Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტების, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35- ე მუხლის  მე- 3 პუნქტის, „კორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა", „ბ" და  „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე- 3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის   აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის   N118 დადგენილების  - „ სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N10 29. 12. 2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს   2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების  - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი,  ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა  და პირობების  დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3,18.03.2024წ),  „სსიპ  - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2025 წლის   25 ივლისის  № 12/04 ერთობლივი ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2025 წლის 4 აგვისტოს N19540/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის   ასისტენტ-პროფესორად   4   (ოთხი)   წლის   ვადით   შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 24 ოქტომბრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის   სასწავლო– სამეცნიერო ინსტიტუტი
ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური  ლიტერატურა) ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია) ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური  ენა)
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია) ვიზუალური ხელოვნების  სასწავლო– სამეცნიერო ინსტიტუტი სახვითი  ხელოვნების კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია) თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების  სასწავლო– სამეცნიერო ინსტიტუტი
თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების  კათედრა ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („გ“ კატეგორია) ფილოსოფიის სასწავლო– სამეცნიერო ინსტიტუტი თეორიული ფილოსოფიის  კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია)
5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის  ანკეტა, შევსებული დადგენილი  ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა  იყოს როგორც ნაბეჭდი,  ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო  ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
ვ)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი;
6.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 22 სექტემბრის  ჩათვლით, 9-დან 17 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო  დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი  ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7.   ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური  საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე)  და  დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;
9.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 172/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია  თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ     - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 25 ივლისის №12/04 ერთობლივი ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2025 წლის 4 აგვისტოს N19540/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 24 ოქტომბრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
არქეოლოგიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 2  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)

აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
არაბისტიკის  კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 3  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული („გ“კატეგორია)

ირანისტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)
ასოცირებული პროფესორი - 2  საშტატო ერთეული („ბ“კატეგორია)
ასოცირებული პროფესორი - 2  საშტატო ერთეული („გ“კატეგორია)

თურქოლოგიის  კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)

არმენოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)

ასირიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)

ებრაისტიკა–არამეისტიკის  კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)

აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა (შორეული აღმოსავლეთის ისტორია)
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)

აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა (თურქეთის ისტორია)
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)

დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური  ენა)

ასოცირებული პროფესორი - 3  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)

გერმანული   ფილოლოგიის კათედრა (გერმანული ლიტერატურა) - ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“კატეგორია) 
გერმანული ფილოლოგიის კათედრა (გერმანული ენა) - ასოცირებული პროფესორი - 4  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

რომანული ფილოლოგიის კათედრა (ესპანისტიკა) - ასოცირებული პროფესორი -  1
საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ვიზუალური ხელოვნების  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი სახვითი  ხელოვნების კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრა

ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი კავკასიური  ენების კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

კლასიკური   ფილოლოგიის,  ბიზანტინისტიკისა   და   ნეოგრეცისტიკის   სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
კლასიკური ფილოლოგიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია) 
ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („გ“კატეგორია)

კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
კულტურის კვლევების კათედრა

ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ახალი და უახლესი  ისტორიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

შუა საუკუნის ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

საქართველოს ისტორიის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი -   3  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („გ“კატეგორია) 

სლავისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
რუსული ლიტერატურის  კათედრა

ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

რუსული ენის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პოლიტიკური ფილოსოფიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ახალი ქართული ენის კათედრა

ასოცირებული პროფესორი -   7  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ქართული ლიტერატურის  ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ფოლკლორისტიკის კათედრა

ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ახალი ქართული ლიტერატურის  ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

უახლესი ქართული ლიტერატურის  ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ძველი ქართული ლიტერატურის  ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)
ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („გ“კატეგორია)

ხელოვნების ისტორიისა და თეორიის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი -   3  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

თეორიული   და   შედარებითი   ლიტერატურათმცოდნეობის   სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)


5. ასოცირებული   პროფესორების თანამდებობაზე   ასარჩევმა  კანდიდატმა      უნდა წარმოადგინოს: 
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) ცნობა  „სქესობრივი   თავისუფლებისა   და  ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით, 9-დან 17 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207; 
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური  საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური  ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;
9.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 173/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი,  პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების  დამადასტურებელი   სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის №284/01-01 ბრძანებაში დამატების  შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს № 1-1/345 ბრძანების, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51- ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57- ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  - დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ"  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.შეტანილ იქნეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი, პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი      სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის N284/01-01 ბრძანების პირველი პუნქტში და „ს“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ტ) მაგისტრის დიპლომის ფორმა წარჩინების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამის კურსდამთავრებულთათვის“.

„უ) მაგისტრის დიპლომის ფორმა ჩვეულებრივი სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ  - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამის კურსდამთავრებულთათვის“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს მისი გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 174/01-01  

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება  „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის  სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის  შესახებ“  რექტორის   2024 წლის   22 ივლისის    N206/01-01 ბრძანების „1.1.“ პუნქტში და  „გ.ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი:

„გ.ზ) უცხო  ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების, სტაჟირების, გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების „1.1.“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდები  დაენიშნოთ
15-19 სექტემბრის პერიოდში.”

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 175/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, ,,კორუფციის   წინააღმდეგ  ბრძოლის  შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის  მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე  მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური   საბჭოს  2014 წლის  22 დეკემბრის  N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში   მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის  (პროფესორი, ასოცირებული  პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი)  აფილირების  წესისა  და  პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ),
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 25 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა       ფაკულტეტის დეკანის  სალომე დუნდუას   2025 წლის    4 აგვისტოს N19471/30 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს    კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი)  წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის მქონე პირი,  რომელსაც აქვს  არანაკლებ 3  (სამი)  წლის  სამეცნიერო  -  პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ოქტომბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
ასოცირებული  პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება
ასოცირებული  პროფესორი - 1 საშტატო ერთეული -   (კატეგორია „ა“)

სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის (სოციალური მუშაობა) მიმართულება
ასოცირებული პროფესორი -  1 საშტატო ერთეული - (კატეგორია „ა“)

სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის (სოციოლოგია) მიმართულება
ასოცირებული პროფესორი -  1 საშტატო ერთეული - (კატეგორია „ბ“).

5. ასოცირებული  პროფესორის  თანამდებობაზე    ასარჩევმა   კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი   ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა   „სქესობრივი   თავისუფლებისა    და   ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)  სამეცნიერო-პედაგოგიური    მუშაობის   გამოცდილების    დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.   ასოცირებული   პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევი  კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური  საბჭოს
2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების 
შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური  თანამდებობის დაკავებისთანავე)  და დაადასტუროს  ინფორმაცია იმის  შესახებ,  რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8 სექტემბრიდან  2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი  ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N 203;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  „თბილისის  უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო    დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის სამსახური,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 176/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-3 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლის  შესახებ’’ საქართველოს კანონის  მე-13 მუხლის  მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის  მე-3 პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს     2014 წლის  22 დეკემბრის  N118 დადგენილების  - „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის   სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ  - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის  (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი)  აფილირების  წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 25 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  სალომე დუნდუას 2025 წლის  4 აგვისტოს N19471/30 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ    და    პოლიტიკურ     მეცნიერებათა
ფაკულტეტზე  ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის  ასისტენტ  -  პროფესორად 4  (ოთხი)   წლის  ვადით   შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან   2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ოქტომბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: 

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“) 
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება 
ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“) 
ინტერდისციპლინური მიმართულება
ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)

