საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-11-07
თარიღი 9:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, 7 ნოემბერს,  მასპინძლობს მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები, რომელთა რაოდენობა 70-ს აჭარბებს.

კონფერენცია გაიხსნება დილის 9:00 საათზე,  პლენარულ სხდომას  გაუძღვება ეკონომიკისა  და ბიზნესის  ფაკულტეტის  დეკანი  პროფესორი  გიორგი ღაღანიძე.

შეკრებილ საზოგადოებას, ონლაინ ჩართვით, მიმართავს ცნობილი ამერიკელი მეცნიერ-ეკონომისტი, თსუ-ის საპატიო დოქტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი დევიდ საქსი.

პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ, მუშაობა გაგრძელდება სექციებში. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილია 12 სექცია. დღის ბოლოს გაიმართება შემაჯამებელი სხდომა, რითაც მე-10 საერთაშორისო კონფერენცია დასრულდება.

 

 

მსგავსი ღონისძიებები