,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის სასერტიფიკატო კურსის „სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების საფუძვლები და ფასების ფორმირება მშენებლობაში“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2021 წლის 01 აპრილის N36/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2021 წლის 01 აპრილის N5925/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების საფუძვლები და ფასების ფორმირება მშენებლობაში“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 20 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით;
2. უნივერისტეტში დასაქმებულ იმ პირებს, რომელთა სამუშაო სპეციფიკა (ფუნქციები) თანხვედრაშია სასერტიფიკატო კურსის თემატიკით გათვალისწინებულ საკითხებთან, მიეცეთ უფლება ზემოაღნიშნული კურსი გაიარონ უფასოდ.
3. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 75 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე