Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    გეოგრაფიის მუზეუმის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - „თსუ გეოგრაფიის მუზეუმი 55“

                გეოგრაფია ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც უნივერსიტეტის დაარსების პირველივე წლებიდან დაწესდა ქართულ უნივერსიტეტში. ქართველ გეოგრაფთა თაობების აღიარება იყო ის ფაქტი, რომ 1958 წელს თბილისში ჩატარდა გეოგრაფთა დიდი თავყრილობა, რისთვისაც მოეწყო დროებითი ექსპოზიცია. გამოფენამ იმდენად მოხიბლა გეოგრაფები, რომ დაადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებულიყო გეოგრაფიის მუზეუმი. წელს ამ მუზეუმს 55 წელი შეუსრულდა ამ თარიღს მიეძღვნა გეოგრაფიული კვირეული უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებში თსუ მუზეუმში მოეწყო გეოგრაფიის მუზეუმის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა „თსუ გეოგრაფიის მუზეუმი - 55“, რომელზეც წარმოდგენილი იყო გეოგრაფიული მეცნიერების კათედრაზე შეგროვებული სამუზეუმო ექსპონატები: სხვადასხვა წლებში დამზადებული რარიტეტული გლობუსები (დედამიწისა და მთვარის), იშვიათი რელიეფური და ბეჭდური რუკები (მსოფლიოსა და საქართველოს, ფიზიკური, ჰიდროლოგიური, ეკონომიკური, რესურსების, სასაზღვრო...), საზომი ხელსაწყოები, ბარომეტრები, ფოტოები, რომლებზეც ასახულია გეოგრაფიულ მეცნიერებათა კორიფეები.

    02/12/2013