5. ასისტენტ  -  პროფესორის თანამდებობაზე  ასარჩევმა კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი   ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა   „სქესობრივი   თავისუფლებისა    და   ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი  გამოცდილების   ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; თ) სამოტივაციო წერილი;
6.  ასისტენტ  -  პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევი კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური  საბჭოს
2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური  ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; 
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8 სექტემბრიდან  2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი  ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N 203;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  „თბილისის  უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის სამსახური,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 177/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის – შალომ დავიდისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’ საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის    პირველის   ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    დამტკიცების   თაობაზე’’   საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2025 წლის 15 ივლისის N17536/27 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2025  წლის 10-13 სექტემბერს სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის – შალომ დავიდისადმი მიძღვნილი  ღონისძიებების  ჩატარების  მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია - თსუ რექტორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო    კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  პრეზიდენტი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
გ) თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა  და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
დ) ლაშა საღინაძე - თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ)  დარეჯან თვალთვაძე - თსუ ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;

ზ) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული  ურთიერთობების  ს/ს  ინსტიტუტის  ხელმძღვანელი, პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
თ)  ნინო  ჩიქოვანი  -  თსუ   ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის   პროფესორი -

საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;

ი) ეკატერინე ნავროზაშვილი  - თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო  კვლევებისა  და  განვითარების  სამსახურის   უფროსი,  ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
კ) დარეჯან  გარდავაძე - თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის  უფროსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ლ) თინათინ  ბოლქვაძე - თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
მ)  ლალი გულედანი   -  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  ისრაელის ცენტრის კონსულტანტი; საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ნ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი   - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ო)   თეა   გერგედავა   -   თსუ    საგარეო  ურთიერთობათა    დეპარტამენტის    უფროსი   -

საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;

პ) მაია გურაბანიძე - თსუ მუზეუმის დირექტორი   -   საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;

ჟ) მანანა ლილუაშვილი - თსუ  მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებისა და დროებითი გამოფენების კურატორი   -   საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
რ) კახაბერ რუსიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი - საორგანიზაციო  კომიტეტის წევრი;
ს) ნინო უგრეხელიძე - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; 
ტ) ლევან კერესელიძე - უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
უ) იოსებ სოფრომაძე - უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

2.  დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა, წინამდებარე ბრძანებას თანდართული სახით (დანართი N1).
3.  დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს   ხარჯთაღრიცხვის   შესაბამისად   დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური  უზრუნველყოფა.
4.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  კონფერენციის ტექნიკური მხარდაჭერა.
5. დაევალოს მატერიალური  რესურსების  მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და  სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმის ადმინისტრაციას გამოფენის მოწყობა.
8. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას სამენოვანი ბუკლეტის “შალომ დავიდი - ქართულ-ებრაული კულტურის მოამაგე” დაბეჭდვა.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 

View More

Order N: 164/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,კორუფციის  წინააღმდეგ  ბრძოლის  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   აკადემიური   საბჭოს     2014 წლის     22 დეკემბრის     N118 დადგენილების  - „სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის    სამსახურში    მიღებისა    და    კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების  - „სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის  (პროფესორი,  ასოცირებული  პროფესორი, ასისტენტ პროფესორი,  ასისტენტი)  აფილირების  წესისა  და  პირობების  დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის   დამტკიცების   შესახებ“   თსუ   რექტორის   და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  25 ივლისის  N12/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პეტრე ბაბილუას 2025 წლის 4 აგვისტოს N19483/28 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს    კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად;

2.   უნივერსიტეტის  ასისტენტ  -  პროფესორად  4  (ოთხი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.  კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 17 ოქტომბრისა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ქიმიის დეპარტამენტი მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრა
ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

5. ასისტენტ  -  პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევმა  კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე)  და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის    საკონკურსო 
დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 166/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლის  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  25 ივლისის  N12/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პეტრე ბაბილუას 2025 წლის 4 აგვისტოს N19483/28 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ  პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 17 ოქტომბრისა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ბიოლოგიის დეპარტამენტი

გენეტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
მცენარეთა ფიზიოლოგიის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი -1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
გეოგრაფიის დეპარტამენტი ნიადაგების გეოგრაფიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
საქართველოს გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია

გეოლოგიის დეპარტამენტი
მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
 

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
თეორიული ინფორმატიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია,
1 საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია,
1 საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
 

მათემატიკის დეპარტამენტი
ალბათობის თეორისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა 

