საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-04-13
თარიღი 13:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე.

13 აპრილს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაჯილდოვდებიან სტუდენტები, რომლებმაც  24 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარებულ სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაში „იმპერიიდან ოკუპაციამდე“ მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის სამუშაო თემებს წარმოადგენდა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ინტელექტუალური, სოციალური და კულტურული ისტორია (1880-1921 წწ); რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური ისტორია (1881-1921 წწ). კონფერენციაში მონაწილეობა სამივე საფეხურის 9 სტუდენტმა მიიღო.

 

მსგავსი ღონისძიებები