Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 11 მარტის MES 5 21 0000215081 ბრძანების („პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის №656 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულების“ 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 96/2019 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის“ მე-11, მე-12 და მე-14 მუხლების, ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 17 თებერვლის №3425/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციის შესაბამისად (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საბაჟო საქმე“ (თბილისი, ქუთაისი) დანართი N1);
2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საბაჟო საქმე“   ამოქმედება მოხდეს 2022 წელს პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადების დღიდან.
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საბაჟო საქმე“ 2020 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დაამთავრონ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, რომელზეც განხორციელდა მათი ჩარიცხვა.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამისი  სტრუქტურული  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე