ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, 7 ნოემბერს, მასპინძლობს მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები, რომელთა რაოდენობა 70-ს აჭარბებს.
კონფერენცია გაიხსნება დილის 9:00 საათზე, პლენარულ სხდომას გაუძღვება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე.
შეკრებილ საზოგადოებას, ონლაინ ჩართვით, მიმართავს ცნობილი ამერიკელი მეცნიერ-ეკონომისტი, თსუ-ის საპატიო დოქტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი დევიდ საქსი.
პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ, მუშაობა გაგრძელდება სექციებში. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილია 12 სექცია. დღის ბოლოს გაიმართება შემაჯამებელი სხდომა, რითაც მე-10 საერთაშორისო კონფერენცია დასრულდება.