Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი      ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013   წლის   11   სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული სსიპ   -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ტრენერების ტრენინგი (ინტენსიური კურსი)“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2022 წლის 15 თებერვლის   N41/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის  N3305/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ტრენერების ტრენინგი (ინტენსიური კურსი)“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 22 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის        განისაზღვროს 300    ლარის ოდენობით; თსუ-ის თანამშრომლებისათვის - 250 ლარით; თსუ-ის სტუდენტებისათვის - 200 ლარით;
2.    კურსის      ღირებულება      კორპორატიული      დაკვეთის      შეთხვევაში      განისაზღვროს ინდივიდუალური    ხელშეკრულებით,     თუმცა     არა     ნაკლებ     200     ლარისა     ერთი მსმენელისათვის;
3.    ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 55 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
4.    დაევალოს       უნივერსიტეტის       კანცელარიას       წინამდებარე       ბრძანების       გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.    დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტს    ბრძანების    განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; 
6.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე