Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის   2013   წლის   11   სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული სსიპ   -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი   განათლების   ცენტრის   სასერტიფიკატო   კურსის „დაპროგრამება C++ ენაზე (საბაზისო კურსი)“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 01 აპრილის N70/01-01, 2020 წლის 16 ოქტომბრის N206/01-01 და 2022 წლის 21 თებერვლის N49/01-01 ბრძანებებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2022 წლის 31 ოქტომბრის  N28486/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსების „უნგრული ენის საბაზისო კურსი A1.1. და A1.2.“,  „უნგრული ენის საბაზისო კურსი A2.1.“ და   „უნგრული ენის კურსი - საბაზისო დონე A2.2“,     ერთი კურსის დონის საფეხურის მოცულობა განისაზღვროს 42 საათით;
ა) კურსის ერთ-ერთი ეტაპის გავლა   თსუ-ის სტუდენტისთვის - უფასო;
ბ) თსუ-ის  სტუდენტისთვის    კურსის    შემდეგი  დონის  საფეხურზე  დარეგისტრირების  შემთხვევაში ღირებულება განისაზღვროს   100 ლარით;
გ) უნგრული ენის კურსის თითოეული დონის ღირებულება მსმენელისათვის  განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით;
2. კურსების ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად, ანაზღაურების გარეშე.
3. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გაცნობა    დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ლაშა საღინაძე