მუზეუმის საერთაშორისო დღესთან (18 მაისი) დაკავშირებით თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო 18 ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა უმეტესობა თსუ მუზეუმისათვის გადმოცემულია საჩუქრების სახით, გამოფენაზე დამთვალიერებელმა იხილა: 1. გიგო გაბაშვილი - „პეიზაჟი“, 2. ლადო გუდიაშვილი - „მინდია“, 3. ელენე ახვლედიანი - „წყარო“, 4. სევერიან მაისაშვილი - „შვლები“, 5. გოგი-ალექსი მესხიშვილი - „ნატურმორტი“, 6. კორნელი სანაძე - „აკაკი შანიძის პორტრეტი“, 7. გიორგი ჯაში - „პეტრე მელიქიშვილის პორტრეტი“, 8. გოგი ოჩიაური - „ვაჟა-ფშაველას პორტრეტი“, 9. ირაკლი ფარჯიანი - „ხარება“, 10. გივი თოიძე - „შატილი“, 11. ნატალია ფალავანდიშვილი - „პეიზაჟი“, 12. ელგუჯა ბერძენიშვილი - „ნატურმორტი“, 13. გოგი ჩაგელიშვილი - „ქართული ნატურმორტი“, 14. ჯიბსონ ხუნდაძე - „მთებში“, 15. ედმონდ (გაბრიელ) კალანდაძე - „ქუჩა“, 16. ლევან ცუცქირიძე - „ესკიზი“, 17. თენგიზ მირზაშვილი - „პეიზაჟი“, 18. ლევან ჭოღოშვილი - „ოჯახი“.
- About Museum
- არქეოლოგიის მუზეუმი
- History of the Tbilisi State University Museum
- გეოგრაფიის მუზეუმი
- დროებითი ექსპოზიციები
- ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი
- ზოოლოგიის მუზეუმი
- ექსპონატები
- Contact Us
- თსუ ისტორიის მუზეუმი
- პალეონტოლოგიის მონოგრაფიული მუზეუმი
- სახვითი ხელოვნების დარბაზი
- დროებითი გამოფენების დარბაზი
- ვიდეო სიუჟეტები
Date:
18/05/2007