,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ტრენერების ტრენინგი (ინტენსიური კურსი)“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2022 წლის 15 თებერვლის N41/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3305/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ტრენერების ტრენინგი (ინტენსიური კურსი)“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 22 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით; თსუ-ის თანამშრომლებისათვის - 250 ლარით; თსუ-ის სტუდენტებისათვის - 200 ლარით;
2. კურსის ღირებულება კორპორატიული დაკვეთის შეთხვევაში განისაზღვროს ინდივიდუალური ხელშეკრულებით, თუმცა არა ნაკლებ 200 ლარისა ერთი მსმენელისათვის;
3. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 55 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე