Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-04-13
Beginning 13:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე.

13 აპრილს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაჯილდოვდებიან სტუდენტები, რომლებმაც  24 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარებულ სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაში „იმპერიიდან ოკუპაციამდე“ მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის სამუშაო თემებს წარმოადგენდა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ინტელექტუალური, სოციალური და კულტურული ისტორია (1880-1921 წწ); რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური ისტორია (1881-1921 წწ). კონფერენციაში მონაწილეობა სამივე საფეხურის 9 სტუდენტმა მიიღო.

 

Related events