Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი   ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის   სასერტიფიკატო კურსის „სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების საფუძვლები და ფასების ფორმირება მშენებლობაში“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2021 წლის 01 აპრილის   N36/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2021 წლის 01 აპრილის N5925/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის    სასერტიფიკატო   კურსის   „სახარჯთაღრიცხვო   გაანგარიშების   საფუძვლები   და   ფასების ფორმირება მშენებლობაში“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 20 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის   განისაზღვროს 500  ლარის ოდენობით;
2. უნივერისტეტში დასაქმებულ იმ პირებს, რომელთა სამუშაო სპეციფიკა (ფუნქციები) თანხვედრაშია სასერტიფიკატო კურსის თემატიკით გათვალისწინებულ საკითხებთან, მიეცეთ უფლება ზემოაღნიშნული კურსი გაიარონ უფასოდ.
3.  ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 75 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
4. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   გაცნობა   დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ბრძანების  განთავსება  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე