Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 და გარდაცვალებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

    2019 წლის 16 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა  საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 და გარდაცვალებიდან 30 წლის აღსანიშნავად ფოტოდოკუმენტური გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო: ქართველი დისიდენტის, მუსიკათმცოდნის, პოეტის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას (1939-1989) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, მერაბ კოსტავას ხელნაწერთა დედნები, პირადი ნივთები, წიგნები და მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები. წარმოდგენილ ექსპონანტთა უმეტესობა დამთვალიერებელმა პირველად იხილა.

    16/10/2019