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
ალგებრა-გეომეტრიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
დიფერენციალური განტოლებების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული - ა კატეგორია,
1 საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
მათემატიკური ანალიზის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
მათემატიკის დეპარტამენტი,  კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრა (ინტერდისციპლინური)

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრა (ინტერდისციპლინური)
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - ა კატეგორია,
2  საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
 

ფიზიკის დეპარტამენტი
ატომისა და ატომბირთვის ფიზიკის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
ელემენტარული ნაწილაკების და კვანტური ველების კათედრა
ასოცირებული პროფესორი -1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
რადიოფიზიკის, ფიზიკური პროცესების მოდელირების მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
 

ქიმიის დეპარტამენტი
ზოგადი, არაორგანული, მეტალორგანული ქიმიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
 


5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა  „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 167/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  ასისტენტ  - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ  " საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე -2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-13  მუხლის  მე-2  პუნქტის,  მე-18  პუნქტის  ,,ბ’’  ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და   მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის       სახელობის თბილისის  სახელმწიფო   უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის , მე -8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   აკადემიური    პერსონალის  სამსახურში     მიღებისა    და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების  - „სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის  (პროფესორი,  ასოცირეული  პროფესორი, ასისტენტ პროფესორი,  ასისტენტი)  აფილირების  წესისა  და  პირობების  დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია    თსუ    წარმომადგენლობითი    საბჭოს    მიერ,    ოქმი    №3 18.03.2024წ), „სსიპ  - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 25 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა  და  ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის  გიორგი ღაღანიძის 2025 წლის 30 ივლისის  N19046/29 და 4 აგვისტოს 19544/29  წერილების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე

საგანმანათლებლო დისციპლინების ინგლისურ ენაზე წარმართვის მიზნით) ასისტენტ
- პროფესორის სამსახურში მისაღებად.
2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი)  წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
3. კონკურსი   გამოცხადდეს   2025 წლის     7 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ  საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 15 ოქტომბრისა.
4. კონკურსი     გამოცხადდეს     ეკონომიკისა     და          ფაკულტეტის     (ეკონომიკის საერთაშორისო    სკოლა) ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:


მიკროეკონომიკის  კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - კატეგორია „ბ“;

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)   კონკურსანტის   ანკეტა,   შევსებული   დადგენილი   ფორმის   მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის

ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით); გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საჭიროების გათვალისწინებით, ასარჩევმა კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს შესაბამისი პერიოდის ინგლისურ ენაზე პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სწავლება ინგლისურ ენაზე) მათ შორის შესაძლებელია, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ;
ვ) შესაბამისი        აკადემიური        ხარისხის        დამადასტურებელი        დოკუმენტის (დოკუმენტების)      ასლი     (უცხო     ქვეყანაში     მიღებული     განათლების     ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; ი) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში 
შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2025 წლის   8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით,   1000-დან 1700    საათამდე, შესვენება 1300-დან 14-მდე, (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8. ბრძანება  გამოქვეყნდეს  "თბილისის უნივერსიტეტი" ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 168/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს  კანონის  22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების,  28-ე  მუხლის,  29-ე  მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი  წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი  N10 29. 12. 2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის № 29/2024 დადგენილების -  „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული  პროფესორი,  ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო   განრიგის  დამტკიცების შესახებ“  თსუ რექტორის  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 20   25 წლის  25 ივლისის    №   12/04 ერთობლივი    ბრძანების და  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის გიორგი ღაღანიძის  2025  წლის 30 ივლისის   N19046/29 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს.   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის   8 სექტემბრიდან   2025   წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს  გადაეცეს  არაუგვიანეს  2025  წლის 15 ოქტომბრისა.
4.    კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ეკონომეტრიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“
თეორიული ეკონომიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი  - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია  „ა“
მიკროეკონომიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“
საერთაშორისო   ეკონომიკისა   და   ეკონომიკურ   მოძღვრებათა   ისტორიის   კათედრა (ქვემიმართულება-საერთაშორისო ეკონომიკა)
ასოცირებული პროფესორი  - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია  „ა“ ასოცირებული პროფესორი  - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია  „ბ“ ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“ ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა ასოცირებული პროფესორი  - 3  საშტატო ერთეული -კატეგორია  „ა“ საერთაშორისო ბიზნესის კათედრა
ასოცირებული პროფესორი  - 3  საშტატო ერთეული -კატეგორია  „ა“ ასოცირებული პროფესორი  - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია  „ბ“ აღრიცხვა, ანალიზი, აუდიტის კათედრა
ასოცირებული პროფესორი  - 4  საშტატო ერთეული -კატეგორია  „ა“
გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრა
ასოცირებული პროფესორი  - 3  საშტატო ერთეული -კატეგორია  „ა“
მარკეტინგის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“
ფინანსები და საბანკო საქმის კათედრა
ასოცირებული პროფესორი  - 3  საშტატო ერთეული -კატეგორია  „ა“
5.  ასოცირებული პროფესორების თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ: 
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   (დადგენილი     ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)   ასლი   (უცხო   ქვეყანაში   მიღებული განათლების   ან/და სამეცნიერო   ხარისხის   აღიარების   კანონმდებლობით   დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)  სამეცნიერო  -  პედაგოგიური  მუშაობის  გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს
2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,    წერილობით    გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს  2025  წლის 8 სექტემბრიდან  2025 წლის 19 სექტემბრის  ჩათვლით 1000-დან  1700 საათამდე, შესვენება 1300-დან 1400-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,   თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 169/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ "საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე -2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების,35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე -8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე -3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის  სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის (პროფესორი, ასოცირეული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 25 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2025 წლის 30 ივლისის N19046/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად.
2.უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი)წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
3.კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2025 წლის  8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ  აკადემიურ   საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 15 ოქტომბრისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
აღრიცხვა, ანალიზი, აუდიტის  კათედრა
ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);
5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვა); 
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს
2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით, 10.00-სთ-დან 17.00 სთ-მდე, შესვენება 13.00-დან 14.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა),ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის  მიმღებ აპარატში, თბილისი,  უნივერსიტეტის ქ. N 2, თსუ  X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403; 
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 170/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2  პუნქტის,  34-ე  მუხლის  პირველი  და  მე-2  პუნქტების,  35-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ   ბრძოლის   შესახებ’’ საქართველოს კანონის  მე-13  მუხლის  მე-2  პუნქტის,  მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის   22 დეკემბრის   N118 დადგენილების   - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    აკადემიური    პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის № 29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული     პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“   (დამტკიცებულია   თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი № 3, 18.03.2024წ),  „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ერთიანი   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 25 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  პეტრე  ბაბილუას   2025 წლის   4 აგვისტოს   N19483/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე
პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილება;
3.  კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 17 ოქტომბრისა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ფიზიკის დეპარტამენტი პლაზმის ფიზიკის კათედრა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)
5.   პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)   ცნობა   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)    სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)   სამეცნიერო-პედაგოგიური   მუშაობის   გამოცდილების   დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.  პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025
წლის 19 სექტემბრის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა), 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 171/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2025 წლის 23 ივლისის N 154/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების   შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული   „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო  წელს  მაგისტრატურაში  მიღების   გამოცხადებისა   და   წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2025 წლის 23 ივლისის N 154/01-01  ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ო) გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 16 სექტემბერი (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  - 9-10 სექტემბერი)”;

