,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „დაპროგრამება C++ ენაზე (საბაზისო კურსი)“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 01 აპრილის N70/01-01, 2020 წლის 16 ოქტომბრის N206/01-01 და 2022 წლის 21 თებერვლის N49/01-01 ბრძანებებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 31 ოქტომბრის N28486/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსების „უნგრული ენის საბაზისო კურსი A1.1. და A1.2.“, „უნგრული ენის საბაზისო კურსი A2.1.“ და „უნგრული ენის კურსი - საბაზისო დონე A2.2“, ერთი კურსის დონის საფეხურის მოცულობა განისაზღვროს 42 საათით;
ა) კურსის ერთ-ერთი ეტაპის გავლა თსუ-ის სტუდენტისთვის - უფასო;
ბ) თსუ-ის სტუდენტისთვის კურსის შემდეგი დონის საფეხურზე დარეგისტრირების შემთხვევაში ღირებულება განისაზღვროს 100 ლარით;
გ) უნგრული ენის კურსის თითოეული დონის ღირებულება მსმენელისათვის განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით;
2. კურსების ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად, ანაზღაურების გარეშე.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე