geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით    ერთეულში        - მიხეილ    ნოდიას    სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში    სამეცნიერო    პერსონალის       - მეცნიერი    თანამშრომლების თანამდებობებზე  გამოცხადებული კონკურსის    შედეგების    (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის    პირველი    პუნქტის,    ,,საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის     დამოუკიდებელი     სამეცნიერო-კვლევითი     ერთეულის სამეცნიერო პერსონალის    სამსახურში    მიღების    ერთიანი    წესისა    და    სამეცნიერო თანამდებობების დაკავების    დამატებითი    პირობების    დამტკიცების    შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18, მე-20 და 21-ე პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე- 4 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 3 ივლისის 10/04 ერთობლივი ბრძანების და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნოდარ ვარამაშვილის 2026 წლის 8 ივლისის N15294/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 7 ივლისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს სსიპ        - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ   ნოდიას   სახელობის   გეოფიზიკის   ინსტიტუტის   სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე   გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ა) გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
ნადეჟდა  დოვგალი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
სოფიკო მაღიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით)
დავით კიტოვანი - მეცნიერი თანამშრომელი  - 0,5 საშტატო ერთეული   (4 წლის ვადით)


ბ) გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
დიმიტრი ტეფნაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

გ) დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
ნინო სადრაძე -  მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
დ) ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
ალექსანდრე ჭანკვეტაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ნინო  ჯამრიშვილი -  მეცნიერი თანამშრომელი  - 0,5 საშტატო ერთეული   (4 წლის ვადით)
ხატია თავიდაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით)

ე) კოსმოსური კვლევის ცენტრი:
ელენე უჩავა -  მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


ვ) ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
გენადი კობზევი - მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
მარიამ  თოდაძე - მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ნინო  კაპანაძე - მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

ზ) დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია:
თამაზ  მათიაშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების   გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2026  წლის 13 ივლისიდან.
4.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 171/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  373 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების  დამტკიცების  შესახებ”  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის   მე-4 და მე-5 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების   შესახებ   რექტორის   და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    2026 წლის  3 ივლისის  10/04 ერთობლივი ბრძანების   და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის  დირექტორის  გელა გელაშვილის 2026 წლის 8 ივლისის N15256/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 8 ივლისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და   მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ა)კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილება:

მედეია ჯანჯალია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
თამარ ჭელიძე -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული  (7 წლის  ვადით)
გიორგი დონაძე - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
თინათინ ზედგინიძე - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ვალერი  თავხელიძე - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
თეიმურაზ  მაჩაიძე - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ლია  ჭელიძე - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ანა გელაშვილი -  მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ცოტნე დადიანი - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
მიხეილ ციციშვილი - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

ბ) ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება:

ლალი ასანიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ნანული ბაღდავაძე - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ეთერ  გინტური -მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
თამარ  გიორგაძე - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ეთერ ლომიძე - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ემმა ნამჩევაძე - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ოლია რჩეულიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
მარიამ  ოსეფაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი -  1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის  ფიზიკის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3.კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2026  წლის 13 ივლისიდან.
4.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის  ფიზიკის ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 172/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში  მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე -8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე -4 მუხლის პირველი, მე - 2 და მე  -3 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის  პირველი  პუნქტის  და  ინსტიტუტის  დირექტორის  თამარ წუწუნავას  2026 წლის   7 ივლისის     N  15107/10   წერილის  (თან  ერთვის  ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N5 06.07.2026) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ     – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის  ინსტიტუტის  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის და   მეცნიერი   თანამშრომლის   შესარჩევად   დამტკიცდეს   კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ  ქუთელია    – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) ზურაბ  ლებანიძე    – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის
გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.
2.        დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გურამ ქუთელია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ ლებანიძე, მდივნად მარიამ ახალკაციშვილი.
3.   დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 29 ივლისისა.
5.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 173/01-01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის   სამეცნიერო პერსონალის- მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე  გამოცხადებული კონკურსის შედეგის  (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა ,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20  პუნქტების,  ანდრია  რაზმაძის სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის  პირველი და მე-4 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2026 წლის  3 ივლისის 10/04 ერთობლივი ბრძანების  და  თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტის დირექტორის  ნინო  ფარცვანიას  2026 წლის 6 ივლისის  N15028/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 6 ივლისის  სხდომის შემაჯამებელი  ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ       - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო - კვლევით ერთეულში  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტის  მეცნიერი   თანამშრომლების  თანამდებობაზე გამოცხადებული  კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი  ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილება:

ა) ზურაბ აბაშიძე – 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).
ბ) ბაჩუკი ფაჩულია - 4 წლის ვადით (0,5 საშტატო ერთეული).


2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  ანდრია რაზმაძის   სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 167/01-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2026-2027 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026  წლის 03   ივლისის  N180/02-01  ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

N                                                                 
09.07.2026

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის    პირველი  ნაწილის,
54–ე მუხლის  პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  59-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების   დამტკიცების  თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის  ,,ა”,  ,,პ"  ქვეპუნქტებისა  და  მე-9  პუნქტის,    თსუ   უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2026 წლის  08 ივლისის    N15242/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დაშვებული  ტექნიკური  შეცდომის   გასწორების  მიზნით  (ბრძანების  მე-5  პუნქტში   „მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს      30 ლარის  ოდენობით“-ის    ნაცვლად,   შეცდომით    მითითებულ   იქნა „მასწავლებელთა ანაზღაურება   განისაზღვროს    25 ლარის ოდენობით“ ) „სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი  განათლების   ცენტრის  აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში     2026-2027 სასწავლო წელს  ერთიანი  ეროვნული  გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში  მომზადების წლიური  საფასურისა  და მასწავლებელთა ანაზღაურების  ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026  წლის 03   ივლისის  N180/02-01  ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„5. სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების    ცენტრის    აბიტურიენტთა   მოსამზადებელ    განყოფილებაში   ერთიანი    ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა    მოსამზადებლად    თითოეული    მასწავლებლის   ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი  – 30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით)“;

2.დაევალოს  უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე     ბრძანების     განთავსება     ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 188/02-01      

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – თინათინ  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე  გამოცხადებული  კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9   პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის  სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს   2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6  მუხლის  მე-17, მე-18 და მე-20  პუნქტების, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დებულების  მე-8   მუხლის პირველი, მე-4  მუხლის   „გ“  ქვეპუნქტის  და  მე-10  მუხლის   მე- 4 პუნქტის,  სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ  რექტორის და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2026 წლის   27 მაისის  N9/04 ერთობლივი ბრძანების  და თ.  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის ლ. ბრეგვაძის  2026 წლის  6 ივლისის  N15004/10 წერილის (თან  ერთვის  ინსტიტუტის საკონკურსო  კომისიის    2026   წლის   6 ივლისის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს    სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში    სამეცნიერო    პერსონალის      -     მეცნიერი    თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული  კონკურსის  შედეგები  (შემაჯამებელი  ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილება:
ჟირონ ხუჯაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


კერძო სამართლის განყოფილება:
დემეტრე ეგნატაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

სამართლის ისტორიისა და თეორიის განყოფილება:
გულიკო ფერაძე - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ლიანა ადეიშვილი  -  მეცნიერი  თანამშრომელი -1  საშტატო  ერთეული  (4  წლის ვადით)

2.   კონკურსის შედეგი ძალაში შევიდეს 2026 წლის 13 ივლისიდან.
3.   დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს   მეცნიერ   თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
4.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, თინათინ  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
6.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 165/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში- რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტში  მეცნიერი   თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის     22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების      დამტკიცების     თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის,  ,,სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების    ერთიანი    წესისა    და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის   N63/2017 დადგენილების  დანართი  N1-ის  მე-4  მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის   ინსტიტუტის   დებულების  მე-11   მუხლის    პირველი   და   მე-5 პუნქტების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2026 წლის  3 ივლისის N14877/10 მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის  ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2026 წლის პირველი ივლისის  სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის  სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი  თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)  ქეთევან ებრალიძე -  პეტრე მელიქიშვილის  სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის დირექტორი,  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) გულნარა  თოდრაძე      - ალექსანდრე თვალჭრელიძის     სახელობის  მინერალური ნედლეულის კავკასიის   ინსტიტუტის  ცენტრის   ხელმძღვანელი,  მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი;
გ) ნათელა ანანიაშვილი    - რაფიელ აგლაძის  სახელობის  არაორგანული ქიმიისა   და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი,  მთავარი მეცნიერი თანაშრომელი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ქეთევან ებრალიძე, საკონკურსო კომისიის    თავმჯდომარის    მოადგილედ   გულნარა თოდრაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად ნათელა ანანიაშვილი.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 7 აგვისტოსი.
5.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,   რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 166/01-01         

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ზ’’   და  "ი"   ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’,  ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,  ,,სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის 8/04 ერთობლივი ბრძანების და ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელის პ. ჯაგუნავას 2026 წლის 6 ივლისის N15047/10 განცხადების   საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 1330  (ათას  სამას  ოცდაათი)  ლარს (საშემოსავლო გადასახადისა  და  საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო  საათები-09:00  სთ-დან  18:00სთ-მდე  ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) თსუ-ში  მოქმედი   რეგულაციების   ცოდნა  პოზიციის   სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების      შესახებ“,      თსუ       შინაგანაწესი      და      დისციპლინური პასუხისმგებლობის  ნორმები,  ეთიკის   კოდექსი,  თსუ   წესდება;   საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.

4. აპლიკანტს უნდა  ჰქონდეს:

ა) გუნდური მუშაობის უნარი;
ბ) დამოუკიდებელად  მუშაობის უნარი;
გ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ)დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ე) ეფექტიანი უკუკავშირის მიწოდების  უნარი;
ვ) კომუნიკაბელურობა;
ზ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


5. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის  გადაცემისა  და ინოვაციების ცენტრის  მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო  განრიგით  განსაზღვრულ პოზიციაზე   დასაქმებულ     პირს   მოეთხოვება შემდეგი  ფუნქციების შესრულება:

ა) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში განთავსებულ  ქონებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

ბ) ცოდნის  გადაცემისა  და ინოვაციების ცენტრის  მატერიალური  ფასეულობების  დაცვა-შენახვაზე  და მოძრაობაზე კონტროლი.

გ)    ცოდნის    გადაცემისა    და    ინოვაციების   ცენტრში    არსებული    აპარატურის    და დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

დ)   ცოდნის   გადაცემისა   და   ინოვაციების  ცენტრში   სასწავლო  კურსების  ჩატარების ხელშეწყობა.

ე)   ცოდნის    გადაცემისა    და   ინოვაციების   ცენტრში    შემოსულ    სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა.

6.  კონკურსში   მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი   საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის  ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  კონკურსით  გამოცხადებული   ვაკანსიის  დაკავების  შემთხვევაში   აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში      უნდა  წარმოადგინოს    ცნობა     ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; 
ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. საბუთების არასრულად    გამოგზავნის  შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის  მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;

8.   სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო  განრიგით განსაზღვრულ  პოზიციაზე  კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი 1; დანართი 2);

9. ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ  გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 13 ივლისიდან    2026 წლის   17 ივლისის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  ,,ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.

10.  ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია)    საშტატო  განრიგით  განსაზღვრულ  პოზიციაზე  კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
- www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს  2026  წლის  31 ივლისისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 185/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის   23-ე  მუხლის    პირველი პუნქტის და  24-ე   მუხლის     პირველი    პუნქტის    ,,ზ’’    ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების    მინისტრის       2013 წლის      11 სექტემბრის     N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15   მუხლის    პირველი   პუნქტის,   მე-16 მუხლის    პირველი  პუნქტის  ,,ნ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების  , სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანების , საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტის   უფროსის ნატო ჩუბინიძის 2026  წლის პირველი ივნისის N11869/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.        გამოცხადდეს კონკურსი  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის   განყოფილების  წამყვანი   სპეციალისტის  (ორი    საშტატო ერთეული) თანამდებობაზე  .

2.        ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზრაურება თვეში განისაზღვრება 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა   და   საპენსიო დანარიცხის ჩათვლით). სამუშაო 09:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).


3.   აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) პროფესიული განათლება/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი .
ბ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;

4.   აპლიკანტი უნდა  იცნობდეს :
ა) ოპერაციული სისტემები; 
ბ) საოფისე პროგრამები;
გ) დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა 
ე) კომპიუტერის არქიტექტურა;
ვ) ქსელური მოწყობილობები;
ზ) პერიფერიული მოწყობილობები;
თ) კომპიუტერის არქიტექტურა,  კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები;
ი) სისტემებისა და მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნის/აღდგენის მეთოდები და ტექნოლოგიები;
კ) ოპერაციული სისტემები;
ლ) დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა; 
მ) უსაფრთხოების ძირითადი  პრინციპები;
ნ) პერიფერიული მოწყობილობების აგებულება, დანიშნულება, მათთან მუშაობის პრინციპები,    თავსებადობა;


5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 
ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი; 
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.


6.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) უზრუნველყოს კლიენტური აპარატული მოწყობილობების (კომპიუტერული ტექნიკის  გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა) (პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ნეთბუქტები და პლანშეტები) მხარდაჭერა და რემონტი, ქსელური და სატელეფონო საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა, კლიენტური საოპერაციო სისტემების მხარდაჭერა, საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
ბ) უზრუნველყოს კომპიუტერული ქსელისა და სხვა საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია-მონტაჟი. გ)უზრუნველყოს უნივერსიტეტის პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (საბეჭდი,  ასლგადამღები და სკანირების მოწყობილობების) და მათი სახარჯი  მასალების მიწოდება/ინსტალაცია.
დ) გაუწიოს ტექნიკური კონსულტაცია უნივერსიტეტის თანამშრომლებს ტელეფონის საშუალებით .
ე) უზრუნველყოს აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოება.
ვ) შეასრულოს განყოფილების ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებები 
ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
თ) ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით შეასრულოს მისთვის  მინდობილი სამუშაო.
ი) დაიცვას უნივერსიტეტის პრესტიჟი და ეთიკის ნორმები.
კ) არ გაამჟღავნოს დამსაქმებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად.
ლ) პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო.
მ) დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს და დამსაქმებლის მითითებებს.
ნ)  გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს.
ო) პირადად და სრულად აგოს პასუხი ნებისმიერი  ზიანის და/ან დანაკარგისათვის, რომელიც მიადგება დამსაქმებელს, მისთვის მინდობილი ქონების არამიზნობრივი გამოყენების შედეგად ან დაუდევრობით.

7.კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული განათლების/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტის დამადასტურებელი  დოკიმენტების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
ე) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა  წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 7 ივლისიდან 2026 წლის 12 ივლისის  ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა  მიეთითოს - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) თანამდებობა.
10 .სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) თანამდებობაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი    სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ განთავსდეს უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 22 ივლისისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 179/02-01    

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2026-2027 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის  პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის № 135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2026 წლის  01 ივლისის N14657/10 წერილის  საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ   ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ  საგანში  მომზადებისთვის   (კურსის  ხანგრძლივობა:  2026 წლის  01 ოქტომბერი   -   2027 წლის     01 ივლისი) წლიური საფასური 2026-2027 სასწავლო  წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა – 1400 ლარის ოდენობით;
ბ) ლიტერატურა – 1400 ლარის ოდენობით;
გ) ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) - 1400 ლარის ოდენობით;
დ) უცხო  ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)  – 1400 ლარის ოდენობით;
ე) მათემატიკა – 1400 ლარის ოდენობით;
ვ) ისტორია – 1400 ლარის ოდენობით;
ზ) სამოქალაქო განათლება – 1400 ლარის ოდენობით;
თ) ფიზიკა  – 1400 ლარის ოდენობით;
ი) ქიმია – 1400 ლარის ოდენობით;
კ) ბიოლოგია – 1400 ლარის ოდენობით;
ლ) გეოგრაფია - 1400 ლარის ოდენობით;

2.ერთიანი   ეროვნული   გამოცდებისთვის   მოსამზადებელ    კურსზე  ცალკეულ   საგანში   ჯგუფის გახსნისთვის აბიტურიენტთა  რაოდენობა ჯგუფში განისაზღვროს მინიმუმ 4 მსმენელით.
3.  ცალკეულ საგანში  კურსის  მოცულობა განისაზღვროს 140 საათით;
4.  ერთიანი   ეროვნული   გამოცდებისათვის  ცალკეულ  საგნებში   აბიტურიენტთა  მოსამზადებლად დადგინდეს  შეღავათები კურსის  ღირებულების გადახდისას შემდეგი ოდენობით:
ა) აბიტურიენტებს საგნების არჩევისა და მომზადების შემთხვევაში,  დაუდგინდეს სწავლის საფასურის სამ (3) ეტაპიანი გადახდის წესი, სწავლის გადასახდელი თანხის  ოდენობის გადანაწილება სამ (3) ეტაპად  განხორციელდეს შემდეგნაირად:
ა.ა.) პირველი ეტაპის გადახდა განხორციელდეს  მოსამზადებელი  კურსის  დაწყებამდე, 2026 წლის 01 ოქტომბრამდე;
ა.ბ.) მეორე ეტაპის გადახდა განხორციელდეს 2027 წლის 03 იანვრიდან 15 იანვრამდე;
ა.გ.)მესამე ეტაპზე, გადასახდელი თანხის   მესამე ნაწილი დაიფაროს   2027 წლის 01 აპრილიდან 15 აპრილამდე;
ბ)  გადასახდელი  თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში აბიტურიენტს/წარმომადგენელს თანხის  დასაფარად გაეგზავნოს   შეტყობინება/გაფრთხილება და დამატებითი გადახდის  ვადა განესაზღვროს დადგენილი  ეტაპობრივი  გადახდის  ვადიდან არაუგვიანეს  ორი (2) კვირის განმავლობაში.  დამატებით  დადგენილი  ორ (2) კვირიანი  ვადის ამოწურვის შემდგომ, სწავლის საფასურის გადაუხდელობის  შემთხვევაში,  ცენტრი უფლებამოსილია  აბიტურიენტი ამორიცხოს აბიტურიენტთა მოსამზადებელი  კურსებიდან და შეუწყვიტოს მასთან დადებული ხელშეკრულება;“
გ)   აბიტურიენტის მიერ ერთი (1) საგნის  არჩევისა  და მომზადების   შემთხვევაში,  ერთი   საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 1400 ლარის ოდენობით;
დ)  აბიტურიენტის მიერ ორი (2) საგნის  არჩევისა  და მომზადების  შემთხვევაში,  ერთი  საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 1400 ლარის ოდენობით;
ე)  აბიტურიენტის  მიერ  სამი (3)   ან/და ოთხი (4)   საგნის  არჩევის  და მომზადების შემთხვევაში, ერთი   საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 1300 ლარის ოდენობით;
ვ)         სოციალურად   დაუცველი, დედით  და მამით  ობოლი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი აბიტურიენტის მიერ ორი (2) ან/და მეტი  საგნის არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის  მომზადების   წლიური    საფასური    განისაზღვროს    საერთო   ღირებულების
80%-ის ოდენობით;
ზ) ერთი ოჯახიდან ორი (2) ან/და მეტი  აბიტურიენტის კურსზე დარეგისტრირების  შემთხვევაში, აბიტურიენტის მიერ ორი (2) ან/და მეტი  საგნის არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური  საფასური განისაზღვროს    საერთო ღირებულების 80% - ის ოდენობით;
თ თსუ-ის   თანამშრომლებისთვის, თანამშრომელთა შვილებისა და შვილიშვილებისათვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზრვოს  საერთო ღირებულების  70%-ის ოდენობით:
ი) ერთიანი   ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ  კურსზე შესაძლებელია აბიტურიენტის ინდივიდუალურად მომზადება; აბიტურიენტის    მიერ  ინდივიდუალურად   მომზადების შემთხვევაში,    ერთი   საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 4000 ლარის ოდენობით.
5.    სსიპ    ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების   ცენტრის  აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა   მოსამზადებლად  თითოეული   მასწავლებლის ანაზღაურება 
განისაზღვროს 1 საათი – 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
6.    დაევალოს უნივერსიტეტის  კანცელარიას წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
7.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
8.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 180/02-01    

2025/2026 სასწავლო წლისათვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო    გაცვლით    და    მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის  პერსონალის  შერჩევის  წესის  დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის  2023 წლის  10 მარტის   N8/04 ერთობლივი  ბრძანებით  დამტკიცებული  ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის       თბილისის       სახელმწიფო       უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-10  - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის  უფროსის  წერილის    (N  14816/10;  03.07.2026) საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. ჩატარდეს კონკურსი  2025/2026 სასწავლო წლისათვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში,  პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ    თსუ-ს     აკადემიური    და    ადმინისრაციული პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 3 ივლისს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ)  შოთა  ფოთოლაშვილი,  თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების უფროსი - ირინა გამყრელიძე.
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04, 2025 წლის 6 ოქტომბრის N 15/04 და 9 ოქტომბრის N 16/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7.    წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 162/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის   შესარჩევად შიდა საუნივერსიტეტო კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების   შესახებ"   საქართველოს   კანონის   23-ე   მუხლის   პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,  ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ რექტორისა და   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის     2026 წლის     21 აპრილის     N8/04 ერთობლივი ბრძანების, სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის  მორის შალიკაშვილის  2026 წლის
16 ივნისის  N13249/31-01   მოხსენებითი  ბარათის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     საშტატო     განრიგით     განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და      სამეცნიერო      კვლევების      სამსახურის      უფროსის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი     პუნქტით     განსაზღვრული     ვაკანსიისათვის     შრომის     ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1600 (ათასექვსასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით. სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.    კონკურსში   მონაწილეობა   უნდა   მიიღოს      თსუ-ს   იურიდიული   ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა.
4.კონკურსანტი    უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი   განათლება      - სამართლის   დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული სამცეცნიერო ხარისხი;
ბ) უცხოურ სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის გამოცდილება.
გ) სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
დ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს  (Microsoft Office, Internet Browser ).
5.    აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

ა) თსუ-ს წესდება;
ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
გ) თსუ  “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

6.     აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანაზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

7.    იურიდიული  ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
•    სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობა, დაგეგმვა და თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილება;
•    იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ინოვაციურ ცოდნაზე, ხარისხსა და სასწავლო პროცესის შედეგზე ორიენტირებული. სამეცნიერო–კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა; ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდისა და მეცნიერ– მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება;
•    საგანმანათლებლო    პროგრამების    რეალიზების    ხელშესაწყობად    ახალი სახელმძღვანელოების შექმნის წახალისება, დაგეგმილი საქმიანობების მონიტორინგი;
•    ფაკულტეტზე  სამეცნიერო  მუშაობის  კოორდინირება,  ხარისხის  გაზრდის მიზნით სასემინარო და სადისკუსიო შეხვედრებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება (მომხსენებელთა შერჩევა და ღონისძიების მენეჯმენტი);
•    სამეცნიერო და სასწავლო გრანტების მოძიება და მიღება;
•    საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინფორმირება და კონსულტირება;
•    პროფესორ–მასწავლებელთა  და  სტუდენტთა  სამეცნიერო  კონფერენციების ორგანიზება, სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობის ხელშეწყობა და მონიტორინგი;
•    ფაკულტეტის    საერთაშორისო    კავშირების    გაფართოვება,    ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებების ფარგლებში; 
•    უცხოელ მეცნიერთა მოწვევისა და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სტაჟირების ორგანიზების ხელშეწყობა;
•    ყოველი სემესტრის ბოლოს შემდგომის სემესტრისათვის დაგეგმილი ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები და სხვ.) ჩამონათვალის ფაკულტეტის დეკანისთვის წარდგენა.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 6 ივლისიდან 2026 წლის 9 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის პოზიცია”.
11. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
12. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი).
16.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 181/02-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში  მთავარი  სპეციალისტის  (შტატგარეშე პოზიციაზე) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე   მუხლის    პირველი    პუნქტის    ,,ა’’,  ,,ზ’’ და “ი"   ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის    2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15   მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-16 მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,   ,,სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი    N7; 26.12.2023წ), იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის  მორის  შალიკაშვილის     2026 წლის   12 ივნისის N12952/31-05   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული     ფაკულტეტის     დეკანის     აპარატში          მთავარი სპეციალისტის  (შტატგარეშე პოზიციაზე)   შესარჩევად.

2.ბრძანების   პირველი  პუნქტით  განსაზღვრულ  პოზიციაზე  თანამდებობრივი  სარგო თვეში განისაზღვრება   1130 (ათასასოცდაათი)  ლარის  ოდენობით    (საშემოსავლო გადასახადისა     და      საპენსიო  ანარიცხის  ჩათვლით).  სამუშაო  საათები  კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება   სამი თვის გამოსაცდელი ვადით     (დასაქმების პერსპექტივით).
3.კონკურსანტი      უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება   - ბაკალავრის  ხარისხი  (სამართლის  ან  საერთაშორისო სამართლის       სპეციალობით) ან   იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
ბ)   სახელმწიფო   ენაზე      და  ინგლისურ  ენაზე  გამართული   წერის,  კითხვის  და მეტყველების უნარი;
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).
4.     აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) თსუ-ს წესდება;
ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
გ) თსუ  “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
5.   აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ)   ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანაზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

6.    იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში მთავარი სპეციალისტის (შტატგარეშე პოზიციაზე)   დასაქმების  შემთხვევაში  პირს მოეთხოვება  შემდეგი  ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) დეკანისა და დეკანის მოადგილის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) ფაკულტეტის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორ დაწესებულებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
გ) ფაკულტეტის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორ დაწესებულებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
დ) ფაკულტეტის სტუმართა ხელშეწყობა მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოს შესრულებისას და ფაკულტეტის მიერ მათი მასპინძლობის ორგანიზება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
ე) ფაკულტეტის სტუმართა ხელშეწყობა მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოს შესრულებისას და ფაკულტეტის მიერ მათი მასპინძლობის ორგანიზება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
3)  სტუდენტებთან  და  სტუდენტურ ორგანიზაციებთან  დეკანის ურთიერთობის კოორდინაციის ხელშეწყობა;
ზ)  დეკანის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების სამუშაო ვერსიების მომზადების ხელშეწყობა;
თ) დეკანის სხვადასხვა წერილობითი მოხსენების ტექსტის მომზადების ხელშეწყობა;
ი) ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტების კოორდინაცია;
კ) ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტების კოორდინაცია;
ლ)  ტუტორიუმის  პროგრამის  შემუშავება,  ხელმძღვანელობა,  ტუტორთა  ჯგუფის მომზადება;
მ) სხვა შესაბამისი ამოცანის შესრულება. 
7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9.   ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 6   ივლისიდან   2026 წლის 9 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის  შტატგარეშე  პოზიციაზე”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტის   შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტის (შტატგარეშე პოზიციაზე) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი).
15.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 182/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების   შესახებ"   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს    2017 წლის    31 მაისის  № 63/2017 დადგენილების  - ,,სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის    სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი  წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი   პირობების   დამტკიცების   შესახებ”   (დამტკიცებულია   თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი № 03; 23.06.2017 წ.), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ერთიანი   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2026  წლის  27 მაისის N9/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის    - არნოლდ    ჩიქობავას    სახელობის    ენათმეცნიერების    ინსტიტუტის დირექტორის  ნ. მაჭავარიანის 2026 წლის 2 ივლისის N14802/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის    ენათმეცნიერების    ინსტიტუტში    მეცნიერი    თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე   4 წლის  ვადით    შეიძლება  აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს   საკონკურსოდ   გამოცხადებული   ვაკანსიის   პროფილის   მიხედვით მაგისტრის ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხი,  სამეცნიერო   - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება  (რაც  გულისხმობს  არა  მხოლოდ  სამეცნიერო   - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო    ან    სხვა    პროფილურ    დაწესებულებაში    სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 7 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 24 აგვისტოსი;
5. კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო   თანამდებობის დასაკავებლად - ერთი საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);
6. მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ    მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ”;
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N13 თსუ მე-8 კორპ. IV სართ. (1000-დან - 1700 საათამდე). ასევე ელექტრონულ მისამართზე: contact.icege@gmail.com. ტელ: 599 400 728;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 163/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის      22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, 373   მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“   ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის ,  ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების  დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს   2017 წლის   31 მაისის   N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6  მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა   და   ეთნოლოგიის   ინსტიტუტის  დებულების  მე-10  მუხლის პირველი და  მეოთხე  პუნქტების , სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 მაისის N9/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გ. ჭეიშვილის   2026 წლის   30 ივნისის   N14531/10 წერილის  (თან  ერთვის  ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 30 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი     სამეცნიერო-კვლევითი     ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   ისტორიისა   და   ეთნოლოგიის   ინსტიტუტის   მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე  გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:


შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება:

პაპუნა გაბისონია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
სოფიო ქადაგიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ზურაბ თარგამაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება:
ირინა არაბიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ნატო სონღულაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
მზია ტყავაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება:
გიორგი მამარდაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ლელა ნებიერიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
თეა ქამუშაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია:
შორენა ლალიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

2.კონკურსის შედეგი ძალაში შევიდეს 2026 წლის 13 ივლისიდან.
3.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს მეცნიერ თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
4.წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის   ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 164/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე (2 ვაკანსია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე   მუხლის    პირველი    პუნქტის    ,,ა’’,  ,,ზ’’ და “ი"   ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის    2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15   მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-16 მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,   ,,სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი    N7; 26.12.2023წ), იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის  მორის  შალიკაშვილის     2026 წლის   12 ივნისის N12951/31-01 და 25 ივნისის N 14044/31-01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე (2 ვაკანსია) პოზიციის დასაკავებლად.

2.ბრძანების   პირველი  პუნქტით  განსაზღვრულ  პოზიციაზე  თანამდებობრივი  სარგო თვეში განისაზღვრება    1130 (ათასასოცდაათი)  ლარის  ოდენობით     (საშემოსავლო გადასახადისა     და       საპენსიო  ანარიცხის  ჩათვლით).  სამუშაო  საათები  კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება   სამი თვის გამოსაცდელი ვადით     (დასაქმების პერსპექტივით).
3.კონკურსანტი      უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:


ა) უმაღლესი განათლება -ბაკალავრის   ხარისხი   ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი   ან იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე   სტუდენტი(მინიმუმ მე-6 სემესტრის სტუდენტი);
ბ)   სახელმწიფო   ენაზე      და  ინგლისურ  ენაზე  გამართული   წერის,  კითხვის  და მეტყველების უნარი;
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).

4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

ა) თსუ-ს წესდება;
ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
გ) “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ)ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანაზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
6. იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში    მთავარი    სპეციალისტის    შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება და სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში (ბაკალავრიატის საფეხური);
ბ)  რეგისტრაციის  პერიოდში  სასწავლო  ბაზის  რედაქტირება  და  რეგისტრაციის პროცესისთვის მომზადება;
გ) აკადემიური რეგისტრაციების დროს შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება;
დ) სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, ცნობების ორგანიზება (მათ შორის ინგლისურენოვანი);
ე) სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება;
ვ) სტუდენტთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) შესაბამისი ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსების ორგანიზება;
თ) სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან); 
ი) რეკომენდაციებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების მომზადება და ელექტრონულად გადაგზავნის უზრუნველყოფა;
კ) საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის, დეკანის, დეკანის მოადგილეებისა და აკადემიური პერსონალის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9.   ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 6 ივლისიდან 2026 წლის 9 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში  მთავარი  სპეციალისტის შტატგარეშე პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში   მთავარი   სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
11. ბრძანება    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე (2 ვაკანსია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე   და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი).
15.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 183/02-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,  56-ე  მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის No135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე


ვბრძანებ:

1.განისაზღვროს   სსიპ     – ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული   ფაკულტეტის     ბაკალავრიატის   საგანმანათლებლო პროგრამაზე “ევროპისმცოდნეობა” 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) გაზაფხულის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9 თებერვალი- 7 მარტი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 23 თებერვალი- 7 მარტი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 2 მარტი- 13 ივნისი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი - 11 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 17 ივლისი-17 აგვისტო (დამატებითი გამოცდები); 
ა.ე) არდადეგები- 17 აგვისტო- 20 სექტემბერი.

2.ბრძანების   უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 161/01-01      

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო პოლიტიკის სრულფასოვანი რეალიზებისა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ’’ რექტორის 2023 წლის 14 დეკემბრის 321/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  − ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“  და  ,,პ“  ქვეპუნქტების,  მე-9  და  მე-11  პუნქტების,  რექტორის  აპარატისა  და აკადემიური საბჭოს    სამდივნოს     უფროსის     მოვალეობის    შემსრულებლის    ნათია მეტრეველის  2026 წლის 24 ივნისის  სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1, შევიდეს ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო პოლიტიკის სრულფასოვანი   რეალიზებისა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესზე ზედამხედველობის  მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ’’ რექტორის 2023 წლის 14 დეკემბრის 321/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაზღვრული საუნივერსიტეტო პოლიტიკის და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესის სფეროში არსებული საკითხების სრულფასოვან შესრულებასა და რეალიზებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას რექტორთან  არსებული საბჭო (შემდგომში - ,,საბჭო“) შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია, უნივერსიტეტის რექტორი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საბჭოს თავმჯდომარის  მოადგილე; 
გ) ერეკლე ასტახიშვილი,  რექტორის მოადგილე - საბჭოს წევრი;
დ) ნინო გვენეტაძე, რექტორის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ე) კახაბერ ჭეიშვილი, რექტორის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ვ) გიორგი შამათავა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ზ) შოთა ფოთოლაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი- საბჭოს წევრი; 
თ) ჰუმანიტარულ მენციერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
ი) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
კ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
ლ) მედიცინის ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
მ) იურიდიული ფაკულტეტის დეკანი/დეკანის  მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
ნ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანი/დეკანის  მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
ო) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი.’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

View More

Order N: 160/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის   N63/2017 დადგენილების ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ’’  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 მაისის 9/04  ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ  ტატიშვილის 2026 წლის 22 ივნისის N13797/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის  სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს   არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,   არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან  გამოსაქვეყნებლად მიღებული   სამეცნიერო  პუბლიკაციები,   მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 24 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 27 ივლისიდან  2026 წლის  29 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 7 აგვისტოსი.
4.კონკურსი  გამოცხადდეს  რაფიელ აგლაძის სახელობის  არაორგანული ქიმიისა   და ელექტროქიმიის ინსტიტუტში   მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ფიზიკურ-ქიმიური კვლევისა და ანალიზის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (4  წლის ვადით).

5.სამეცნიერო თანამდებობაზე  (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების  ან/და  სამეცნიერო  ხარისხის (ასეთის არსებობის  შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი   კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა  - სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლეობის შესახებ.
6.საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 27 ივლისიდან 2026 წლის 29 ივლისის  ჩათვლით 1000-დან 1700  საათამდე რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. მისამართი: მინდელის ქ. N11. ოთახო N205-ა - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა  და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.
7.  ბრძანება  გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი’’  -  ს ელექტრონულ გვერდზე.
8.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

View More

Order N: 157/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენისა და კულტურის მიზნობრივი ინგლისურენოვანი სასერტიფიკატო ინტენსიური კურსი (სამი სასწავლო დისციპლინით)“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3  ნაწილების,   53-ე მუხლის   მე-3  ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2026 წლის 16 ივნისის  N 13301/10 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის  უფროსის 2026 წლის 22 ივნისის N. 13769/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის   „ ქართული ენისა  და  კულტურის მიზნობრივი ინგლისურენოვანი სასერტიფიკატო ინტენსიური კურსი (სამი სასწავლო დისციპლინით)“;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

View More

Order N: 158/01-01