2.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის  გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 162/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  პირველი, მე-2 და მე3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული   პირის  - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“,  „ბ“ და    „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტებისა  და  „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ  “ თსუ-ს  აკადემიური   საბჭოს 2011 წლის    29 ივნისის    N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს    მიღება   სსიპ       - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს    2011 წლის    29 ივნისის   N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
2.დოქტორანტობის    კანდიდატი      დოქტორანტურაში       სწავლის       უფლების მოსაპოვებლად:
ა) გადის  გასაუბრებას  ან/და აბარებს მისაღებ გამოცდას (ზეპირი ან/და წერითი    ფორმით)   სპეციალობაში,    შესაბამის    პროგრამაზე    მიღების წინაპირობის გათვალისწინებით;
ბ) აბარებს უცხო ენის გამოცდას ან/და ადასტურებს უცხო  ენის ცოდნას შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე;
3.განისაზღვროს    სსიპ   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში    2025-2026 სასწავლო   წლის    შემოდგომის    სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 22 – 29 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო  ენაში(ინგლისური, ფრანგული, გერმანული) -  4 სექტემბერი ;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 8 სექტემბერი (14:00 საათი);
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -8 სექტემბერი-10 სექტემბერი (14:00
საათამდე);
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;


ვ) დოქტორანტობის იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც  დაადასტურეს/ჩააბარეს გამოცდა გერმანულ ან ფრანგულ ენაში:


•         გამოცდა ინგლისურ ენაში-11 სექტემბერი;
•         ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
•         ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება– 13-14 სექტემბერი;
•         ინგლისური ენის გამოცდის  აპელაციის შედეგების გამოცხადება-15 სექტემბერი;

კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 11-12 სექტემბერი;
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–16-17 სექტემბერი
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) –18 სექტემბერი;
პ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 19-22 სექტემბერი;
ჟ) საგანმანათლებლო  ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 23 სექტემბერი.

4.   განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ)  მაგისტრის  ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი   დიპლომისა  და დიპლომის  დანართის  დამოწმებული  ასლი (თსუ-ს   კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი   ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში  - ნოტარიულად  დამოწმებული  ასლი; 2025 წლის მაგისტრატურის  კურსდამთავრებულთათვის  ცნობა  ხარისხის   მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 
გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ)უცხო ენის  ცოდნის  დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დოქტორანტობის კანდიდატს  მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის   არანაკლებ B2  დონეზე   ცოდნა.  გერმანული  ან  ფრანგული  ენის  ცოდნის დადასტურების შემთხვევაში, დოქტორანტს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება  არანაკლებ B1დონეზე.   იმ  შემთხვევაში,   თუ   დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ  ბაზად  ირჩევს ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ ენას მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა
ი) ქართული ენის B2 დონეზე  ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თუ  კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული- ქართული ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) შესაბამის  სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია   ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში  მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი.
ლ) უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
მ) წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის  ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
ო) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

5.   დოქტორანტობის   კანდიდატის   გასაუბრების   ან/და   სპეციალობაში   გამოცდის (ზეპირი ან/და წერითი  ფორმით) შეფასების კრიტერიუმები უნდა  იყოს წინასწარ დამტკიცებული, საჯარო და ხელმისაწვდომი;
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
8.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 161/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  53-ე  მუხლის   პირველი,  მეორე და  მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N 135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“   და   „პ“   ქვეპუნქტების,   მე-9 პუნქტების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 30 ივლისის N19091/26, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2025 წლის 24 ივლისის N18502/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 9 ივლისის N16957/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეკანის 2025 წლის 9 ივლისის 16955/30, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 17 ივლისის   N17790/27 და  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა   ფაკულტეტის    დეკანის     2025 წლის     28 ივლისის N18791/28  წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს  სსიპ  – ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე  ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის  (დანართი N1) შესაბამისად:
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3. ბრძანების ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 160/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ტრენინგკურსის „ევროკავშირი 101 - მოდულური კურსი“-ს   დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3  ნაწილების,   53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსის  2025 წლის 29 ივლისის  N18950/10  და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის  უფროსის  2025 წლის 29 ივლისის N18959/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ტრენინგკურსი  „ევროკავშირი    101  - მოდულური  კურსი“,   რომელიც მომზადდა ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს  ბრწყინვალების ცენტრის (Jean  Monnet  Center  of Excellence) მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში;
2. დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 

