ­ას სა­ჯა­რო გა­მოს­ვლის ხე­ლოვ­ნე­ბის და­სა­უფ­ლებ­ლად პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებს სთა­ვა­ზობს. წიგ­ნის — „ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ სა­უბ­რის შე­სა­ხებ“ — ავ­ტო­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, სტრა­ტე­გი­ული კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის სპე­ცი­ალ­ის­ტი ნა­ტა ას­ათი­ანია. ახ­ალი გა­მო­ცე­მის პრე­ზენ­ტა­ცია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­იმ­არ­თა.

 

ნა­ტა ას­ათი­ანი წიგ­ნში „ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ სა­უბ­რის შე­სა­ხებ“ მსოფ­ლიო მას­შტა­ბის ორ­ატ­ორ­ებ­ის (პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მეც­ნი­ერ­ები, კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი) გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად მკითხველს სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლე­ბი­სას მი­ღე­ბულ სა­კუ­თარ 20 წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბა­საც უზი­არ­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მა­ტე­ბულ უცხო­ელ სა­ჯა­რო გა­მომ­სვლელ­თა ის­ტო­რი­ებ­ის, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გა­დად სა­ჯა­როდ სა­უბ­რის თვალ­საზ­რი­სით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის და ას­ევე აუდ­იტ­ორი­ის შეს­წავ­ლა-გა­ან­ალ­იზ­ებ­ის შე­დე­გად ნა­ტა ას­ათი­ან­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ას ზუს­ტად ის ინ­ფორ­მა­ცია შეს­თა­ვა­ზა, რი­სი ცოდ­ნის დე­ფი­ცი­ტიც არ­სე­ბობს.

 

  • სა­ჯა­როდ სა­უბ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა
  • სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლის სირ­თუ­ლე­ები და დაძ­ლე­ვის გზე­ბი
  • ონ­ლა­ინ სა­უბ­რე­ბი, რო­გორც „გა­მოწ­ვე­ვა 2020“ (პა­დე­მი­ის რე­ალ­ობ­ის კონ­ტექ­სტში“
  • სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლის სტრუქ­ტუ­ირ­ება
  • აუდ­იტ­ორი­ის შეს­წავ­ლის მე­თო­დე­ბი
  • მოს­მე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა
  • არ­ავ­ერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად და ა.შ.

 

„ამ წიგ­ნში ვრცლად არ­ის მი­მო­ხი­ლუ­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლის სტრა­ტე­გია და ის ნა­ბი­ჯე­ბი, რაც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. შეხ­ვდე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რო­გორ მი­იპყროთ აუდ­იტ­ორი­ის ყუ­რადღე­ბა, რო­გორ აჩ­ვე­ნოთ თქვე­ნი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა, რა ნა­წი­ლე­ბის­გან უნ­და ააგ­ოთ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა.

 

ეს წიგ­ნი არ გვიყ­ვე­ბა, თუ რო­გორ გავ­ხდეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, ეს წიგ­ნი მხო­ლოდ იმ­ას გვირ­ჩევს, თუ რო­გორ მო­ვახ­დი­ნოთ ჩვე­ნი ნი­ჭის უკ­ეთ რე­ალ­იზ­ება და აუდ­იტ­ორი­ამ­დე სათ­ქმე­ლის მი­ტა­ნა; ას­ევე, გვიყ­ვე­ბა იმ­აზე, თუ რო­გორ დავ­ძლი­ოთ სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლის ში­ში, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ბევრ რა­ღა­ცა­ზე გვათ­ქმე­ვი­ნა უარი. ყვე­ლა ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ჯა­რო ფი­გუ­რა, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­ურე­ატი სიტყვით გა­მოს­ვლი­სას სწო­რედ ისე ღე­ლავ­და, რო­გორც ვღე­ლავ­დი მე ჩე­მი პირ­ვე­ლი წიგ­ნის წარ­დგე­ნი­სას. აღ­ელ­ვე­ბა სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლი­სას ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ამ­ბა­ვია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ წიგ­ნში ამ დე­ტალ­ზე გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი ძა­ლი­ან ბევრ ად­ამი­ანს და­ეხ­მა­რე­ბა უხ­ერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდის დაძ­ლე­ვა­ში“, — გა­ნაცხა­და წიგ­ნის ავ­ტორ­მა.

 

ნე­ბის­მი­ერ ად­ამი­ანს, მათ შო­რის, მოს­წავ­ლეს, სტუ­დენ­ტს, პო­ლი­ტი­კოსს, ბიზ­ნეს­მენს, ჟურ­ნა­ლის­ტს, ექ­იმს, მას­წავ­ლე­ბელს, პრო­ფე­სორს სხვა და სხვა ინ­ტე­სი­ვო­ბით უწ­ევს სა­ჯა­როდ სა­უბ­არი. ლექ­ცი­ებ­ის, პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ის, სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბი­სას, თუნ­დაც, სამ­სა­ხუ­რის ძი­ებ­ის პრო­ცეს­ში გა­სა­უბ­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას თი­თოეული მათ­გა­ნი დგე­ბა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე — თუ რო­გორ მი­იტ­ან­ოს მსმე­ნე­ლამ­დე სა­კუ­თა­რი სათ­ქმე­ლი. სწო­რედ ამ კონ­ტექ­სტში შე­აფ­ასა ახ­ალი გა­მო­ცე­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ, რო­მელ­მაც წიგ­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ „ეს წიგ­ნი არ­ის ყვე­ლას­თვის“.

 

„ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მკითხეს — თუ ვის­თვის არ­ის ეს წიგ­ნი და ვუ­პა­სუ­ხე, რომ წიგ­ნი გან­კუთ­ვნი­ლია მათ­თვის, ვი­საც აქ­ვს სა­შუ­ალ­ება — გა­მო­ვი­დეს სა­ჯა­როდ, თუმ­ცა მე­რე დავ­ფიქ­რდი: რა­ტომ აქ­ამ­დე არ­ავ­ის არ გა­უკ­ეთ­ებია ის, რაც გა­აკ­ეთა ნა­ტა ას­ათი­ან­მა, რად­გან ჯერ კი­დევ ავ­ად­სახ­სე­ნე­ბელ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­დო­და მუ­შა, მე­შახ­ტე და ძა­ლი­ან და­ლა­გე­ბუ­ლად გად­მოს­ცემ­და სა­კუ­თარ აზ­რს... ამ­ავე დროს, გა­მო­დი­ოდ­ნენ ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლებ­საც უჭ­ირ­დათ სათ­ქმე­ლის გა­სა­გე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. სი­ახ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს, რომ დღეს ბევრ პო­ლი­ტი­კოს­საც უჭ­ირს სა­კუ­თა­რი აზ­რის გად­მო­ცე­მა. ამ­ის მი­ზე­ზი არ­ის ის, რომ არ გვქონ­და შე­სა­ბა­მი­სი წიგ­ნი, რო­მე­ლიც დაგ­ვა­ნა­ხებ­და პრობ­ლე­მას და სა­შუ­ალ­ებ­ას მოგ­ვცემ­და გა­მოგ­ვეს­წო­რე­ბი­ნა ჩვე­ნი მეტყვე­ლე­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნ­არ­ები. დღეს გვაქ­ვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და­წე­რი­ლი ნაშ­რო­მი, რომ­ლის ბო­ლო გვერ­დზე წე­რია: „ეს წიგ­ნი არ­ის ყვე­ლას­თვის, ვი­საც სურს გაიუმჯობესოს“... და გრძე­ლი სია. მე ამ ჩა­მო­ნათ­ვალს შე­ვა­მოკ­ლებ­დი, რად­გან წიგ­ნი „ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ სა­უბ­რის შე­სა­ხებ“ არ­ის ყვე­ლას­თვის“, — აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

 

წიგ­ნის ავ­ტო­რის ნა­ტა ას­ათი­ან­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რია და, ას­ევე, წიგ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბის თა­ობ­აზე ისა­უბ­რა კავ­კა­სი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა კა­ხა შენ­გე­ლი­ამ­აც: „ნა­ტა ას­ათი­ან­ზე მწე­რენ, ლა­პა­რა­კო­ბენ და, ზო­გა­დად, ყვე­ბი­ან ძა­ლი­ან ბევრ და­დე­ბითს ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რად­გან ას­ეთ უკ­უკ­ავ­შირს ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის შე­ფა­სე­ბი­სას. რაც შე­ეხ­ება წიგ­ნს, დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გითხრათ, რომ 2004 წელს, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ვი­ყა­ვი, წა­კითხუ­ლი რომ მქო­ნო­და „ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ სა­უბ­რის შე­სა­ხებ“, გა­ცი­ლე­ბით უკ­ეთ შევ­ძლებ­დი ჩე­მი სათ­ქმე­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­ამ­დე მი­ტა­ნას. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ახ­ლაც, წიგ­ნის წა­კითხვის შემ­დეგ, ჩე­მი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხა­რის­ხი აუდ­იტ­ორი­ას­თან ბევ­რად გა­იზ­რდე­ბა.“

 

„ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ სა­უბ­რის შე­სა­ხებ“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-მა „ლურ­ჯი ოკე­ან­ის“ გრი­ფით გა­მოს­ცა, რო­მე­ლიც 2015 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლი­ოში აღი­არ­ებ­ულ ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­მოს­ცემს. „ლურ­ჯი ოკე­ანე“ ნა­ტა ას­ათი­ან­ის ნაშ­რო­მით მი­სი თე­მა­ტი­კის აქ­ტუ­ალ­ურ­ობ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე და­ინ­ტე­რეს­და, რად­გან, რო­გორც პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნაია აბ­აშ­იძ­ემ აღ­ნიშ­ნა, თა­მა­მად და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად სა­უბ­რის პრობ­ლე­მა დღეს ძა­ლი­ან ბევრ ად­ამი­ანს აწ­უხ­ებს.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ლურ­ჯი ოკე­ან­ის“ გი­ფით გა­მო­ცე­მუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მკითხვე­ლის ფარ­თო წრე­ზეა გათ­ვლი­ლი — გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებ­ის­თვის, ას­ევე დამ­წყებ­თათ­ვის. ნა­ტა ას­ათი­ან­ის წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­აზე შეკ­რე­ბილ­მა დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტებ­მა ახ­ალი გა­მო­ცე­მის სწო­რედ ამ მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ­ზე ისა­უბ­რეს — „ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ სა­უბ­რის შე­სა­ხებ“ ავ­სებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ისა და პი­არ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის დე­ფი­ციტს და მი­სი წა­კითხვა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია რო­გორც სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ად­ამი­ან­ებ­ის­თვის, ას­ევე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ის­თვის“ — აღ­ნიშ­ნეს მათ. ამ­ას ავ­ტო­რის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზო­მი­ერი სირ­თუ­ლის ლექ­სი­კა და თხრო­ბის მა­ნე­რა გა­ნა­პი­რო­ბებს — წიგ­ნი „ერ­თი ამ­ოს­უნ­თქვით იკ­ითხე­ბა“ და სა­ჯა­როდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად სა­უბ­რის­თვის მო­ცე­მუ­ლი რჩე­ვე­ბი შე­სა­ბა­მი­სი მა­გა­ლი­თე­ბით არ­ის გან­მარ­ტე­ბუ­ლი.

 

„მად­ლო­ბა ავ­ტორს ამ წიგ­ნის­თვის, რად­გან სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის შე­სა­ხებ ამ სტი­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რა ქარ­თულ რე­ალ­ობ­აში არ არ­სე­ბობ­და. ვფიქ­რობ, წიგ­ნის გაც­ნო­ბის შემ­დეგ მკითხვე­ლი (სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, სტუ­დენ­ტი...) უფ­რო მეტს გა­იგ­ებს, იქ­ნე­ბა უკ­ეთ­ესი გა­მოს­ვლე­ბი და ნაკ­ლე­ბი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა“, — გა­ნაცხა­და პი­არ­ის სპე­ცი­ალ­ის­ტმა თორ­ნი­კე გუ­რულ­მა.

 

„ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ სა­უბ­რის შე­სა­ხებ“ ძა­ლი­ან სა­ჭი­რო გა­მო­ცე­მაა. ჩვენ ვცხოვ­რობთ ყუ­რადღე­ბის მიპყრო­ბის ეპ­ოქ­აში, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე წინ­სვლა გა­მო­რიცხუ­ლია. „ამ­ირ­ან გულ­ში მღე­რო­და“ — მიდ­გო­მა არ მუ­შა­ობს, ამ­იტ­ომ ახ­ალ გა­მო­ცე­მა­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ­ის ძა­ლი­ან კარ­გი ბა­ზა იმ­ის­თვის, რომ ად­ამი­ან­ებ­მა დახ­ვე­წონ სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლის უნ­არ­ები,“ — აღ­ნიშ­ნა ალ­ექ­სი ჩი­ქო­ვან­მა.

 

„20 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ, ბევ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და­წე­რი­ლა, თუმ­ცა პა­რა­დოქ­სია, რო­დე­საც სტუ­დენ­ტე­ბი მოგ­ვამ­რთა­ვენ თხოვ­ნით — ვურ­ჩი­ოთ წა­სა­კითხი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ვურ­ჩევთ პრაქ­ტი­კულ აქ­ტი­ვო­ბებს. სწო­რედ აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მი­ხარ­და ამ წიგ­ნის გა­მოს­ვლა, რად­გან ახ­ლა თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვურ­ჩიო ახ­ალ­გაზ­რდებს ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­იდ­ან­აც მი­იღ­ებ­ენ სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას. გა­მო­ცე­მა­ში თავ­მოყ­რი­ლია სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, იმ ად­ამი­ან­ებ­ის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი, ვი­საც ხში­რად უწ­ევ­დათ სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლა... თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ნა­ძე­ნი და ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც წიგ­ნი იკ­ითხე­ბა თა­ვი­სუფ­ლად“, – ეს შე­ფა­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ბა­ტე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, ფსი­ქო­ლოგ თი­ნა­თინ ცერ­ცვა­ძეს ეკ­უთ­ვნის.

 

„ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ სა­უბ­რის შე­სა­ხებ“ ნა­ტა ას­ათი­ან­მა შვი­ლებს — რე­ზო­სა და სან­დროს მი­უძ­ღვნა. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ზოგ­ჯერ სახ­ლში სა­დი­ლის ნაც­ვლად წიგ­ნის ახ­ალი და­წე­რი­ლი თა­ვი ხვდე­ბო­დათ, პა­ტა­რა რე­ზო და სან­დრო გა­გე­ბით და მოთ­მი­ნე­ბით ელ­ოდ­ნენ წიგ­ნის დას­რუ­ლე­ბას.

 

ახ­ალი გა­მო­ცე­მა მკითხვე­ლის ფარ­თო წრის­თვის უკ­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

თარიღი: 17/10/2021