View More

Order N: 158/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლბის თანამდებობებზე გამოცხადებული   კონკურსის  შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის  პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების   თაობაზე“    საქართველოს   განათლებისა    და    მეცნიერების მინისტრის   2013 წლის      11 სექტემბრის    N135/ნ   ბრძანებით    დამტკიცებული    ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების     მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის    სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი   წესისა   და  სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი    პირობების    დამტკიცების    შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს  2017 წლის  31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18 , მე-20 და 21-ე პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის   პირველი  და  მეორე პუნქტების , სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  საშტატო  განრიგის  დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  4 ივლისის  N10/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის  2025 წლის 7 ივლისის N16732/10 წერილის (თან ერთვის  ინსტიტუტის  საკონკურსო  კომისიის     2025 წლის    4 ივლისის   სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს    სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი     სამეცნიერო-კვლევითი     ერთეულის          - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების      თანამდებობებზე      გამოცხადებული       კონკურსის      შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება:

როზეტა გუჯეჯიანი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ნინო ჩირგაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
ქეთევან ალავერდაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ნაზი აზიკური -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება:
ნათია ჯალაბაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ირმა კვაშილავა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია:
დავით ჭითანავა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება:
გია გელაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ლელა მიქიაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ივანე  ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და  ეთნოლოგიის   ინსტიტუტის არჩეულ სამეცნიერო პერსონალთან.
3.წინამდებარე  ბრძანების განთავსება ოფიციალურ  ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის    ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 155/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტარაციული  კოდექსის  52-ე მუხლის   პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის   პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური  საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს    მიღება   სსიპ       - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში    2025-2026 სასწავლო  წელს  თსუ-ს  აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს    სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში   2025-2026 სასწავლო  წლისათვის   მაგისტრატურაში   მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის  კანდიდატთა  დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია)-  22 - 29 აგვისტო;
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის  კანდიდატს,  რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე  სურს   სწავლა და  მისი   მშობლიური   ენა  არ არის ქართული) – 1 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 1სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 2 სექტემბერი (12:00 საათი); ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 2 სექტემბერი;
ვ)  გამოცდა  უცხო   ენაში  (იმ  საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო  ენის გამოცდის ჩაბარება)- 3 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6 სექტემბერი; 
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6-7 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი (13:00 საათი); 
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 9-10 სექტემბერი;
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი; 
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–13-14 სექტემბერი; 
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) -16 სექტემბერი;
პ)  ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 17-18 სექტემბერი;
ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების   მიერ  სასწავლო  პროცესის   მართვის დეპარტამენტისთვის  მაგისტრანტობის   კანდიდატთა  სიის  წარდგენა -  19 სექტემბერი.


3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:


ა) განცხადება თსუ  რექტორის სახელზე; 
ბ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის   უნივერსიტეტის    შესაბამისი    ფაკულტეტის   მიერ, ხოლო  სხვა   შემთხვევაში - ნოტარიულად   დამოწმებული    ასლი;  2025   წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
დ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო  ენის  ცოდნის  დამადასტურებელი  საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა  და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული  სერტიფიკატის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი  სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული  განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 
ი) სხვა დოკუმენტი, თუ  ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.


4.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
5.   დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 154/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან  დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52- ე  მუხლის   პირველი  და  მე-2  ნაწილების,  53-ე  მუხლის   პირველი,  მე-2  და  მე-3 ნაწილების,54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2011 წლის  25 ივლისის N77/2011 დადგენილებით   დამტკიცებული   „სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის  საფუძველზე

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს      2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის  შიდა მობილობის ვადები:

1.1.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით  საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების  ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა -18-19 აგვისტო;
1.2. „შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის  ვადა - 20-25 აგვისტო;
1.3. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 26 აგვისტო;
1.4.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 27 აგვისტო - 1 სექტემბერი;
1.5. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 2-3 სექტემბერი;
1.6. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის  შიდა  მობილობის  წესით  გადასული  სტუდენტების სიის წარდგენა - 4 სექტემბერი;
1.7. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 5 სექტემბერი.

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.    
3.    ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს
4.    უნივერსიტეტის კანცელარიას. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.    

რექტორი ჯაბა სამუშია


 

View More

Order N: 153/01-01